აბდულა თალიბზადე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+ds, კატ.
No edit summary
ხაზი 9: ხაზი 9:
[[კატეგორია:დაბადებული 1881]]
[[კატეგორია:დაბადებული 1881]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1959]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1959]]

[[az:Abdulla Şaiq]]
[[en:Abdulla Shaig]]
[[ru:Абдулла Шаиг]]

02:52, 18 მაისი 2009-ის ვერსია

აბდულა შაიგი თალიბზადე (დ. 1881, თბილისი — გ. 1959), აზერბაიჯანელი მწერალი. დაწყებითი განათლება თბილისში მიიღო. 1901 წლიდან ცხოვრობდა ბაქოში, სადაც ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. შემოქმედების ადრინდელი პერიოდი აღმოსავლური ლიტერატურის ტრადიციებითაა შემოსაზღვრული, მოგვიანებით პროგრესული რომანრიზმის მიმდევარი იყო. მნიშვნელოვანია აბდულა თალიბზადეს მოთხრობები „უბედური ოჯახი“, „წერილმა ვერ მოაღწია“, „ლამაზი გაზაფხული“ (1912-1913); რომანი „არაზი“ (1940), დრამატული ნაწარმოებები: „ელვა“ (1927), „ხასაი“ (1937), „ხალხის შვილი“ (1939), „სამშობლო“ (1942) და სხვა. პიესების დიდი ნაწილი დაწერილია მოზარდთა თეატრისათვის. აბდულა თალიბზადემ თარგმნა ნიზამის „ისქანდერნამეს“ ნაწილი („წიგნი დიდებისა“), შექსპირის „მაკბეთი“, პუშკინის, კრილოვის, ნეკრასოვისა და სხვათა ნაწარმოებები.

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 4, გვ. 576-577, თბ., 1979