ზღვისგველისებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2: ხაზი 2:
| სახელი = ზღვის გველები
| სახელი = ზღვის გველები
| სურათის ფაილი = Pelamis Platurus Costa Rica.JPG
| სურათის ფაილი = Pelamis Platurus Costa Rica.JPG
| სურათის წარწერა = ორფეროვანი პელამიდა ([[Pelamis Platurus]])
| სურათის წარწერა = პელამიდა ([[Pelamis Platurus]])
| სურათის აღწერა = ორფეროვანი პელამიდა ([[Pelamis Platurus]])
| სურათის აღწერა = პელამიდა ([[Pelamis Platurus]])
| სამეფო = ცხოველები
| სამეფო = ცხოველები
| ტიპი = [[ქორდიანები]]
| ტიპი = [[ქორდიანები]]

22:16, 5 მაისი 2009-ის ვერსია

ზღვის გველები
პელამიდა (Pelamis Platurus)
პელამიდა (Pelamis Platurus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  ქერცლიანები
ქვერიგი:  გველები
ოჯახი:  ზღვის გველები
ლათინური სახელი
Hydrophiidae

ზღვისგველისებრნი (Hydrophiidae) შხამიანი გველების ოჯახი, შეიცავს 16 გვარს 50-მდე სახეობით. მათი სხეულის სიგრძე 2,7 მ აღწევს. გავრცელებული არიან ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების ტროპიკულ წყლებში. კარგად ეგუებიან წყლის გარემოს. აქვთ გვერდებზე შებრტყელებული კუდი, სარქველებიანი ნესტოები. პირის ღრუს ლორწოვანი გარსი მდიდარია სისხლძარღვებით და დამატებითი სუნთქვის ორგანოს წარმოადგენს. აქვთ ღარიანი შხამიანი კბილები. შხამი ძლიერ ტოქსიკურია. შობენ ცოცხალ ნაშიერს. იკვებებიან ძირითადად თევზებით.

ამჟამად მეცნიერები ზღვის გველებს ასპიტისებრთა ოჯახში აერთიანებენ.


აღნაგობა

ყვითელტუჩა ზღვის კრაიტი (Laticauda colubrina)

აგებულებით ზღვის გველები მეტად წააგავენ ასპიტებს. მათთვის დამახასიათებელია პატარა თავი, პატარა თვალები მრგვალი გუგებით. თავი დაფარულია დიდი ქერცლებით. სხეულის წინა ნაწილი მომრგვალო ფორმისაა, უკანა კი გვერდებიდან შებრტყელებული და ბოლოვდება ლასტისმაგვარი კუდით. გვერდითი ქერცლები, რომლებიც აუცილებელია ხმელეთზე გადაადგილებისათვის, ან გადაგვარებულია, ან თითქმის აღარ არსებობს. სხეული ზემოდანაც და მუცლის მხრიდანაც დაფარულია წვრილი ქერცლებით. მხოლოდ რამოდენიმე პრიმიტიულ სახეობას, რომლებმაც შეინარჩუნეს ხმელეთთან კავშინი, გააჩნიათ მუცლის ფარები რამოდენიმე რიგად. ნესტოები თავის ზედაპირიდან წამოწეულია, რაც საშუალებას აძლევს გველს, წყლიდან თავის ამოყოფის გარეშე, შეისუნთქოს ჟანგბადი. გარდა ამისა, ნესტოები შეიარაღებულია სპეციალური სარქველებით, რომლებიც, წყალში ჩაყვინთვისას, ხურავენ ნესტოებს. ზღვის გველებში ენას თავისი ფუნქცია დაკარგული აქვს, ამიტომ მოკლეა. პირის ღრუს ლორწოვანში მოთავსებულია კაპილარული ქსელი, რაც გველებს საშუალებას აძლევს წყლიდანვე შთანთქონ ჟანგბადი. შხამიანი კბილები მოთავსებულია ზედა ყბის წინა ზედაპირზე, ცოტათი დახრილია უკან და აქვს შხამგამტარი მილი. ეშვების უკან მდებარეობს 1-18-მდე წვრილი კბილი. ეს გველები წარმოადგენენ მშვიდ არსებებს, რომელიც განსაკუთრებული გაღიზიანების გარდა, სხვა შემთხვევებში არ იკბინებიან. ამის გამო მეთევზეებს ბადეში გახლართული გველის ხელით გამოყვანისაც კი არ ეშინიათ.


გავრცელების არეალი

წენგოსფერი ზღვის გველი (Aipysurus laevis)

გავრცელებულნი არიან: წყნარი და ინდოეთის ოკეანეების ტროპიკულ ზღვებში, აფრიკის აღმოსავლეთ ნაპირებიდან - ცენტრალური ამერიკის დასავლეთ ნაპირებამდე. ჩრდილოეთით აღწევენ იაპონიამდე. ყველაზე დიდ რაოდენობით გვხვდებიან სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და მალაის არქიპელაგის წყლებში. აქ ისინი ხშირად გვხვდებიან გროვებად. განსაკუთრებით გავრცელებულნი არიან ნაპირიდან 5-6 კილომეტრის რადიუსში. ზღვებში ნაპირიდან იშვიათად 50 კილომეტრის დაშორებითაც გვხვდებიან.


ქვეოჯახები

ცისფერტუჩა ზღვის კრაიტი, რგოლისებრი ბრტყელკუდიანი (Laticauda laticaudata)

ცნობილია ზღვის გველების 16 გვარი 50 სახეობით, აქედან 3 გვარს (14 სახეობით) აერთიანებენ ქვეოჯახში Laticaudinae (ბრტყელკუდიანები), ხოლო 13 გვარს (39 სახეობით) ქვეოჯახში Hydrophiinae (ლასტკუდიანები). Laticaudinae ქვეოჯახის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვთ კავშირი ხმელეთთან, ამიტომ განვითარების დონით Hydrophiinae-ზე დაბალ საფეხურზე დგანან.


შხამი

ორფეროვანი პელამიდა

შხამს გააჩნია ნეიროტოქსიური მოქმედება. ვითარდება: სისუსტე, პირღებინება, კრუნჩხვები, თვალთ დაბნელება და სასუნთქი სისტემის დამბლა. თუმცა სიკვდილიანობის შემთხვევები ბევრი არაა. ზოგიერთ სახეობას ძალზედ სუსტი შხამი აქვს. ტოქსიურობით ზღვის გველები რამდენჯერმე აღემატებიან ხმელეთის ყველაზე შხამიან გველებს. კბენის დროს მსხვერპლში შეყავთ 1-20 მილიგრამი შხამი.


საკვები

ზოლებიანი ლასტკუდიანი (Hydrophis cyanocinctus)

ზღვის გველების უმთავრეს საკვებს - თევზები წარმოადგენს. ისინი მსხვერპლს უდარაჯდებიან, შემდგომ გარშემო შემოეხვევიან, შხამიან კბილებს ასობენ და ყლაპავენ.


გამრავლება

გველები, რომლებიც ხმელეთთან კავშირს ჯერ კიდევ ინარჩუნებენ - კვერცხმდებლები არიან, უმრავლესობა კი კვერცხცოცხლადმშობია. შობენ ძალიან ცოტა ნაშიერს - 1 ან 2. შთამომავლობას 1 წლის ასაკიდან იძლევიან.