დავით დადიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 9: ხაზი 9:
*''მეუნარგია ი.,'' სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი პერიოდი და დავით დადიანი, თბ., 1939
*''მეუნარგია ი.,'' სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი პერიოდი და დავით დადიანი, თბ., 1939
*ქსე, ტ. 3, გვ. 339, თბ., 1978
*ქსე, ტ. 3, გვ. 339, თბ., 1978
{{სამეგრელოს ერისთავები და მთავრები}}
{{თარგი:დადიანები}}
{{თარგი:დადიანები}}

{{DEFAULTSORT:დავით დადიანი}}
{{DEFAULTSORT:დავით დადიანი}}



18:08, 16 ივლისი 2009-ის ვერსია

დავით დადიანი (დ. 26 იანვარი, 1813 ― გ. 30 აგვისტო, 1853) სამეგრელოს მთავარი (1846-1853), გენერალ მაიორი. მამამ - ლევან V დადიანმა თავის სიცოცხლეშივე (1840-იდან) ჩააბარა სამთავროს გამგებლობა. მიღებული ჰქონდა ევროპული აღზრდა-განათლება. ცდილობდა სამთავროში მმართველობის ახალი სისტემის შემოღებას. ამ მიზნით ქვეყანა 8 მაზრად (ოლქად) დაყო და თითოეულ მათგანს სათავეში მდივან-ბეგი ჩაუყენა. მოხელეთა თანამდებობის მემკვიდრეობით გადაცემის ნაცვლად მათი დანიშვნა შემოიღო. მთავრის ტახტთან შექმნა სამდივნო მოხელეთა შტატით. თავად-აზნაურების ყმობისაგან გაათავისუფლა დაბალი სამღვდელოება. ზრუნავდა ვაჭრობისა და მრეწველობის განვითარებასზე. მეაბრეშუმეობის განვითარების მიზნით 1848 წელს სამეგრელოში მიიწვია ფრანგი როზმორდიუკი, რომელმაც ზუგდიდში გამართა აბრეშუმის საწარმო მის დროსვე მოეწყო არყის სახდელი ქარხნები ზუგდიდსა და სალხინოში. დავით დადიანი მწიგნობრობის დიდი მოყვარული იყო. შეაგროვა ქართულ ხელნაწერ წიგნთა მდიდარი კოლექცია, რომელიც შემდეგ მისმა შვილმა ნიკო დადიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა. ახლო ურთიერთობა ჰქონდა პ. იოსელიანთან და მ. ბროსესთან.


ასევე იხილეთ

ლიტერატურა

  • მაკალათია ს., სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941;
  • მეუნარგია ი., სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი პერიოდი და დავით დადიანი, თბ., 1939
  • ქსე, ტ. 3, გვ. 339, თბ., 1978