მამია II გურიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5: ხაზი 5:
*'' ჩხატარაიშვილი ქ.,'' ქსე, ტ. 6, გვ. 396, თბ., 1983
*'' ჩხატარაიშვილი ქ.,'' ქსე, ტ. 6, გვ. 396, თბ., 1983


{{გურიელები}}
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:გურიის მთავრები]]
[[კატეგორია:გურიის მთავრები]]

05:34, 8 ივლისი 2009-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მამია.

მამია II გურიელი ( † 1625), გურიის მთავარი 1600-1625, გიორგი II გურიელის ძე. ცოლად ჰყავდა ჯერ ათაბაგის ასული, შემდეგ კი - კახთა მეფის თეიმურაზ I-ის ასული. ამ ნათესაურმა კავშირებმა და ოსმალეთის საშინაო კრიზისმა განაპირობა გურიის სამთავროს გაძლიერება. ამ დროს მამია II გურიელი მეფედაც კი იწოდებოდა. 1609 წელს მამია II გურიელმა ოსმალები განდევნა აჭარიდან და იგი გურიის სამთავროს შეუერთა. მას მხარს უჭერდა ოდიშის მთავარი. ამას მოჰყვა ომი ოსმალეთთან. ოსმალეთმა ეკონომიური ბლოკადით აიძულა მამია II გურიელი ზავი დაედო (გურია-ოსმალეთის შეთანხმება 1614). მამია II გურიელმა აჭარა დაკარგა და ოსმალეთის ხარკი იკისრა. აქტიურად მონაწილეობდა ქართველ მეფე-მთავართა ანტიირანულ კოალიციაში. 1618 წელს მამია II გურიელმა რუსეთის მეფეს სთხოვა მფარველობაში მიღება, მაგრამ უშედეგოდ. მოკლა შვილმა სიმონმა.

ლიტერატურა

  • ჩხატარაიშვილი ქ., ქსე, ტ. 6, გვ. 396, თბ., 1983