ნოვგოროდის რესპუბლიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
+ru
(განსხვავება არ არის)

12:58, 7 მაისი 2009-ის ვერსია

"დეტინეცი"რუს. «Детинец» (ნოვგოროდის კრემლი)

ნოვგოროდის მიწარუს. Новгоро́дская земля́ (ან რუს. Земля́ Новгоро́дская) — კიევის რუსეთის (შემდგომში კი მოსკოვის სახელმწიფოს) შემადგენლობაში ერთ–ერთი უდიდესი სახელმწიფო-ტერიტორიული ერთეული, (1708 წლამდე) რომლის ცენტრი ნოვგოროდში იყო. ოქროს ხანის დროს მისი საზღვარი გადიოდა თეთრ ზღვაზე, ხოლო აღმოსავლეთით ურალის მთებზე. დღეისათვის მთლიანად შედის რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ-დასავლეთ ოლქში.

ნოვგოროდის ფეოდალური რესპუბლიკის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენდა ვეჩე (სახალხო კრება), რომელიც ბოიართა რიგებიდან ირჩევდა მმართველ პირებს („პოსადნიკი“, „ტისიაცკი“) და არქიეპისკოპოსსაც კი (1156 წლამდემდე). დიდი უფლებებით სარგებლობდა არქიეპისკოპოსი, რომელიც განაგებდა ხაზინას, საგარეო საქმეებს, სამართალს და სხვა საკითხებს. პოლიტიკურ ცხოვრებაშიმონაწილეობდნენ ვაჭარ-ხელოსნებიც, რომელიც თავისი გაერთიანებები ჰქონდათ. ვეჩე იწვევდა მთავარსაც (მეტწილად ვლადიმირის სამთავროდან), რომელსაც სარდლის მოვალეობა ეკისრებოდა, მაგრამ ომის დაწყებისა და ზავის დადების უფლება მას არ ჰქონდა.