მანგროს ტყეები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის შეცვლა: ml:കണ്ടല്‍ക്കാട്
ბოტის დამატება: tr:Mangrov
ხაზი 43: ხაზი 43:
[[th:ป่าชายเลน]]
[[th:ป่าชายเลน]]
[[to:Tongo]]
[[to:Tongo]]
[[tr:Mangrov]]
[[uk:Мангровий ліс]]
[[uk:Мангровий ліс]]
[[yi:מאנגראווע]]
[[yi:מאנגראווע]]

02:44, 5 მაისი 2009-ის ვერსია

მანგოს ტყეები (<ინგლ. mangrove), ტანდაბალი (5-10 მ) მარადმწვანე ტყეები ტალღებისაგან დაცულ დამიან ტროპიკულ სანაპიროზე, რომელიც მხოლოდ ზღვის მოქცევისას იფარება წყლით. მანგოს ტყეების ხეებს აქვს მეტად დამახასიათებელი, ძლიერ დატოტვილი ოჩოფეხა ფესვები (რითაც ჩამაგრებულია ლამში) და ლამიდან ამოშვერილი საჰაერო ფესვები — პნევმატოფორები (რომელიც ჟანგბადით ამარაგებს მას). ნაყოფს ჰაერის შემცველი ქსოვილის წყალობით შეუძლია დიდხანს იტივტივოს წყალზე. სახეობრივი შემადგენლობით მანგოს ტყეები ღარიბია. უმეტესად შედგება Rhizophora-ს, Avicennia-ს, Aegiceras, Sonneratia-ს, Bruguiera-ს გვარის სახეობებისაგან. გვხვდება ეპიფიტები (უმეტესად ლუიზიანური ხავსი). მანგოს ტყეები თანდათანობით გადადის მატერიკულ ტენიან ტროპიკულ ტყეებში, სადაც უკვე იზრდება პალმები. მანგოს ტყეები ძირითადად გავრცელებულია აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე, მადაგასკარზე, სეიშელის და მასკარენის კუნძულებზე, სამხრეთ აზიისა და ავსტრალიის სანაპიროებზე, გვხვდება აფრიკის, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ატლანტის სანაპიროებზე, აგრეთვე ამერიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე სამხრეთ კალიფორნიიდან ჩრდილოეთი განედის 4°-მდე.

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 6, გვ. 404-405, თბ., 1983