აპიანე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: eu:Apiano
ბოტის დამატება: hr:Apijan iz Aleksandrije
ხაზი 25: ხაზი 25:
[[gl:Apiano]]
[[gl:Apiano]]
[[he:אפיאנוס]]
[[he:אפיאנוס]]
[[hr:Apijan iz Aleksandrije]]
[[hu:Appianosz]]
[[hu:Appianosz]]
[[it:Appiano di Alessandria]]
[[it:Appiano di Alessandria]]

08:37, 20 მარტი 2009-ის ვერსია

აპიანე ალექსანდრიელი (ბერძნ. Αππιανός) (დაახ. 100 - 180) ბერძენი ისტორიკოსი.

აპიანეს ადმინისტრაციული თანამდებობები ეკავა ალექსანდრიაში, შემდეგ მან რომის მოქალაქეობა მიიღო და რომში გადმოვიდა, სადაც ჯერ იმპერატორ ტრაიანეს ვექილი იყო, ხოლო მოგვიანებით კი იმპერატორის პროკურორი გახდა. წერა დაიწყო 160 წლამდე. მას ეკუთვნის ნაშრომი "რომის ისტორია" (Historia Romana) 24 წიგნად. ეს ნაწარმოები ასახავს რომის სახელმწიფოს გაფართოებას, მოთხრობილია იმ პროვინციების შესახებ, რომლებიც იმპერიაში შედიოდა, იმ თანმიმდევრობით, როგორც ისინი დაპყრობილ იყვნენ. ამრიგად ყოველი წიგნი წარმოადგენს სრულ ისტორიას შესაბამის პროვინციაზე და აქვს შესაბამისი სათაური. ჩვენამდე მთლიანად მოაღწია VI—VIII, XI—XVII წიგნებმა, ასევე IX წიგნის მეორე ნახევარმა. აპიანეს ისტორია ფასეული წყაროა, იგი ბევრ ინფორმაციას შეიცავს, ხოლო ზოგი ცნობები მხოლოდ მის წიგნებსი არის.