თელ-ავივი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 272: ხაზი 272:
{{ითარგმნება}}
{{ითარგმნება}}
[[Image:Kirya bridge Tel Aviv.jpg|thumb|Multimodal traffic in Tel Aviv includes pedestrians, private vehicles, buses, taxis and trains.]]
[[Image:Kirya bridge Tel Aviv.jpg|thumb|Multimodal traffic in Tel Aviv includes pedestrians, private vehicles, buses, taxis and trains.]]
[[Image:Littleuni 13.jpg|thumb|აიალონის გზატკეცილი თელ-ავივის აღმოსავლეთ ნაწილში]]
[[Image:Littleuni 13.jpg|thumb|The [[Highway 20 (Israel)|Ayalon Highway]] on Tel Aviv's eastern border]]
Tel Aviv is a major transportation hub, with many major routes of the national road network passing through the city. The main highway leading to the city is the [[Highway 20 (Israel)|Ayalon Highway (Highway 20)]], which runs along the eastern side of the city from north to south along the Ayalon River riverbed, dividing for the most part Tel Aviv and Ramat Gan. Driving south on the Ayalon gives access to [[Highway 1 (Israel)|Highway 1]], leading to [[Ben Gurion International Airport]] and Jerusalem. Within the city, the main routes are King George Street, [[Allenby Street]], [[Ibn Gabirol Street]], [[Dizengoff Street]], [[Rothschild Boulevard]], and in Jaffa the main route is Jerusalem Boulevard. Namir Road connects the city to [[Highway 2 (Israel)|Highway 2]], Israel's main north–south highway, and Begin/Jabotinsky Road, which provides access from the east through Ramat Gan, Bnei Brak and Petah Tikva. Tel Aviv, accommodating about 500,000&nbsp;commuter cars daily, suffers from increasing congestion. In 2007, the Sadan Report recommended the introduction of a [[Road pricing|congestion charge]] similar to that of [[London]] in Tel Aviv as well as other Israeli cities. Under this plan, road users traveling into the city would pay a fixed fee.<ref>{{cite news |url=http://www.jpost.com/servlet/Satellite?pagename=JPost%2FJPArticle%2FShowFull&cid=1198517321459 |title=Public transportation to be overhauled |accessdate=2008-01-27 |work=[[Jerusalem Post]] |date=2008-08-01 |last=Wrobel |first=Sharon }}</ref> Tel Aviv Municipality is trying to encourage the use of bicycles in the city, aiming to open 100&nbsp;bicycle-rental stations to serve {{convert|74|km|mi|1|sp=us}} of bicycle paths. Plans call for expansion of the paths to {{convert|100|km|mi|1|sp=us}} by 2009.<ref>{{cite news |url=http://www.jpost.com/servlet/Satellite?cid=1200572503247&pagename=JPost%2FJPArticle%2FShowFull |title=City wheels in bicycle rental plan |accessdate=2008-01-31 |date=2008-01-21 |work=[[Jerusalem Post]]}}</ref>
Tel Aviv is a major transportation hub, with many major routes of the national road network passing through the city. The main highway leading to the city is the [[Highway 20 (Israel)|Ayalon Highway (Highway 20)]], which runs along the eastern side of the city from north to south along the Ayalon River riverbed, dividing for the most part Tel Aviv and Ramat Gan. Driving south on the Ayalon gives access to [[Highway 1 (Israel)|Highway 1]], leading to [[Ben Gurion International Airport]] and Jerusalem. Within the city, the main routes are King George Street, [[Allenby Street]], [[Ibn Gabirol Street]], [[Dizengoff Street]], [[Rothschild Boulevard]], and in Jaffa the main route is Jerusalem Boulevard. Namir Road connects the city to [[Highway 2 (Israel)|Highway 2]], Israel's main north–south highway, and Begin/Jabotinsky Road, which provides access from the east through Ramat Gan, Bnei Brak and Petah Tikva. Tel Aviv, accommodating about 500,000&nbsp;commuter cars daily, suffers from increasing congestion. In 2007, the Sadan Report recommended the introduction of a [[Road pricing|congestion charge]] similar to that of [[London]] in Tel Aviv as well as other Israeli cities. Under this plan, road users traveling into the city would pay a fixed fee.<ref>{{cite news |url=http://www.jpost.com/servlet/Satellite?pagename=JPost%2FJPArticle%2FShowFull&cid=1198517321459 |title=Public transportation to be overhauled |accessdate=2008-01-27 |work=[[Jerusalem Post]] |date=2008-08-01 |last=Wrobel |first=Sharon }}</ref> Tel Aviv Municipality is trying to encourage the use of bicycles in the city, aiming to open 100&nbsp;bicycle-rental stations to serve {{convert|74|km|mi|1|sp=us}} of bicycle paths. Plans call for expansion of the paths to {{convert|100|km|mi|1|sp=us}} by 2009.<ref>{{cite news |url=http://www.jpost.com/servlet/Satellite?cid=1200572503247&pagename=JPost%2FJPArticle%2FShowFull |title=City wheels in bicycle rental plan |accessdate=2008-01-31 |date=2008-01-21 |work=[[Jerusalem Post]]}}</ref>


თელ-ავივში არის რკინიგზის ოთხი სადგური აიალონის გზატკეცილის გასწვრივ. სადგურები ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ: თელ-ავივის უნივერსიტეტი, თელ-ავივ მერკაზი, თელ-ავივ ჰაშალომი და თელ-ავივ ჰაჰაგანა (თელ-ავივის ავტოსადგურთან). თელ-ავივში ყოველთვიურად ახლომდებარე ქალაქებიდან მილიონამდე ადამიანი ჩამოდის.
Tel Aviv has four [[Israel Railways|train stations]] along the Ayalon Highway. The stops are from north to south: Tel Aviv University, Tel Aviv Merkaz, Tel Aviv Hashalom (adjacent to [[Azrieli Center]]) and Tel Aviv Hahaganah (near the [[Tel Aviv Central Bus Station]]). It is estimated that over a million&nbsp;people travel by train from the surrounding cities to Tel Aviv each month.


