სოლონი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 41: ხაზი 41:
| სქოლიო =
| სქოლიო =
}}
}}
'''სოლონი''' ([[ძვ. წ. 638]] - [[ძვ. წ. 558|558]]) გამოჩენილი [[ათენი|ათენელი]] პოეტი, მხედართმთავარი, რეფორმატორი და კანონმდებელი იყო. [[დემოკრატია|დემოკრატიას]] პირველად ფუძემან ჩაუყარა. მან დაწერა კანონები, რომლებიც აწყობდა ხალხის დაბალ ფენას ანუ [[დემოსი|დემოსს]]. სოლონს თვლიდნენ როგორც ერთ-ერთ ყველაზე ბრძენ ადამიანს.
'''სოლონი''' ([[ძვ. წ. 638]] - [[ძვ. წ. 558|558]]) გამოჩენილი [[ათენი|ათენელი]] პოეტი, მხედართმთავარი, რეფორმატორი და კანონმდებელი იყო. [[დემოკრატია|დემოკრატიას]] პირველად ფუძე მან ჩაუყარა. მან დაწერა კანონები, რომლებიც აწყობდა ხალხის დაბალ ფენას ანუ [[დემოსი|დემოსს]]. სოლონს თვლიდნენ როგორც ერთ-ერთ ყველაზე ბრძენ ადამიანს.
==ბიოგრაფია==
==ბიოგრაფია==
სოლონი დაიბადა [[ათენი|ათენში]] [[ძვ. წ. 638]] წელს. ის დაიბადა ძველად წარჩინებულ, მაგრამ იმ დროისთვის გაღატაკებულ ოჯახში. ამის გამო ს ეწეოდა საზღვაო ვაჭრობას. ის მომავალში ჩინებული პოეტი, მთავარსარდალი და რეფორმატორი გახდა. მისი ინიციატივითა და სარდლობით [[ათენი|ათენმა]] [[მეგარა]]ს წაართვა კუნძული [[სალამინი]]. სოლონი გარდაიცვალა [[ძვ. წ. 558]] წელს.
სოლონი დაიბადა [[ათენი|ათენში]] [[ძვ. წ. 638]] წელს. ის დაიბადა ძველად წარჩინებულ, მაგრამ იმ დროისთვის გაღატაკებულ ოჯახში. ამის გამო ს ეწეოდა საზღვაო ვაჭრობას. ის მომავალში ჩინებული პოეტი, მთავარსარდალი და რეფორმატორი გახდა. მისი ინიციატივითა და სარდლობით [[ათენი|ათენმა]] [[მეგარა]]ს წაართვა კუნძული [[სალამინი]]. სოლონი გარდაიცვალა [[ძვ. წ. 558]] წელს.

08:18, 10 მაისი 2009-ის ვერსია

სოლონი

სოლონის ბიუსტი
დაიბადაძვ. წ. 638
ათენი , საბერძნეთი
გარდაიცვალაძვ. წ. 558
ათენი , საბერძნეთი
დაბერება
ცხოვრობსსაბერძნეთი
ეროვნებაბერძენი
სხვა სახელებიΣόλων , Sólōn
საქმიანობა პოეტი , მხედართმთავარი და კანონმდებელი
მშობლიური ქალაქიათენი
ტიტული არქონტი
ცნობილიაიყო გამოჩენილი პოეტი, მხედართმთავარი და კანომდებელი
წლებიძვ. წ. 594-593
წინამორბედი ფილომბროტი
მომდევნო დროპიდი
რელიგიური მრწამსიპოლითეისტი

სოლონი (ძვ. წ. 638 - 558) გამოჩენილი ათენელი პოეტი, მხედართმთავარი, რეფორმატორი და კანონმდებელი იყო. დემოკრატიას პირველად ფუძე მან ჩაუყარა. მან დაწერა კანონები, რომლებიც აწყობდა ხალხის დაბალ ფენას ანუ დემოსს. სოლონს თვლიდნენ როგორც ერთ-ერთ ყველაზე ბრძენ ადამიანს.

ბიოგრაფია

სოლონი დაიბადა ათენში ძვ. წ. 638 წელს. ის დაიბადა ძველად წარჩინებულ, მაგრამ იმ დროისთვის გაღატაკებულ ოჯახში. ამის გამო ს ეწეოდა საზღვაო ვაჭრობას. ის მომავალში ჩინებული პოეტი, მთავარსარდალი და რეფორმატორი გახდა. მისი ინიციატივითა და სარდლობით ათენმა მეგარას წაართვა კუნძული სალამინი. სოლონი გარდაიცვალა ძვ. წ. 558 წელს.

სოლონის პოეზია

სოლონი იყო ერთ-ერთი უპირველესი ატიკელი პოეტი. ის წერდა ელეგიებსა და იამბებს.

სოლონის რეფორმები

ფაილი:Solon bas-relief in the U.S. House of Representatives chamber.jpg
სოლონის პროფილის ბარელიეფი ა.შ.შ-ს წარმომადგენელთა პალატის სახლზე
  • სოლონმა აკრძალა ბერძნის მიერ ვლში მყოფი ბერძნის მონად გაყიდვა და ყველა მონად გაყიდული ბერძენი სამშობლოში დააბრუნა.
  • სოლონმა გააუქმა კანონი, რომლის მიხედვითაც, ღარიბი მოქალაქე შეიძლებოდა მონად გაყიდულიყო
  • სოლონმა გააუქმა მძიმე დასჯები მცირე დანაშაულების დროს. სიკვდილით დასჯა კი მხოლოდ ძალიან მძიმე დანაშაულის დროს ხდებოდა.
  • სახალხო კრებაზე, სოლონის რჩევით, დამტკიცდა წესი, რომ ყველა ათენელს შეეძლო სამართლის ძიება.
  • სოლონმა დააწესა, რომ როდესაც შინაური მღელვარება იქნებოდა და ათენელი, რომელიც არც ერთ მხარეს არ მიემხრობოდა, ჩამოერთმებოდა მოქალაქის უფლება.
  • სოლონის წესის მიხედვთ, ყველა მშობელი ვალდებული იყო შვილისათვის რაიმე ხელობა ესწავლებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შვილს შეეძლო უარი ეთქვა მამის რჩენაზე.

სოლონის დახარისხების წესი

სოლონმა მოქალაქეების დახარისხება დაიწყო არა მათი წარმოშობის მიხედვით, არამედ მათი ქონების მიხედვით (ტიმოკრატია) და დაყო ოთხ ჯგუფად:

  • I - მსხვილი მონათმფლობელები, მსხვილი ვაჭრები - მათი უფლებები : მაღალი თანამდებობა - მათი მოვალეობები: მაღალი სახელმწიფო გადასახადები
  • II - შეძლებული გლეხობა და ვაჭრები - მათი უფლებები: საშუალო თანამდებობა - მათი მოვალეობები: ცხენოსანი ჯარისკაცი
  • III - ღარიბი გლეხობა, ხელოსნები და მეთევზეები - მათი უფლებები: სახალხო კრებაში მონაწილეობა - მათი მოვალეობები: ფეხოსანი ჯარისკაცი
  • IV - დაქირავებული მუშები - უუფლებოები - მოვალეობები: მეზღვაურები და მსუბუქად აღჭურვილი ჯარისკაცცები

რესურსები ინტერნეტში

ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე: