დიმიტრი გულია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: gl:Dmitri Gulia
ბოტის დამატება: fr:Dmitri Iosifovitch Goulia
ხაზი 21: ხაზი 21:
[[en:Dmitry Gulia]]
[[en:Dmitry Gulia]]
[[es:Dimitri Gulya]]
[[es:Dimitri Gulya]]
[[fr:Dmitri Iosifovitch Goulia]]
[[gl:Dmitri Gulia]]
[[gl:Dmitri Gulia]]
[[ro:Dmitri Gulia]]
[[ro:Dmitri Gulia]]

21:50, 10 მარტი 2009-ის ვერსია

დიმიტრი იოსების ძე გულია (აფხ. Дырмит Иасыф-иҧа Гәлиа)) (დ. 9 თებერვალი/21 თებერვალი, 1874, სოფ. უარჩა, ახლანდელი სოხუმის რაიონი – გ. 7 აპრილი, 1960, სოფ. აგუძერა, ახლანდელი გულრიფშის რაიონი), აფხაზი მწერალი. აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელი, აფხაზეთის სახალხო პოეტი (1937). სსრკ IV-V მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

ბიოგრაფია

დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. სწავლობდა გორის საოსტატო სემინარიაში. ერთხანს მასწავლებლობდა. 1924-1926 წლებში აფხაზურ ენას ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გულიამ დიდი ღვაწლი დასდო აფხაზურ კულტურას. მისი კულტურულ-საგანმანათლებლო და სამწერლო მოღვაწეობა ფართო და მრავალმხრივი იყო. 1892 წელს კ. მაჭავარიანთან ერთად რუსული გრაფიკის საფუძველზე შეადგინა აფხაზური ანბანი, მის ლექსთა პირველ კრებულებში (1912 1913) წარმოსახულია აფხაზი ხალხის სწრაფვა თავისუფალი ცხოვრებისაკენ, სიძულვილი მჩაგვრელებისადმი, პოეტის ოცნება უკეთეს მერმისზე. 1919-1920 წლებში გულია პირველი აფხაზური გაზეთის "აფსნის" რედაქტორი იყო. 1921 წელს ჩამოაყალიბა პირველი აფხაზური თეატრალური დასი.

ლიტერატურა

  • გუბლია გ., დიმიტრი გულია. შემოქმედებითი გზა, თბ., 1974;
  • Бгажба Х. С., Зелинский К. Л., Дмитрий Гулиа, Сух., 1965;
  • Гулиа Г. Д., Дмитрий Гулиа. Повесть о моем отце, 2 изд., М., 1965;
  • ბგაჟბა ხ., ქსე, ტ. 3, გვ. 301, თბ., 1978