გერბი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
No edit summary |
მ ბოტის შეცვლა: th:ตราอาร์ม |
||
ხაზი 50: | ხაზი 50: | ||
[[sr:Грб]] |
[[sr:Грб]] |
||
[[sv:Heraldiskt vapen]] |
[[sv:Heraldiskt vapen]] |
||
[[th:ตรา |
[[th:ตราอาร์ม]] |
||
[[tr:Arma]] |
[[tr:Arma]] |
||
[[uk:Герб]] |
[[uk:Герб]] |
00:27, 5 მარტი 2009-ის ვერსია
გერბი (რუს. герб; პოლ. herb; გერმ. Erbe) — ემბლემა მემკვიდრეობითი განმასხვავებელი ნიშანი, საგანგებოდ განლაგებული ფიგურები და საგნები, რომელთაც სიმბოლური მნიშვნელობა ენიჭებათ და მფლობელის ისტორიულ ტრადიციებს გამოხატავენ. გერბები იყოფა შემდეგ ძირითად ჯგუფებად: სახელმწიფო გერბი, სამიწაწყლო გერბი — შუა საუკუნეების ამქრების; საგვარეულო გერბები — თავადაზნაურული და ბურუაზიული გვარების. გერბი სპეციფიური ისტორიული წყაროა, რომელსაც დამხმარე ისტორიული დისციპლინა — ჰერალდიკა შეისწავლის. გერბი გამოსახულია დროშაზე, მონეტებზე და სხვ. საქართველოში უძველესი დროიდან იქმნება ებლემები (ლომი, გველეშაპი, მთვარის ღვთაება — შემდეგში წმ. გიორგი, ჯვარი წრეში და სხვ.), რომლებმაც შემდეგ ჰერალდიკური მნიშვნელობა მიიღეს. XVI ს-ის საბუთზე არის სამეფო საბეჭდავის საგერბო ანაბეჭდი; ვახტანგ VI-ის დროშაზე (1711 წ.) გამოსახულია ბაგრატიონთა გერბის ემბლემები, დაკავშირებულია ბიბლიური მეფის დავითის ლეგენდასა და სვეტიცხოვლის თქმულებასთან; XVII—XVIII საუკუნეებისაა აღმოსავლეთი საქართველოს კათალიკოსთა საბეჭდავები სვეტიცხოვლის თქმულების ამსახველი ემბლემით. ვახუშტის ნაშრომში მოთავსებულია ქართული სამეფოებისა და სამთავროების გერბები.
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |