იაპონელები: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
მ ბოტის დამატება: bat-smg:Japuonā, sv:Japaner |
მ ბოტის დამატება: sah:Дьоппуоннар |
||
ხაზი 35: | ხაზი 35: | ||
[[pt:Japoneses]] |
[[pt:Japoneses]] |
||
[[ru:Японцы]] |
[[ru:Японцы]] |
||
[[sah:Дьоппуоннар]] |
|||
[[sk:Japonci]] |
[[sk:Japonci]] |
||
[[sl:Japonci]] |
[[sl:Japonci]] |
00:06, 4 მარტი 2009-ის ვერსია
იაპონელები , ერი, იაპონიის ძირითადი მოსახლეობა (99%). საერთო რაოდენობა 111 მლნ. (1975, შეფასება), იაპონიის გარდა ცხოვრობენ აშშ-ში, კანადაში, ბრაზილიაში და ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში. ლაპარაკობენ იაპონურ ენაზე, ანთროპოლოგიურად განეკუთვნებიან მონღოლოიდურ რასას.
- სახელები: თვითწოდება - 日本人 – ნიჰონჯინ; ფრანგულად - Japonais; გერმანულად - Japaner; რუსულად - Японцы.
- საერთო რაოდენობა: 125,6 მლნ.
- ენა: იაპონური.
- რელიგია: ბუდიზმი, მაჰაიანის ფორმა, რომელშიც მრავალი სექტა შედია. მასთან ერთად აღიარებულია სინტოიზმი. არიან აგრეთვე ქრისტიანები და სინკრეტული კულტების მიმდევრები.
ტომთა ჯგუფის სახით იაპონელები ჩამოყალიბდნენ ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანებში სამხრეთ კორეის ნახევარკუნძულიდან ენეოლითური კულტურის მქონე იაელთა დიდი ჯგუფია გადმოსახლების შედეგად იაპონიის კუნძულებზე, რომლებზეც მანამდე დასახლებული იყვნენ აინები და ნაწილობრივ მალაიურ-პოლონეზიური ტომები. IV საუკუნეში ჩამოყალიბდა პირველი ერთიანი იაპონიური სახელმწიფო (იამატოს სამეფო). ამით დასრულდა ძვ. იაპონელ ტომთა კონსოლიდაცია ერთ ეროვნებად, რომელიც შემდგომში განვითარდა ჩინეთის, კორეის, ინდოეთის ძვ. ცივილიზაციის გავლენით.