სოფიის მეტროპოლიტენი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: thumb|სოფიის მეტროპოლიტენი '''სოფიის მეტროპოლი…
 
ხაზი 19: ხაზი 19:
* [http://forum.gtsofia.info/ მეტროფანატების არაოფიციალური საიტი]
* [http://forum.gtsofia.info/ მეტროფანატების არაოფიციალური საიტი]


== იხ. აგრეთვე ==
[[მეტროპოლიტენთა სია]]

[[კატეგორია:სოფია]]
[[კატეგორია:ბულგარეთი]]


[[bg:Софийско метро]]
[[bg:Софийско метро]]

11:11, 26 მარტი 2009-ის ვერსია

სოფიის მეტროპოლიტენი

სოფიის მეტროპოლიტენი (ბულგ Софийско метро) — ბულგარეთის დედაქალაქ სოფიის მეტროსისტემა; ერთადერთი მეტროა ქვეყანაში. შედგება ერთი ხაზის, რვა სადგურისა და 9,9 კმ საერთო სიგრძის ლიანდაგებისგან. პირველიდან ბოლო საგდურამდე გადაადგილებას 14 წუთი სჭირდება. სადგურთა შორის საშუალო მანძილი 1100 მეტრია, პლატფორმების სიგრძე 120 მეტრი (გათვალისწინებულია საშუალო სიგრძის ექვს ვაგონზე). გამოიყენება ევროპისთვის სტანდარტული 1435 მმ ლიანდაგი. კვება საკონტაქტო რელსიდან მიიღება 825 ვ. მატარებლების მაქსიმალური სისწრაფეა 90 კმ/ს, მინიმალური შესაძლო ინტერვალი მატარებლებს შორის - 90 წამი.

სოფიის მეტროსქემა

ისტორია

სოფიის მეტროპოლიტენი 1998 წლის 28 იანვარს გაიხსნა, მშენებლობის დაწყებიდან თითქმის 18 წლის შემდეგ. პირველი რადიუსის პირველი რიგი 1979 წელს დაიწყო სადგურების - ვარდარისა და ლიულინის მშენებლობით, ხოლო პირველი გვირაბები და პირველი ორი სადგური აღიჭურვა 1982 წელს ეროვნული კულტურის სასახლის მშენებლობისას. გახსნის დროს ხაზი მხოლოდ ხუთი სადგურისგან შედგებოდა და 6,5 კმ სიგრძე ჰქონდა. 1999 და 2000 წლები ხაზი თითო სადგურით დაგრძელდა აღმოსავლეთით. 2003 წელს კი ჩრდილოეთის მიმართულებით დაემატა კიდევ ერთი სადგური ობელია, რომელიც თავის მხრივ, ერთადერთი მიწისზედა სადგურია სოფიის მეტროპოლიტენში.


უახლოესი პერსპექტივები

2009 წელს პირველი ხაზის ექვსი სადგურით დაგრძელება იგეგმება აღმოსავლეთის მიმართულებით საცხოვრებელ უბან მლადოსტამდე (ქართ: ახალგაზრდობა). უკვე გაჟღერებულია ახალი მონაკვეთის გახსნის ოფიციალური თარიღი - 2009 წლის 6 მაისი. სადგურ "მლადოსტ-1"-დან სადგურ "სტადიონ ვასილ ლევსკიმდე".

ბმულები

იხ. აგრეთვე

მეტროპოლიტენთა სია