ალექსანდრე II (იმერეთის მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: fr:Alexandre II d'Iméréthie
ბოტის დამატება: ru:Александр II (царь Имеретии)
ხაზი 10: ხაზი 10:
[[en:Alexander II of Imereti]]
[[en:Alexander II of Imereti]]
[[fr:Alexandre II d'Iméréthie]]
[[fr:Alexandre II d'Iméréthie]]
[[ru:Александр II (царь Имеретии)]]

14:54, 22 ივნისი 2009-ის ვერსია

ტერმინს „ალექსანდრე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ალექსანდრე.

ალექსანდრე II (გ. 1510), იმერეთის მეფე (1484-1510). ბაგრატ VI-ის ძე. მამის გარდაცვალების (1478) შემდეგ მან ვერ შეძლო იმერეთში გამეფება ოპოზიციურად განწყობილი მთავრების (შარვაშიძე, დადიანი, გურიელი, გელოვანი) წინააღმდეგობის გამო. ამით ისარგებლა ქართლის მეფემ კონსტანტინე II-მ (1479-1505) და ხელთ იგდო იმერეთის ტახტი. 1484 ალექსანდრე II-მ შეძლო მცირე ხნით დაუფლებოდა მამისეულ ტახტს, მაგრამ ქართლის მეფე ლიხთ-იმერეთს არ თმობდა. მხოლოდ 1488 წელს სძლია ალექსანდრე II-მ საბოლოოდ კონსტანტინეს და დადიან-გურიელიც შემოირიგა, შემდეგ კი თვითონ დაიწყო ბრძოლა ქართლის შემოსაერთებლად. 1509 წელს აიღო გორი და ჩრდილოეთ-დასავლეთ ქართლში გაბატონდა. მაგრამ ქართლ-იმერეთის გაერთიანების გეგმა განუხორციელებელი დარჩა. ოსმალთა შემოსევამ აიძულა იგი ქართლისათვის თავი მიენებებინა.