შაქრის კაცი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა კომიქსის გმირი |სახელი = შაქრის კაცი |სურათი = [[...
(განსხვავება არ არის)

16:07, 25 ივნისი 2009-ის ვერსია

შაქრის კაცი
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი Marvel Comics
პირველი გამოჩენა Generation Next #2 (1995)
ავტორ(ებ)ი სკოტ ლობდელი, კრის ბაჩალო
დახასიათება
ალტერ ეგო უცნობი
სახეობა ადამიანი-მუტანტი
შესაძლებლობა ზეადამიანური ფიზიკური ძალა,
სხეულის მასისა და ზომის შეცვლის უნარი,
განუსაზღვრელად გრძელი ენა,
განვითარებული გრძნობათა ორგანოები,
გენეტიკური ტექნიკა

შაქრის კაცი (ინგ. Sugar Man) - გამოგონილი პერსონაჟი, ბოროტმოქმედი მუტანტი მარველის კომიქსების მსოფლიოდან. შექმნილია მწერალი სკოტ ლობდელისა და მხატვარი კრის ბაჩალოს მიერ. პირველად გამოჩნდა კომიქსში Generation Next #2 (1995 წელს).

შაქრის კაცი მკითხველმა აპოკალიფსის ეპოქის მოვლენებიდან გაიცნო, როდესაც მარველის მსოფლიოს ისტორიამ ჩვეული გზიდან გადაუხვია. ამ მსოფლიოს პერსონაჟების უმრავლესობა მარველის ძირითადი რეალობის სუპერგმირებისა და ბოროტმოქმედების ალტერნატიულ ვერსიებს წარმოადგენენ, შაქრის კაცს კი, როგორც ჩანს, არ გააჩნია დედამიწა-616-ის ორეული.