ისააკის ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: zh:圣以撒大教堂
ბოტის შეცვლა: uk:Ісаакіївський собор
ხაზი 36: ხაზი 36:
[[ru:Исаакиевский собор]]
[[ru:Исаакиевский собор]]
[[sv:Isakskatedralen]]
[[sv:Isakskatedralen]]
[[uk:Ісаакієвський собор]]
[[uk:Ісаакіївський собор]]
[[zh:圣以撒大教堂]]
[[zh:圣以撒大教堂]]

23:04, 15 ივნისი 2009-ის ვერსია

წმინდა ისააკის ტაძარი
ტაძრის თაღის მოხატულობა.

წმინდა ისააკის საკათედრო ტაძარი (რუს. Исаа́киевский собор) სანქტ-პეტერბურგში, რუსეთი, ამ ქალაქის უდიდესი ტაძარია და ასევე უდიდესი ქრისტიანული ეკლესია იყო რუსეთში მისი აგების პერიოდში (101.5 მ. სიმაღლით). ტაძარი აგებულია ნეოკლასიკურ სტილში ბიზანტიური ჯვრის ეკლესიის ნიმუშზე და მიეძღვნა წმ. ისააკ დალმაციელს, პეტრე დიდის მფარველ წმინდანს.

ტაძრის მშენებლობა ბრძანა იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ადრინდელი რინალდისეული სტრუქტურის ადგილას. სპეციალურად შექმნილმა კომისიამ რამდენიმე პროექტი განიხილა, მათ შორის იყო ფრანგი ოგიუსტ დე მონფერანის (1786 - 1858) ნამუშევარიც, რომელიც ნაპოლეონის დიზაინერი შარლ პერსიეს ატელიეში იყო განსწავლული. მონფერანის პროექტი კომისიის ზოგიერთმა წევრმა დაიწუნა მისი ოთხი იდენტური კოლონადის მშრალი ცივი რიტმულობის გამო. თუმცა იმპერატორმა, რომელიც არქიტექტურის პომპეზურ იმპერიულ სტილს ამჯობინებდა, კომისიის გადაწყვეტილება მონფერანის სასარგებლოდ შეცვალა.

ტაძრის მშენებლობა 40 წელს (1818-1858) გაგრძელდა მონფერანის ზედამხედველობის ქვეშ. საბჭოთა მმართველობის პერიოდში შენობა ჯერ მიტოვებული იყო, შემდეგ კი ათეიზმის მუზეუმად გადაკეთდა. მეორე მსოფლიო ომის დროს გუმბათი ნაცრისფრად შეიღება მტრის ბომბდამშენებისგან დასაცავად. ამჟამად ტაძარში ლოცვის უფლება ნებადართულია მხოლოდ მის მარცხენა კაპელაში, მთავარ ნაწილში კი დღესასწაულების დროს.

რესურსები ინტერნეტში


ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: