ბოლცანოს პროვინცია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 158: ხაზი 158:
== Prontuario dei nomi locali dell'Alto Adige ==
== Prontuario dei nomi locali dell'Alto Adige ==


Prontuario dei nomi locali dell'Alto Adige,სამხრეთ ტიროლის ადგილობრივი დასახლებების დასახელებების წიგნაკი,რომელიც 1916 წელს Reale Società Geografica Italiana–ში გამოქვეყნდა,რისი მიზანიც იყო,გადარქმეოდა სამხრეთ ტიროლის ყველა დასახლებას სახელები [[germanuli ena|გერმანულიდან]],[[ლადინური ენა|ლადინურიდან]] [[იტალიური ენა|იტალიურზე]].ეს იყო გამიზნული ქმედება [[იტალია|იტალიის]] ფაშისტური პოლიტიკისა,რომელიც ითვალისწინებდა სამხრეთი ტიროლის იტალიანიზაციას.უნდა დამტკიცებულიყო სამხრეთი ტიროლის იტალიურობა,რომ ის მხოლოდ მცირე ხნით იყო გერმანული,[[ავსტრია|ავსტრიული]] ისტორიის ნაწილი.
Prontuario dei nomi locali dell'Alto Adige,სამხრეთ ტიროლის ადგილობრივი დასახლებების დასახელებების წიგნაკი,რომელიც 1916 წელს Reale Società Geografica Italiana–ში გამოქვეყნდა,რისი მიზანიც იყო,გადარქმეოდა სამხრეთ ტიროლის ყველა დასახლებას სახელები [[გერმანული|გერმანულიდან]],[[ლადინური ენა|ლადინურიდან]] [[იტალიური ენა|იტალიურზე]].ეს იყო გამიზნული ქმედება [[იტალია|იტალიის]] ფაშისტური პოლიტიკისა,რომელიც ითვალისწინებდა სამხრეთი ტიროლის იტალიანიზაციას.უნდა დამტკიცებულიყო სამხრეთი ტიროლის იტალიურობა,რომ ის მხოლოდ მცირე ხნით იყო გერმანული,[[ავსტრია|ავსტრიული]] ისტორიის ნაწილი.
ეს პროცესი 1890 წელს დაიწყო,რომელიც [[ეტორე ტოლომეი|ეტორე ტოლომეის]] სახელს უკავშირდება.1916 წელს,ერთი წლის შემდეგ,რაც იტალია [[პირველი მსოფლიო ომი|1–ელ მსოფლიო ომში]] ჩაერთო,შეიქმნა სპეციალური კომისია ეტორე ტოლომეის ხელმძღვანელობით,(მასში აქტიურობდნენ ასევე პროფესორი [[ეტორე დე ტონი]] და ბიბლიოთეკარი [[ვიტორიო ბარონჩელი]]),რომელსაც მომავალში დასაპყრობი მიწებისათვის სახელები უნდა შეეცვალა.40 დღის განმავლობაში კომისიამ დაახლოებით 12,000 გერმანულენ დასახელებას მოუძებნა იტალიური სახელები.1923 წელს,4 წლის შემდეგ,რაც იტალიამ სამხრეთ ტიროლის ანექსია მოახდინა,სამეფო ბრძანებით მოხდა იტალიური დასახელებების დაკანონება.მხოლოდ [[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომის]] შემდეგ დაიწყო ისევ გერმანული სახელების ხმარება,მაგრამ დღემდე ხდება სამხრეთ ტიროლის დასახლებებისათვის იტალიური სახელწოდებებით მოხსენება.
ეს პროცესი 1890 წელს დაიწყო,რომელიც [[ეტორე ტოლომეი|ეტორე ტოლომეის]] სახელს უკავშირდება.1916 წელს,ერთი წლის შემდეგ,რაც იტალია [[პირველი მსოფლიო ომი|1–ელ მსოფლიო ომში]] ჩაერთო,შეიქმნა სპეციალური კომისია ეტორე ტოლომეის ხელმძღვანელობით,(მასში აქტიურობდნენ ასევე პროფესორი [[ეტორე დე ტონი]] და ბიბლიოთეკარი [[ვიტორიო ბარონჩელი]]),რომელსაც მომავალში დასაპყრობი მიწებისათვის სახელები უნდა შეეცვალა.40 დღის განმავლობაში კომისიამ დაახლოებით 12,000 გერმანულენ დასახელებას მოუძებნა იტალიური სახელები.1923 წელს,4 წლის შემდეგ,რაც იტალიამ სამხრეთ ტიროლის ანექსია მოახდინა,სამეფო ბრძანებით მოხდა იტალიური დასახელებების დაკანონება.მხოლოდ [[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომის]] შემდეგ დაიწყო ისევ გერმანული სახელების ხმარება,მაგრამ დღემდე ხდება სამხრეთ ტიროლის დასახლებებისათვის იტალიური სახელწოდებებით მოხსენება.


ხაზი 193: ხაზი 193:
|}
|}
|}
|}



== ტურიზმი და ეკონომიკა ==
== ტურიზმი და ეკონომიკა ==

18:57, 26 მარტი 2009-ის ვერსია

სამხრეთ ტიროლი, ოფიციალურად: ბოცენის ავტონომიური პროვინცია (Autonome Provinz Bozen; იტალ.: Provincia Autonoma di Bolzano) არის იტალიის ჩრდილოეთში მდებარე პროვინცია, რომელიც მხარე ტრენტინოსთან ერთად ქმნის ტრენტინო-სამხრეთი ტიროლის ავტონომიურ რეგიონს.

სამხრეთ ტიროლს აქვს ავტონომიის სტატუსი, მისი დედაქალაქია ბოცენი.

სახელწოდება სამხრეთ ტიროლი მე-19-ე საუკუნედან იხმარება. 1972 წლამდე რეგიონის სახელი Tiroler Etschland იყო.

ენა და მოსახლეობა

მოსახლეობის 2/3-ზე მეტი გერმანულენოვანია,1/4-იტალიური,რეგიონის 4 პროცენტი ლადინურად საუბრობს.

სამხრეთ ტიროლში ოფიციალური ენები გერმანული და იტალიურია. იტალიელი მოსახლეობის უმრავლესობა ქალაქებში ცხოვრობს- Bozen, Leifers, Meran, Brixen;

სამხრეთ ტიროლის მოსახლეობა 1880 წლიდან-2001 წლამდე.
ენა 1880 1890 1900 1910 1921 1961 1971 1981 1991 2001
გერმანული 90,6 % 89,0 % 88,8 % 89,0 % 75,9 % 62,2 % 62,9 % 64,9 % 65,3 % 64,0 %
იტალიური 3,4 % 4,5% 4,0% 2,9% 10,6% 34,3% 33,3% 28,7% 26,5% 24,5%
ლადინური 4,3% 4,3% 4,0% 3,8% 3,9% 3,4% 3,7% 4,1% 4,2% 4,0%
სხვა 1,7% 2,3% 3,2% 4,3% 9,6% 0,1% 0,1% 2,2% 4,0% 7,4%

იდენტურობა-სამხრეთ ტიროლელები

სამხრეთ ტიროლის ისტორიული,კულტურული და ენობრივი კავშირი მჭიდროა ავსტრიასთან.გერმანულენოვანი მოსახლეობა თავს ავსტრიელად აიგივებს.სამხრეთ ტიროლის პარლამენტის თავმჯდომარის,ლუის დურნვალდერის მტკიცებით,სამხრეთ ტიროლელები ავსტრიულ ნაციას ეკუთვნიან.მან ეს განცხადება ერთ-ერთ ტელევიზიის,ORF-ს ეთერში გააკეთა.მისთვის სამხრეთ ტიროლელები არიან ეთნიკურად ავსტრიელი უმცირესობა,რომლებიც იტალიაში ცხოვრობენ.იგივე აზრზეა ÖVP-ს პოლიტიკოსი ანდრეას კოლი. სამხრეთ ტიროლის ყველაზე ძლიერი პარტიის(SVP) მთავარი დევიზია **გერმანულენოვან მოსახლეობას აქვს პრეტენზია ეკუთვნოდეს სულიერად და კულტურულად ავსტრიას **. 2008 წლის საარჩევნო პროგრამაში SVP-მ იტალია უცხოეროვან სახელმწიფოდ მონათლა. ზეპ ქუსტაჩერის/ევროპარლამენტარი მწვანეებიდან/ თქმით, სამხრეთ ტიროლელები ავსტრიელები არიან.

რელიგია

სამხრეთ ტიროლის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა კათოლიკეა.

ისტორია

შუა საუკუნეებში სამხრეთ ტიროლი გერმანული ერის საღვთო რომის იმპერიის ნაწილი იყო. 1363 წლიდან იგი ჰაბსბურგების დინასტიის მართველობაში მოექცა. 1810 წელს სამხრეთ ტიროლი და რეგიონი ტრენტინო გადავიდა იტალიის სამეფოს ხელში. 3 წლის შემდეგ,1813 წელს ავსტრიამ უკან დაიბრუნა ტიროლი. 1919 წელს,1–ელი მსოფლიო ომის შემდეგ ტიროლი იტალიის მიერ იქნა ანექსირებული. 1922 წლიდან გერმანულენოვანი მოსახლეობის მიმართ ტიროლში რეპრესიები დაიწყო,1943 წელს კი ტიროლის მოსახლეობის 25%-მა საკუთარი სახლები დატოვა და თავი ავსტრიას შეაფარა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამხრეთ ტიროლს ავტონომიის სტატუსი მიენიჭა. იტალიის მთავრობამ სამხრეთ ტიროლში იტალიელი მოსახლეობის ჩასახლება დაიწყო,რის შემდეგაც მათმა რიცხვა თითქმის 1/3-ს მიაღწია.

პოლიტიკა

მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული სამხრეთ ტიროლის ყველაზე ძლიერი პარტია სამხრეთ ტიროლის სახალხო პარტიაა,რომელიც გერმანულენოვან და ლადინურენოვან მოსახლეობას წარმოადგენს.1945 წლიდან SVP(Südtiroler Volkspartei) უმრავლესობითაა პარლამენტში.ასევე გერმანულენოვანი პარტიებია:სამხრეთ ტიროლის კავშირი,სამხრეთ ტიროლელების თავისუფლება,დამოუკიდებლები. იტალიურენოვან პარტიებს შორის ყველაზე ძლიერი Popolo della Libertà. მწვანეები სამივე ენოვან მოსახლეობას წარმოადგენენ.

პარლამენტი

სამხრეთ ტიროლის პარლამენტში 35 პარლამენტარია,რომლებიც ყოველ 5 წელში ერთხელ აირჩევიან.ბოლო საპარლამენტო არჩევნები 2008 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა.

პარტია არჩევნებში მიღებული ხმები მანდატი
სამხრეთ ტიროლის სახალხო პარტია (SVP)

გერმანულენოვანი და ლადინური

48,1% 18
დამოუკიდებლები

გერმანულენოვანი

14,3% 5
Popolo della Libertà (PDL)

იტალიურენოვანი

8,3% 3
Partito Democratico (PD)

იტალიურენოვანი

6,0% 2
მწვანეები

სამივე ენის წარმომადგენლები

5,8% 2
სამხრეთ ტიროლელების თავისუფლება

გერმანულენოვანი

4,9% 2
კავშირი სახმრეთ ტიროლისათვის (UfS)

გერმანულენოვანი

2,3% 1
Lega Nord

იტალიურენოვანი

2,1% 1
Unitalia

იტალიურენოვანი

1,9% 1



Prontuario dei nomi locali dell'Alto Adige

Prontuario dei nomi locali dell'Alto Adige,სამხრეთ ტიროლის ადგილობრივი დასახლებების დასახელებების წიგნაკი,რომელიც 1916 წელს Reale Società Geografica Italiana–ში გამოქვეყნდა,რისი მიზანიც იყო,გადარქმეოდა სამხრეთ ტიროლის ყველა დასახლებას სახელები გერმანულიდან,ლადინურიდან იტალიურზე.ეს იყო გამიზნული ქმედება იტალიის ფაშისტური პოლიტიკისა,რომელიც ითვალისწინებდა სამხრეთი ტიროლის იტალიანიზაციას.უნდა დამტკიცებულიყო სამხრეთი ტიროლის იტალიურობა,რომ ის მხოლოდ მცირე ხნით იყო გერმანული,ავსტრიული ისტორიის ნაწილი. ეს პროცესი 1890 წელს დაიწყო,რომელიც ეტორე ტოლომეის სახელს უკავშირდება.1916 წელს,ერთი წლის შემდეგ,რაც იტალია 1–ელ მსოფლიო ომში ჩაერთო,შეიქმნა სპეციალური კომისია ეტორე ტოლომეის ხელმძღვანელობით,(მასში აქტიურობდნენ ასევე პროფესორი ეტორე დე ტონი და ბიბლიოთეკარი ვიტორიო ბარონჩელი),რომელსაც მომავალში დასაპყრობი მიწებისათვის სახელები უნდა შეეცვალა.40 დღის განმავლობაში კომისიამ დაახლოებით 12,000 გერმანულენ დასახელებას მოუძებნა იტალიური სახელები.1923 წელს,4 წლის შემდეგ,რაც იტალიამ სამხრეთ ტიროლის ანექსია მოახდინა,სამეფო ბრძანებით მოხდა იტალიური დასახელებების დაკანონება.მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო ისევ გერმანული სახელების ხმარება,მაგრამ დღემდე ხდება სამხრეთ ტიროლის დასახლებებისათვის იტალიური სახელწოდებებით მოხსენება.


იტალიანიზაციის მაგალითები
გერმანული სახელი იტალიური თარგმანი
Bozen Bolzano
Meran Merano
Sterzing Vipitenum
Brenner Brennero
Moos Moso
Grünsee Lago Verde
Gossensaß Colle Isarco

ტურიზმი და ეკონომიკა

Rosengarten


ტურიზმი სამხრეთ ტიროლის ეკომიკაში ცენტრალურ როლს თამაშობს. სამხრეთ ტიროლის კურორტები განსაკუთრებით ცნობილი გახდა ზამთრის სპორტული ცენტრების არსებობის გამო.ყოველწლიურად ტარდება შეჯიბრები ბიატლონში,თხილამურებით შეჯიბრში,ბობსლეიში,სკელეტონში და ა.შ.

2007 წლის მონაცემებით სამხრეთ ტიროლის მოსახლეობის მხოლოდ 2,4% უმუშევარი(2,0% მამაკაცებში; 3,0% ქალებში). BIP ერთ სულ მოსახლეზე არის 31,700 €,რითიცი სამხრეთ ტიროლი ეკონომიურად იტალიის ყველაძე ძლიერ პროვინციად ითვლება. შესადარებლად:მუშა სამხრეთ ტიროლში იღებს წლიურად 1000€-თი ნაკლებს,ვიდრე ტიროლში(ავსტრიაში).ორშვილიანი ოჯახი საშუალოდ ტიროლში(ავსტრია) 2.497 ევროთი მეტს იღებს,ვიდრე სამხრეთ ტიროლში(იტალია). სამხრეთ ტიროლელისათვის თვიური პენსია საშუალოდ 734€,ხოლო ტიროლში ის 950€-ს აღწევს. 15-24 წლის ახალგაზრდების 7,2% დაუსაქმებელია,რაც რეგიონის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.

რესურსები ინტერნეტში