The [[Tel Aviv Central Bus Station]] is in the south of the city. The main bus network in Tel Aviv is operated by [[Dan Bus Company]]; the [[Egged Bus Cooperative]], the world's second-largest bus company, provides intercity transportation.<ref>{{cite web|url=http://www.mfa.gov.il/MFA/MFAArchive/2000_2009/2001/11/Facets%20of%20the%20Israeli%20Economy-%20Transportation |publisher=Israel Ministry of Foreign Affairs |title=Facets of the Israeli Economy &ndash; Transportation |date=[[2001-11-01]] |last=Solomon |first=Shoshanna |accessdate=2007-07-17}}</ref>
The [[Tel Aviv Central Bus Station]] is in the south of the city. The main bus network in Tel Aviv is operated by [[Dan Bus Company]]; the [[Egged Bus Cooperative]], the world's second-largest bus company, provides intercity transportation.<ref>{{cite web|url=http://www.mfa.gov.il/MFA/MFAArchive/2000_2009/2001/11/Facets%20of%20the%20Israeli%20Economy-%20Transportation |publisher=Israel Ministry of Foreign Affairs |title=Facets of the Israeli Economy &ndash; Transportation |date=[[2001-11-01]] |last=Solomon |first=Shoshanna |accessdate=2007-07-17}}</ref>

16:56, 18 თებერვალი 2009-ის ვერსია

ქალაქი
თელ-ავივ-იაფა
תל אביב-יפו
ფაილი:Tel Aviv Collage 2.JPG
ხედი თელ-ავივის უნივერსიტეტიდან
დროშა გერბი
140 pxpxპქ 80 pxpxპქ

ქვეყანა ისრაელის დროშა ისრაელი
რეგიონი გუშ-დანი
კოორდინატები 32°05′00″ ჩ. გ. 34°48′00″ ა. გ. / 32.08333° ჩ. გ. 34.80000° ა. გ. / 32.08333; 34.80000
ქალაქის მერი რონ ხულდაი
დაარსდა 1909
ფართობი 51.788 კმ²
ცენტრის სიმაღლე 10
მოსახლეობა 392,000 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 7,569 კაცი/კმ²
აგლომერაცია 3,150,800
ეროვნული შემადგენლობა ებრაელები (96,1%),
არაბები (3,9%)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი (972)(3) ისრაელს გარეთ,
(03) ისრაელში
საფოსტო ინდექსი 61000–61999
ოფიციალური საიტი tel-aviv.gov.il
სახელის მნიშვნელობა წყაროს მთა
თელ-ავივი — ისრაელი
თელ-ავივი

თელ-ავივ-იაფა (ებრ.: תל אביב-יפו თელ-ავივ-იაფო, არაბ.: تل أبيب‎, Tal ʾAbīb, შემოკლებით თელ-ავივი) — ისრაელის საქმიანი ცენტრი, სიდიდით მეორე ქალაქი იერუსალიმის შემდეგ. ქალაქი განლაგებულია ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. თელ-ავივს გარს ეკვრის პატარა ქალაქები, რომლებსაც ერთობლიობაში გუშ-დანი ჰქვია. სიტყვა "თელ-ავივი" ივრითზე "გაზაფხულის ბორცვს" ნიშნავს.

თელ-ავივი დაარსდა 1909 წელს, როგორც საპორტო ქალაქ იაფოს ჩრდილოეთი უბანი, სადაც ებრაელი რეპატრიანტები სახლდებოდნენ. შემდეგ ეს ებრაული უბანი დამოუკიდებელ ქალაქად იქცა, ხოლო 1950-იან წლებში შთანთქა იაფო და ისინი ერთ მუნიციპალიტეტად, თელ-ავივ-იაფოდ, გადაკეთდა, რომელსაც ამჟამად რონ ხულდაი მართავს.[1] თელ-ავივის თეთრ ქალაქში მსოფლიოში მოდერნისტული არქიტექტურის უდიდესი კონცენტრაციაა, რის გამოც იუნესკომ ეს უბანი 2003 წელს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანა.[2]

თელ-ავივი ისრაელის ეკონომიკური ცენტრი და მისი უმდიდრესი ქალაქია. აქ მდებარეობს თელ-ავივის საფონდო ბირჟა და მრავალი კორპორატიული შტაბ-ბინა და კვლევითი ცენტრი. ლამაზი სანაპიროს, ბარების, კაფეების და ძვირფასი მაღაზიების სიუხვისა და კოსმოპოლიტური ცხოვრების სტილის წყალობით, ქალაქი პოპულარული ტურისტული ადგილია. 2005 წლის მონაცემებით, თელ-ავივი ახლო აღმოსავლეთის უდიდესი ქალაქია ეკონომიკით, ხოლო 52-ე მსოფლიოს ქალაქთა შორის მშპ-ის მონაცემებით.[3]

ეტიმოლოგია

სახელი თელ-ავივი (ლიტერატურულად ”წყაროს მთა”) შეირჩა 1910 წელს უამრავი ვარიანტისგან (მათ შორის ”ჰერცლაია”).სახელი თელ-ავივი არის თეოდორ ჰერცლის წიგნის ალტნოილენდი-ის (ახალი ძველი მიწა) ებრაული თარგმანი. იგი გადათარგმნა გერმანულიდან ნახუმ სოკოლოვმა. თვითონ სოკოლოვმა სათაური აიღო იეზიკიას წიგნიდან: "Then I came to them of the captivity at Tel Aviv, that lived by the river Chebar, and to where they lived; and I sat there overwhelmed among them seven days."[4]

გარადა ამისა, ეს სახელი ააღნიშნავდა ებრაული სახლის აღდგენის იდეას. ავივი არის ებრაულად ”წყარო”, რაც განახლების სიმბოლოა, ხოლო ”თელ” არქეოლოგიური ტერმინია, რომელიც აღნიშნავს ერთი-მეორეზე აშენებულ ცივილიზაციის ნაშთებს.[5] მეცნიერები დაობენ სიტყვა იაფას წარმოშობის თაობაზე.ზოგი მეცნიერის აზით ეს სიტყვა წარმოიშვა იაფაჰ-ისგან ან იოფი-სგან, რაც ებრაულად ”ლამაზს”, ”მშვენიერს” აღნიშნავს მეორე თეორიის თანახმად ნოეს შვილმა, იაფეტმა შექმნა ქალაქი და იგი მის საპატივსაცემოდ დაარქვეს.

ისტორია

ფაილი:იაფო.jpg
იაფო, საათის კოშკი

თელ-ავივი დაარსდა 1909 წელს, როგორც არაბული საპორტო ქალაქ იაფოს ებრაული კვარტალი. იმავე წელს გაიხსნა იქ პირველი ებრაული გიმნაზია. ადგილობრივ მოსახლეობას ძლიერ ავიწროებდნენ ქვეყნის იმდროინდელი მფლობელები - ოსმალო-თურქები, რომლებმაც 1917 წელს სულაც განდევნენ ქალაქიდან ებრაელები. იმავე წელს, ოსმალეთის იმპერიის პირველ მსოფლიო ომში დამარცხების შედეგად, მთელი ისრაელის ქვეყანა (ე.წ. პალესტინა) ბრიტანეთის იმპერიის მანდატორული მფარველობის ქვეშ მოექცა. ებრაული კვარტალი აღსდგა, ხოლო 1921 წელს, არაბთა აჯანყების გამო, იაფოს ოფიციალურად გამოეყო და დამოუკიდებელ ქალაქად გარდაიქმნა. თელ-ავივის პირველი მერი მეირ დიზენგოფი გახდა. 1929, 1936-1939 წლებშიც იაფოელი არაბები სისტემატურად ესხმოდნენ თავს მეზობელ ებრაულ ქალაქს. 1936 წელს გაიხსნა თელ-ავივის ებრაული პორტი.

1948 წელს, ბრიტანეთის მანდატის დასრულებისთანავე, თელ-ავივში გამოცხადდა ისრაელის დამოუკიდებლობა და ქალაქი ახალგაზრდა სახელმწიფოს დედაქალაქად იქცა (1949 წლამდე). თელ-ავივმა უმალ განიცადა დამოუკიდებლობის ომის ქარცეცხლი: მას ხმელეთიდან იაფოსა და მეზობელი სოფლების შეიარაღებული არაბები შემოესივნენ, ხოლო ჰაერიდან იმავე დროს ქვეყანაში შემოჭრილი არაბულ სახელმწიფოთა ავიაცია დაესხა თავს რამდენჯერმე. ომში ისრაელის გამარჯვების შემდეგ თელ-ავივმა განაგრძო იმ სწრაფი ტემპით ზრდა-განვითარება, რომელიც მას ბრიტანეთის ბატონობის ქვეშაც ახასიათებდა - ის ებრაული სახელმწიფოს ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრად იქცა. გაფართოების შედეგად, 1950 წელს თელ-ავივმა იაფოც შემოიერთა, რომლის არაბული მოსახლეობის უმრავლესობა 1948 წლის ომში დამარცხების გამო ლტოლვილად იქცა.

1949 წელს კი ებრაელების მიერ იერუსალიმის აღების შემდეგ, ეს უკანასკნელი გამოცხადდა ახალი სახელმწიფოს დედაქალაქად, მიუხედავად ამისა თელ-ავივი დარჩა ქვეყნის კულტურულ და ეკონომიკურ ცენტრად.

მეორე ინტიფადის დროს თელ-ავივი პალესტინელი ტერორისტების ერთერთი მთავარი სამიზნე გახდა.

ბრიტანული მანდატის დროს

ფაილი:Rothschild Blvd. 4.jpg
საღამო როთშილდის ბულვარზე

ბრიტანული მანდატის დროს ურთიერთობა ებრაელებსა და არაბებს შორის პალესტინის ტერიტორიაზე გამწვავდა.1921წლის 1 მაისს მოხდა იაფას აჯანყება და არაბთა შეიარაღებულმა ძალებმა ამოწყვიტეს უამრავი ებრაელი. ამ ხიცვა-ჟლეტის გამო უამრავმა ებრაელმა დატოვა იაფო და გადასახლდა თელ-ავივში, რამაც ქალაქის მოსახლეობა 2, 000 ადამიანიდან (1920 წ.) 34, 000-მდე (1925 წ.)გაზარდა.[2][6] თელ-ავიში ხალხის გადასახლებამ გამოიწვია მისი ეკონომიკური დაწინაურება, ხოლო იაფოს ეკონომიკური დაცემა [7] 1925 წელს პატრიკ გედესმა შესთავაზა ქალაქის მესვეურებს თელ-ავივის ურბანული დაგეგმარების გეგმა, რომელიც ქალაქის საბჭომ მეირ დიცენგოფის თავმჯდომარეობით მიიღო. [8] ძირითადი აზრი იყო ბაღთა ქალაქის აშენება. საზღვრები, რომლებიც გეედესმა დააწესა (იარკონის მდინარედან ჩრდილოეთით იბნ გვიროლის ქუჩამდე აღმოსავლეთით) დღესაც ითვლება ნამდვილ საზღვრებად, იმის მიუხედავად, რომ ქალაქი ძალზედ გაიზარდა და ამ საზღვრებს გადსცდა.[9]

თელ-ავივმა გააგრძელა ზრდა 1926 წელშიც, თუმცა განიცდიდა კრიზის 1927 და 1930 წლებში.[7][8] ამავე დროს იფეთქა თელ-ავივის კულტურმა ცხოვრებამ, რისი მთავარი მიზეზები იყო ოჰელის თეატრის დაფუძნება და ჰაბიმის თეატრის გადმოსვლა თელ-ავივში 1931 წელს.[7] თელ-ავივმა მიიღო მუნიციპალიტეტის სტატუსი 1934 წელს. [7]

გეოგრაფია

თელ-ავივი მდებარეობს ისრაელის ცენტრალურ ხმელთაშუაზღვისპირეთზე. იგი კულტურული და გეოგრაფიული ხიდია ევროპასა, აზიას და აფრიკას შორის. თელ-ავივი პორტ იაფოდან ჩრდილოეთითაა, მას კვეთს მდინარე იარკონი. მისი ტერიტორია უმეტესად დაბლობია. თელ-ავივს, იაფოს და გუშ-დანის სხვა ქალაქებს შორის არავითარი საზღვრები არაა, ასე რომ ზოგჯერ რთული გასაგებია ესა თუ ის ქუჩა რომელ ქალაქს ეკუთვნის.

ქალქი შედგება 9 რაიონისგან, რომლებიც მისი მოკლე ისტორიის მანძილზე ბუნებრივად წარმოიქმნა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის იჯაფა, უძველესი პორტი-ქალაქი, რომლისგანაც ამოიზარდა თელ-ავივი. იაფას რაიონში ტრადიციულად არაბული მოსახლეობა ჭარბობდა, თუმცა მიმდინარე გენტრიფიკაცია ანაცვლებს მათ ახალგაზრდა უფრო მაღალი პროფესიონალიზმის მქონე მოსახლეობით. მსგავსი პროცესი მიმდინარეობს მახლობელ ნევე ცედეკში, რომელიც ძირძველი ებრაული სამეზობლოა. რამათ-ავივი, მეტწილად გაშენებული მდიდრული ვილებით, და სადაც უნივერსიტეტია განთავსებული, ქალაქის ჩრდილოეთ სამეზობლოა, რომელიც ამჟამად განიცდის სერიოზულ სამოსახლო ექსპანსიას და იგეგმება ასევე სანაპიროსწინა ნაკვეთის ათვისება, რომელიც სდე დოვის აეროპორტის საკუთრებაა და მალე, აეროპორტის გაუქმების შემდეგ გადაეცემა ქალაქს.[10] თელ-ავივის ცენტრალური რაიონია ჰაკირია. იგი წარმოადგენს ცაჰალის შტაბ-ბინას და დიდ სამხედრო ბაზას.

კლიმატი

თელ-ავივს ხმელთაშუა ზღვის კლიმატი აქვს ცხელი ზაფხულით, სასიამოვნო გაზაფხულ-შემოდგომით და გრილი, სველი ზამთრით. ჰავა ნოტიოა მთელი წლის განმავლობაში. ზამთარში ტემპერატურა იშვიათად ეცემა 5°C-ზე დაბლა. თოვლი 1950 წლის შემდეგ არ უნახავთ.[11] ზაფხულში საშუალო ტემპერატურაა 26 °C, და ხშირად დღის ტემპერატურა 32 °C-ს აჭარბებს. მაღალი ტენიანობის მიუხედავად, ნალექიანობა ზაფხულში იშვიათია. ნალექის საშუალო წლიური რაოდენობა 530.5 მმ, რომლის ძირითადი წილი ოქტომბერ-აპრილზე მოდის.[12] თელ-ავივში საშუალოდ წელიწადში 300 მზიანი დღეა. რეკორდული ტემპერატურა ქალაქში 43 °C და -1.9 °C დაფიქსირდა.[13][14]

წლიური ამინდი — თელ-ავივი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წელი
საშუალო მაღალი °C (°F) 17.5 (63.5) 17.7 (63.7) 19.2 (66.6) 22.8 (73.0) 24.9 (76.8) 27.5 (81.5) 29.4 (84.9) 30.2 (86.4) 29.4 (84.9) 27.3 (81.1) 23.4 (74.1) 19.2 (66.6) 24,0 (75,2)
საშუალო დღიური °C (°F)
საშუალო დაბალი °C (°F) 9.0 (48.5) 9.8 (49.6) 11.5 (52.7) 14.4 (57.9) 17.3 (63.1) 20.6 (69.1) 23.0 (73.4) 23.7 (74.7) 22.5 (72.5) 19.1 (66.4) 14.6 (58.3) 11.2 (52.2) 16,4 (61,5)
ნალექი მმ (დუიმი) 126.9 (8.8) 90.1 (5.0) 60.6 (0.9) 18.0 (0.1) 2.3 (0.3) 0 (0) 0 (0) 0 (0) 0.5 (0) 26.3 (0.1) 79.3 (2.5) 126.4 (3.9) 530,5 (21,5)
წყარო: World Weather Information Service[15][16]

დემოგრაფია

თელ-ავივის ხედი იაფოს პარკიდან

თელ-ავივის მოსახლეობა შეადგენს 384 600 ადამიანს და სიმჭიდროვე არის 7,445 ადამიანი/კმ2. მოსახლეობის 91.8% ებრაელია, ხოლო 4.2% არაბი. მოსახლეობის 22.2% 20 წლამდეა, 18.5% 20-29 წლამდე, 24% 30-44 წლამდე, 16.2% 45-59 წლამდე და 19.1% 60 წელს გადაცილებული. გუშ-დანის ჩათვლით კი თელ-ავივის მოსახლეობა დაახ. 2 მილიონია და აღემატება იერუსალიმს.

იერუსალიმისგან განსხვავებით თელ-ავივი ბევრად უფრო ნაკლებად რელიგიურია. თუმცა ქალაქში დაახლოვებით 500 სინაგოგაა, რომლიდანაც 350 აქტიურია. ქალაქში (განსაკუთრებით იაფოში) ასევე არის მეჩეთები. ასევე არის რამდენიმე ეკლესია.

იერუსალიმის სადავო სტატუსის გამო უცხო ქვეყვენის საელჩოთა უმეტესობა სწორეთ თელ-ავივშია განლაგებული.

არქიტექტურა

ბაუჰაუზის მუზეუმი

თელ-ავივის ადრეული არქიტექტურა ძირითადად აღმოსავლეთ ევროპული სტილის კრამიტით გადახურული ერთსართულიანი სახლებისგან შედგებოდა.[9] ნევე ტზედეკი, პირველი უბანი, რომელიც ჯაფას გარეთ გაშენდა, ორსართულიანი ქვითკირის შენობებისგან შედგებოდა.[2] 1920-იანი წლებისთვის ახალი აღმოსავლური სტილი შემოვიდა მოდაში, რომელშიც ევროპული არქიტექტურა ახლო აღმოსავლეთის მოტივებს შეიცავდა (თაღები, გუმბათები და ორნამენტული მოზაიკა).[9] მუნიციპალური მშენებლობა ე.წ. "ქალაქი-ბაღნარის" გენერალურ გეგმას მიჰყვებოდა, რომელიც პატრიკ გედესმა შეადგინა. ორ-სამსართულიან შენობებს ბულვარები და საზოგადოებრივი პარკები კვეთდა.[9]

აზრიელის ცენტრი

ბაუჰაუზის არქიტექტურა 1920-იან და 1930-იან წლებში გაჩნდა გერმანელი ებრაელი არქიტექტორების წყალობით, რომლებიც პალესტინაში დასახლდნენ გერმანიაში ნაცისტების მოსვლის შემდეგ. თელ-ავივის "თეთრი ქალაქი", ჩრდილოეთ ნაწილში, მოიცავს 5 000-ზე მეტ მოდერნისტულ შენობას, რომლებიც ბაუჰაუზისა და ლე კორბუზიეს გავლენით იყო შთაგონებული.[2][17] ამ ტიპის ნაგებობების მშენებლობა გრძელდებოდა როტშილდის ბულვარის გასწვრივ 1950-იან წლებამდე. ამ შენობათა უმრავლესობა ამჟამად ისტორიული ძეგლია, მთლიანად უბანი კი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.[18] მხოლოდ 1930-იან წლებში ამ სტილის სამი ათასი ნაგებობა აშენდა.[9]

1960-იან წლებში ამ არქიტექტურამ ადგილი დაუთმო საოფისე მაღლივ შენობებს და ზღვისპირა სასტუმროებისა და კომერციული ცათამბჯენების ჯაჭვს.[8] ქალაქის ზოგიერთი მოდერნისტული შენობა განადგურდა კიდეც, რის გამოც ქალაქმა ამ ისტორიული ძეგლების დაცვისთვის სპეციალური კანონი მიიღო. ბოლო წლებში ბაუჰაუზის შენობების აღდგენისთვის მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა.[19]

შენობა ბაუჰაუსის სტილში, თელ-ავივიი

უძრავ ქონებაზე ფასების სწრაფი ზრდის გამო, თელ-ავივში მაღლივი შენობების დიდი კონცენტრაციაა. შალომ მეირ ტაუერი, ისრაელის პირველი ცათამბჯენი, თელ-ავივში 1965 წელს აიგო და ქვეყნის ყველაზე მაღალი შენობა იყო 1999 წლამდე. აზრიელის ცენტრი, რომელიც სამი შენობისგან შედგება (მართკუთა, სამკუთხა და მრგვალი), მას ამ ტიტულს ართმევს. 2001 წლიდან ისრაელის უმაღლესი შენობაა მოშე ავივ ტაუერი, რომელიც მეზობელ ქალაქ რამატ-განში დგას, თუმცა ქვეყნის ყველაზე მაღალი საცხვორებელი სახლი, ნევე წედეკ ტაუერი, თელ-ავივშია. ბოლო წლებში გაჩნდა ახალი უბნები, როგორიცაა პარკ ცამერეტი, სადაც ფეშენებელური აპარტამენტები შენდება, და სამხრეთი კირია, სადაც ძირითადად საოფისე შენობები იმართება. სხვა ბოლო დროს აშენებულ ცათამბჯენთა შორისაა 1 როტშილდ ტაუერი, ბეერი ნაჰარდეა ტაუერი და პირველი საერთაშორისო ბანკის ტაუერი.[20][21]

ეკონომიკა

თელ-ავივი ისრაელის ეკონომიკური და საქმიანი ცენტრია. უკანასკნელ წლებში მიუხედავად მძიმე ვითარებისა იგი სწრაფად ვითარდება. ქალაქში და მის გარშემო თავშეყრილია უამრავი საინფორმაციო ტექნოლოგიური ფირმების ოფისები. აქ ტარდება უამრავი მეცნიერული გამოკვლევები, რის წყალობითაც თელ-ავივი ასევე ცნობილი გახდა როგორც სილიკონ ვადი და გამოიწვია ქალაქის ეკონომიკური ზრდა.

კულტურა

თელ-ავივი განიხილება აგრეთვე როგორც ისრაელის კულტურული ცენტრი. თელ-ავივში არის ოპერა, რომელიც ისრაელის წარმოსახვითი ხელოვნების სახლშია. თეატრებიდან აღსანიშნავია კამერი თეატრი, ჰაბიმა თეატრი, გეშერ თეატრი და ბეიტ ლესინ თეატრი.

ისრაელში უამრავი მუზეუმია. მათგან კი სამი უდიდესი მუზეუმი თელ-ავივშია. ერეც ისრაელ მუზეუმი ცნობილია მდიდარი არქეოლოგიური კოლექციით, თელ-ავივის ხელოვნების მუზეუმი კი ისრაელსი უდიდესი ხელოვნების მუზეუმია. ბეთ ჰატეფუცოთი კი ებრაელური დიასპორების მუზეუმია.

ფაილი:სანაპირო.jpg
თელ-ავივიში ბულვარის დასაწყისი

თელ-ავივი ტურისტული ქალაქია. სანაპირო ზოლზე გაჭიმულია ჰერბერტ სამუელის სახელობის ბულვარი, რომლის გასწვრივაც უამრავი ბარი და ღამის კლუბი მდებარეობს. სანაპირო ზოლზე ასევე ძალიან ბევრი მაღალი კლასის სასტუმროა. გასართობი ადგილებიდან აღსანისნავია თელ-ავივის ძველი პორტი, რომელიც ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. აქ უამრავი კაფე და ღამის კლუბია. თელ-ავივი ცნობილია როგორც ქალაქი რომელსაც არასდროს არ სზინავს.


მთავრობა

თელ-ავივის სასამართლო

ქ. თელ-ავივში თვითმმართველობას ახორციელებს 31 წევრიანი ქალაქის საბჭო, რომელსაც ირჩევენ 4 წლის ვადით პირდაპირ პროპორციული საარჩევნო სისტემით.[22] ისრაელის ყველა მოქალაქე, მცხოვრები თელ-ავივში სულ მცირე ერთი წლის მანძილზე, უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალურ არჩევნებში. მუნიციპალიტეტი პასუხისმგებელია: სოციალურ მომსახურებებზე, სათემო პროგრამებზე, საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურაზე, ქალაქთგეგმარებაზე, ტურიზმზე, და სხვა ადგილობრივ საქმეებზე.[23][24][25] თელ-ავივის ქალაქის საბჭო მდებარეობს რაბინის მოედანზე. ქალაქის ამჟამინდელი მერია რონ ხულდაი (1998-დან), რომელიც 2008 წელს ხელმეორედ იქნა არჩეული.[26] ყველაზე მეტხანს მერის თანამდებობაზე იმსახურა შლომო ლაჰატიმ - 19 წელი. ყველაზე მოკლე დროით მსახურობდა დავიდ ბლოხი - მხოლოდამხოლოდ 2 წელი, 1925-1927 წწ.

დემოგრაფიულმა გაყოფამ გამოიწვია შესაბამისი პოლიტიკური დაყოფა ლეიბორისტულ პარტიას, რომელიც ძლიერია ქალქის ჩრდილოეთ ნაწილში, და ლიქუდსა და სხვა მემარჯვენე, თუ რელიგიური პარტიებს შორის, რომლებიც სამხრეთ რაიონებში მძლავრობენ.[8] ისრაელის 2006 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ეს სურათი შეიცვალა, როდესაც ახალმა ცენტრისტულმა პარტია კადიმამ აიღო ქალაქის ხმების 28 %. მას მიყვა ისრაელის ლეიბორისტული პარტია ხმათა 20 %-ით.[27][28]

მერები

თელ-ავივის ქალაქის საბჭო და რაბინის მოედანი.
თელ-ავივის მერები
სახელი დაიწყო დაამთავრა
1 მეირ დიზინგოფი 1921 1925
2 დავიდ ბლოხი 1925 1927
3 მეირ დიზინგოფი 1928 1936
4 ისრაელ როკახი 1936 1952
5 ხაიმ ლავანონი 1953 1959
6 მორდეხაი ნამირი 1959 1969
7 იეჰოშუა რაბინობიჩი 1969 1974
8 შლომო ლაჰატი ("ჩიჩ") 1974 1993
9 რონი მილო 1993 1998
10 რონ ხულდაი 1998

განათლება

თელ-ავივში საკმაოდ ბევრი სკოლა, კოლეჯი, თუ უნივერსიტეტი მდებარეობს. 2006 წლის მონაცემებით, 51,359 ბავშვი შევიდა სკოლაში, აქედან 8,977 ბ. მუნიციპალურ საბავშო ბაღზე მოდის, 23,573 ბ. მუნიციპალურ დაწყებით სკოლაზე და 18,809 კი - უმაღლეს სასწავლებელზე.[29]თელ-ავივში მცხოვრებ სტუდენტთა 64 პროცენტი , შედის უნივერსიტეტში, რაც ქვეყანაში უმაღლესი განათლების მსურველთა რაოდენობას 5 პროცენტით აღემატება.[29]. პირველ კლასში ირიცხება 4000 ბავშვი, თუმცა მოსახლეობის ზრდა მოსალოდნელია რომ ამ რიცხვს გაზრდის 6,000-მდე, 2012 წლისთვის.[30] შედეგად, 20 დამატებითი საბავშო ბაღი გაიხსნება 2008-09 წწ ქალაქში, ხოლო ჩრდილოეთის რაიონების სკოლებში დამატებითი კლასები. სდე დოვის ჩრდილოეთით დაგეგმილია ახალი დაწყებითი სკოლის გახსნა, ასევე ახალი უმაღლესი სასწავლებლისა თელ-ავივის ჩრდილოეთ ნაწილში.[30]

1909 წელს ჰერცლიას გიმნაზია იაფადან თელ-ავივში გადავიდა[31]. თელ-ავივის სხვა გამორჩეულ სკოლებთაგან, აღსანიშნავია შევახ მოფეთი, მეორე ებრაული სკოლა ქალაქში, ირონი ალეფი და ალიანსი.

თელ-ავივის უმთავრესი უმაღლესი სასწავლებელია თელ-ავივის უნივერსიტეტი. რამათ-განში განლაგებულ ბარ-ილანის უნივერსიტეტთან ერთად, სტუდენტთა საერთო რაოდენობა თელ-ავივში შეადგენს 50, 000 კაცს. ამას ემატება საზღვარგარეთელი სტუნდების რიცხვიც. [32][33] 1953 წელს დაარსებული თელ-ავივის უნივერსიტეტი დღეს უმსხვილესია ისრაელის უნივერსიტეტებს შორის. საზღვარგარეთ ყველაზე ცნობილია მისი ფიზიკის, ინფორმატიკის, ქიმიის და ენათმეცნიერების ფაკულტეტები[34] თელ-ავივში ასევე განლაგებულია რამდენიმე კოლეჯი.[35]

მედია

გაზეთ იედიოთ ახრონოთი გაზეთის შტაბ-ბინა.

ისრაელის უდიდესი გაზეთების შტაბ-ბინები თავმოყრილია თელ-ავივში. ტაბლოიდიიედიოთ ახრონოთი“ არის იზრაელის ყველაზე მსხვილტირაჟიანი გაზეთი 1970-იანი წლებიდან. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს ბეგინის ქუჩაზე, თელ-ავივში..[36] იგივეს თქმა შეიძლება „მაარივზე“, ისრაელის პოპულარობით მეორე ტაბლოიდზე, და „ჰაარეცზე“, ისრაელის ყველაზე პოპულარულ მსხვილფორმატიან გაზეთზე.[36] თელ-ავივი ასევე არის სხვა ნაციონალური მნიშვნელობის გაზეთების თავმოყრის ადგილი - მათგან ერთერთია ფინანსური გაზეთი „გლობსი“, ყოველკვირეული გაზეთი „ჰაცოფე“, და დილის გაზეთი „მაკორ რიშონი“, ქალაქის მოამბე „ითონ თელავივი“, ყოველკვირეული „ზმან თელ ავივი“ და ასევე არაბულენოვანი „ალმადინა“. ხოლო გაზეთებს „ისრალ პოსტსა “და „ისრაელს“ უშუალოდ ქალაქში ბეჭდავენ. ქალაქს რამდენიმე რადიო სადგური ფარავს, მათ შორის საქალაქო რადიო „თელ-ავივი“.[37] ისრაელის სამი უდიდესი ტელევიზია - კეშეთი, რეშეთი და მეათე არხი, თელ-ავივში მდებარეობენ.

ტრანსპორტი

Multimodal traffic in Tel Aviv includes pedestrians, private vehicles, buses, taxis and trains.
აიალონის გზატკეცილი თელ-ავივის აღმოსავლეთ ნაწილში

Tel Aviv is a major transportation hub, with many major routes of the national road network passing through the city. The main highway leading to the city is the Ayalon Highway (Highway 20), which runs along the eastern side of the city from north to south along the Ayalon River riverbed, dividing for the most part Tel Aviv and Ramat Gan. Driving south on the Ayalon gives access to Highway 1, leading to Ben Gurion International Airport and Jerusalem. Within the city, the main routes are King George Street, Allenby Street, Ibn Gabirol Street, Dizengoff Street, Rothschild Boulevard, and in Jaffa the main route is Jerusalem Boulevard. Namir Road connects the city to Highway 2, Israel's main north–south highway, and Begin/Jabotinsky Road, which provides access from the east through Ramat Gan, Bnei Brak and Petah Tikva. Tel Aviv, accommodating about 500,000 commuter cars daily, suffers from increasing congestion. In 2007, the Sadan Report recommended the introduction of a congestion charge similar to that of London in Tel Aviv as well as other Israeli cities. Under this plan, road users traveling into the city would pay a fixed fee.[38] Tel Aviv Municipality is trying to encourage the use of bicycles in the city, aiming to open 100 bicycle-rental stations to serve 74 kiloметров (46.0 mi) of bicycle paths. Plans call for expansion of the paths to 100 kiloметров (62.1 mi) by 2009.[39]

თელ-ავივში არის რკინიგზის ოთხი სადგური აიალონის გზატკეცილის გასწვრივ. სადგურები ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ: თელ-ავივის უნივერსიტეტი, თელ-ავივ მერკაზი, თელ-ავივ ჰაშალომი და თელ-ავივ ჰაჰაგანა (თელ-ავივის ავტოსადგურთან). თელ-ავივში ყოველთვიურად ახლომდებარე ქალაქებიდან მილიონამდე ადამიანი ჩამოდის.

The Tel Aviv Central Bus Station is in the south of the city. The main bus network in Tel Aviv is operated by Dan Bus Company; the Egged Bus Cooperative, the world's second-largest bus company, provides intercity transportation.[40]

Tel Aviv's domestic airport is Sde Dov in the northwestern part of the city. Sde Dov is slated to close because it occupies prime coastal real estate near the upscale Ramat Aviv neighborhood.[41] In the near future all services to Sde Dov will transfer to Ben Gurion International Airport, Israel's main international airport, close to the city of Lod and 15 kilometres (9 mi) southeast of Tel Aviv. Because it is close to Tel Aviv, Ben Gurion International Airport is often referred to as Tel Aviv International Airport even though it is not part of any municipal jurisdiction.

In early 2008, Tel Aviv Municipality announced a pilot scheme to build charging stations for electric cars. Initially, five charging points will be built, and eventually 150 points will be set up across the city as part of the Israeli electric car project, Project Better Place.[42] Battery replacement points will be located at the city's entrances.

ძმობილი ქალაქები


სქოლიო

  1. თელ-ავივის მუნიციპალიტეტი. თელ-ავივ-იაფოს მუნიციპალიტეტი. ციტირების თარიღი: 2008-02-02.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 თელ-ავივის თეთრი ქალაქი (PDF). იუნესკო. ციტირების თარიღი: 2008-03-29.
  3. 150 უმდიდრესი ქალაქი მსოფლიოში მშპ-ის მიხედვით 2005 წელს. ციტირების თარიღი: 2009-01-13.
  4. Book of Ezekiel 3:15
  5. Tel Aviv. Jewish Virtual Library. ციტირების თარიღი: 2007-07-18.
  6. Tel Aviv History. Travelnet.co.il. ციტირების თარიღი: 2008-01-20.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის JewishVL არ არის მითითებული ტექსტი; $2
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Economist არ არის მითითებული ტექსტი; $2
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 Green, White or Black City? (pdf). Martin Wein, Emory University (2006). ციტირების თარიღი: 2008-03-16.
  10. პეტერსბურგი, ოფერ (2007-07-03). „თელ-ავივის აეროპორტი გზას უთმობს მდიდრულ პროექტს (Tel Aviv airport to make way for luxury project)“. Ynetnews. ციტირების თარიღი: 2007-07-03. (ინგლისური)
  11. „თოვლის განაწილება ისრაელში“ (PDF). GeoJournal. ციტირების თარიღი: 2008-02-13.
  12. თელ-ავივის კლიმატი და ამინდი. World Travels. ციტირების თარიღი: 2008-02-20.
  13. თელ-ავივის ალმანახი: ისტორიული ინფორმაცია (თებერვალი - რეკორდულად დაბალი). MyForecast. ციტირების თარიღი: 2008-04-04.
  14. თელ-ავივის ალმანახი: ისტორიული ინფორმაცია (მაისი - რეკორდულად მაღალი). MyForecast. ციტირების თარიღი: 2008-04-04.
  15. Monthly Average of Daily Maximum and Minimum Temperature (PDF). Statistical Abstract of Israel 2006. World Weather Information Service. ციტირების თარიღი: 2008-01-19.
  16. Precipitation (PDF). Statistical Abstract of Israel 2006. Israel Central Bureau of Statistics. ციტირების თარიღი: 2008-01-19.
  17. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის times არ არის მითითებული ტექსტი; $2
  18. White City of Tel Aviv. UNESCO. ციტირების თარიღი: 2007-07-19.
  19. Bauhaus Architecture. ებრაული ვირტუალური ბიბლიოთეკა. ციტირების თარიღი: 2008-02-11.
  20. თელ-ავივის ტაუერები. Tel Aviv in Focus. ციტირების თარიღი: 2008-03-15.
  21. Tel Aviv. SkyscraperPage.com. ციტირების თარიღი: 2008-03-15]].
  22. Encyclopaedia Britannica Staff (1974). The New Encyclopaedia Britannica. ენციკლოპედია ბრიტანიკა, გვ. 66. ISBN 0852292902.  (ინგლისური);
  23. Social Services Administration. თელ-ავივ - იაფოს მუნიციპალიტეტი. ციტირების თარიღი: 2008-03-29.
  24. Community Life. თელ-ავივ - იაფოს მუნიციპალიტეტი. ციტირების თარიღი: 2008-03-29.
  25. Tourism. თელ-ავივ - იაფოს მუნიციპალიტეტი. ციტირების თარიღი: 2008-03-29.
  26. Lappin, Yaakov (2008-11-12). „Huldai beats Henin in TA mayor race“. Jerusalem Post. ციტირების თარიღი: 2008-11-22.
  27. „תוצאות האמת: 28 לקדימה, הליכוד במקום חמישי“ (Hebrew). Yedioth Ahronoth. 2006-03-29. ციტირების თარიღი: 2008-03-30.
  28. „Pensioners a big hit in Tel Aviv“. Jerusalem Post. 2006-03-29. ციტირების თარიღი: 2008-03-30.
  29. 29.0 29.1 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის TA Stats არ არის მითითებული ტექსტი; $2
  30. 30.0 30.1 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის young არ არის მითითებული ტექსტი; $2
  31. Gymnasia Herzlia Hebrew. ციტირების თარიღი: 2008-04-02.
  32. Tel Aviv University. QS Top Universities. ციტირების თარიღი: 2007-07-19.
  33. Higher Education. Jewish Virtual Library. ციტირების თარიღი: 2007-07-19.
  34. TAU History. Tel Aviv University. ციტირების თარიღი: 2008-01-26.
  35. Colleges in Israel. Israel Science and Technology Homepage. ციტირების თარიღი: 2008-07-15.
  36. 36.0 36.1 Israel Newspapers. Abzynewslinks.com. ციტირების თარიღი: 2008-01-31.
  37. Tel Aviv Israel news media. Mondotimes.com. ციტირების თარიღი: 2008-01-31.
  38. Wrobel, Sharon (2008-08-01). „Public transportation to be overhauled“. Jerusalem Post. ციტირების თარიღი: 2008-01-27.
  39. „City wheels in bicycle rental plan“. Jerusalem Post. 2008-01-21. ციტირების თარიღი: 2008-01-31.
  40. Solomon, Shoshanna. (2001-11-01) Facets of the Israeli Economy – Transportation. Israel Ministry of Foreign Affairs. ციტირების თარიღი: 2007-07-17.
  41. Bar-Eli, Avi (2006-11-30). „Sde Dov to be vacated, state gets half of Big Bloc“. Haaretz. ციტირების თარიღი: 2007-07-17. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  42. „Tel Aviv commits to electric car“. Globes. 2008-01-17. ციტირების თარიღი: 2008-01-17.
  43. Frankfurt -Partner Cities. © 2008 Stadt Frankfurt am Main. ციტირების თარიღი: 2008-12-05.
  44. Twin Cities. The City of Łódź Office. ფაილი:Uk flag.gif (in English and Polish) © 2007 UMŁ. ციტირების თარიღი: 2008-10-23.
  45. Milano - Città Gemellate. © 2008 Municipality of Milan (Comune di Milano). ციტირების თარიღი: 2008-12-05.
  46. Official Barcelona Website: Sister Cities. © Ajuntament de Barcelona 1995-2008. ციტირების თარიღი: 2008-11-11.
  47. Tel Aviv decides to retain contract with Gaza City as `twin city`. Haaretz. ციტირების თარიღი: 2008-02-11.
  48. São Paulo - Sister Cities Program. © 2005-2008 Fiscolegis - Todos os direitos reservados Editora de publicações periodicas - LTDA / © 2008 City of São Paulo. ციტირების თარიღი: 2008-12-09.

ინტერნეტ რესურსები

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ისრაელის პორტალი – დაათვალიერეთ სხვა სტატიები ისრაელის შესახებ ან იხილეთ უპირველეს ყოვლისა დასაწერი სტატიები.