ზესტაფონი (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 151: ხაზი 151:
|- bgcolor="#EEEEEE"
|- bgcolor="#EEEEEE"
|}
|}

== ზესტაფონის ბომბარდირები ==
{| bgcolor="#f7f8ff" align="center" cellpadding="3" cellspacing="0" border="1" style="font-size: 95%; border: gray solid 1px; border-collapse: collapse;"
|- bgcolor="#CCCCCC" align="center"
| width="100" | '''წელი'''
| width="200" | '''ფეხბურთელი'''
| width="220" | '''ქვეყანა'''
| width="100" | '''გოლები'''
|- align=center
|'''2007-08'''
|[[ჟილვან ვიეირა]] || {{flagicon|Brazil}}ბრაზლია || 12
|- align=center
|'''2006-07'''
|[[გიორგი ფიფია]] || {{flagicon|Georgia}}საქართველო || 13
|- align=center
|'''2005-06'''
|[[ზურაბ იონანიძე ]] || {{flagicon|Georgia}}საქართველო || 12
|}

==ზესტაფონის მწვრთნელები==

{| class="wikitable"
|-
!rowspan="1"|პერიოდი
!rowspan="1"|მწვრთნელი
!rowspan="1"|ტიტ. რაოდ.
!rowspan="1"|ტიტული
|-
|2008 — ||{{flagicon|Georgia}}გია გეგუჩაძე || ||
|-
|2006 — 2008||{{flagicon|Georgia}} თემურ მახარაძე||1||1 საქართველოს თასი
|-
|2006 ||{{flagicon|Georgia}} მერაბ კოჭლაშვილი|| ||
|-
|2006 ||{{flagicon|Georgia}} კობა ჟორჟიკაშვილი|| ||
|-
|2006 ||{{flagicon|Georgia}} თემურ მახარაძე|| ||
|-
|2005 — 2006||{{flagicon|Georgia}} კობა ჟორჟიკაშვილი|| ||
|-
|2005||{{flagicon|Georgia}} გაიოზ დარსაძე|| ||
|-
|2004 — 2005||{{flagicon|Moldova}} ზემლიანოი|| ||
|}

==ტექნიკური შტაბი==
*კლუბის პრეზიდენტი-ილია კოკაია
*ვიცე პრეზიდენტი-ვასილ გველესიანი
*გუნდის უფროსი-ვლადიმერ პანოვი
*გენერალური დირექტორი-დავით აბაშიძე
*პრეს ატაშე-სერგო ფუტკარაძე
*ექიმი-ლევან გოგნიაშვილი
*ადმინისტრატორი-თემურ ძიძიშვილი
*ვიდეო ოპერატორი-თემურ კვინიკაძე
*მასაჟისტი-ზაზა გოგლიჩიძე
*მასაჟისტი-თემურ გამყრელიძე
*მძღოლი-გიორგი ძაბირაძე

==ცნობილი ფეხბურეთელები==
*გიორგი განუგრავა
*ბექა გოცირიძე
*გიორგი ფიფია
*ჟილვან ვიეირა









== რესურსები ინტერნეტში ==
== რესურსები ინტერნეტში ==

08:02, 18 თებერვალი 2009-ის ვერსია

საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ შეიქმნა 2004 წლის 18 ივნისს სააქციო საზოგადოება „გ. ნიკოლაძის სახელობის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის“ აქციონერთა ინიციატივით. იმავე, 2004 წელს საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“-ს მთავარი გუნდი ერთვება საქართველოს XVI-ე ეროვნულ ჩემპიონატში უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის.

სადღეისოდ საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ წარმოადგენს ერთ დიდ შეკრულ საფეხბურთო ორგანიზმს, რომლის სისტემაშიდაც მთავარ გუნდთან ერთად შედიან: „ზესტაფონი — 2“(საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის მონაწილე), 1990, 1991 და 1992 წლებში დაბადებულთა გუნდები, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატის ჭაბუკთა და ბავშვთა ლიგაში ასპარეზობენ.

საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ დაუღალავად შრომობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად: გარემონტდა ზესტაფონის ცენტრალური სტადიონი, დაიგო ახალი ხელოვნურსაფარიანი სათამაშო მოედანი, ცენტრალური სტადიონის მინდორზე დამონტაჟებულია უახლესი ტექნოლოგიების შესაბამისი სადრენაჟო და სარწყავი სისტემები, მიმდიანრეობს კლუბის ბაზის მშენებლობა და ა. შ.

ერთი სიტყვით, საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ დგას ქართული ფეხბურთის სამსახურში…

ისტორია

ფეხბურთს საქართველოში XX-ე საუკუნის დამდეგიდან დაედო სათავე. ქალაქ თბილისში ფეხბურთის მოყვარულთა პირველი წრე ჩამოყალიბდა 1906 წელს. მოხდა ეს მეცენატ ლგოტაკის ინიციატივით. მანვე 1907 წლის 23 თებერვალს შეჰქმნა პირველი ოფიციალური საფეხბურთო გუნდი საქართველოში. გუნდს, რომელსაც ჰქონდა თავისი წესდება, სახსრები, ფორმა და მოედანი ეწოდა „კომეტა“. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ფეხბურთს საქართველოში მანამდეც თამაშობდნენ. ხდებოდა ეს ძირითადად ზღვისპირა ქალაქებში, უპირველესყოვლისა ფოთში, სადაც ადგილობრივი გუნდები ეჯიბრებოდნენ „ბურთაობა“-ში ბრიტანელ მეზღვაურებს. სწორედ ამიტომაა ფოთი მიჩნეული ქართული ფეხბურთის აკვნად.

„მეტალურგი“, 1937 წელი რაც შეეხება ზესტაფონს, ფეხბურთს ჩვენს ქალაქში თამაშობდნენ XX-ე საუკუნის 10-იანი წლების დასაწყისიდან. პირველი ზესტაფონელი ფეხბურთელები იყვნენ ადგილობრივი გიმნაზიის (თანამედროვე I საშუალო სკოლა) აღსაზრდელები.

ჩვენი მონაცემებით, ქალაქ ზესტაფონის საფეხბურთო ნაკრები პირველად შეიკრიბა 1918 წელს, როდესაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით ორგანიზებულ დღესასწაულზე ამხანაგურად გაეჯიბრა დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ქალაქის გუნდს (სხვადასხვა წყაროების მიხედვით, სენაკი ან ოზურგეთი).

პირველი საერთაშორისო მატჩი გაიმართა ზესტაფონში ასევე დამოუკიდებლობის პერიოდში, კერძოდ 1920 წელს. ზესტაფონის ნაკრებმა უმასპინძლა ბრიტანეთის იმპერიის საოკუპაციო ჯარების გუნდს და დაამარცხა იგი ანგარიშით 2-1.

20-იან წლებშიც ზესტაფონელი ფეხბურთელები არაერთხელ შეხვედრიან მეზობელი ქალაქების გუნდებს.

1927 წელს იმართება საქართველოს პირველი ჩემპიონატი ფეხბურთში. საქართველოს პირველი ჩემპიონი ხდება ქალაქ ბათუმის ნაკრები.

„მეტალურგი“, 1948 წელი 30-იან წლებში ზესტაფონში იქმნება ორი საფეხბურთო გუნდი — „მერცხალი“ და „ლოკომოტივი“, რომლებიც მრავალჯერ მონაწილეობენ შიდასაქალაქო და რეგიონალურ ტურნირებში.

მაგრამ თვისობრივად ახალი ეპოქა ზესტაფონის ფეხბურთის ისტორიაში იწყება 30-იანი წლების მეორე ნახევარში, მას შემდეგ რაც ექსპლუატაციაში გაიშვა მეტალურგიული გიგანტი, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა (სხვათაშორის, ქარხანა და ფეხბურთი დღემდე ფეხდაფეხ მოდიან). სწორედ ფეროშენადნობთა ქარხნის პროფკომიტეტის ინიციატივით 1937 წლის 10 მაისს გაიმართა ფიზიკური კულტურის მუშაკთა თათბირი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ფეხბურთელთა გუნდის ჩამოყალიბების შესახებ. გუნდს ეწოდა „მეტალურგი“.

საქართველოს თასის მფლობელი „მეტალურგი“, 1962 წელი 1938 წლის აგვისტოში „მეტალურგი“ მონაწილეობას იღებს ქალაქ მინსკში გამართულ სპორტსაზოგადოება „მეტალურგი“-ს საკავშირო ტურნირში, სადაც ერთმანეთის მიყოლებით ამარცხებს მოსკოვის „ელექტროსტალი“-ს, სტალინგრადის „კრასნი ოქტიაბრი“-ს, ლენინგრადის „მეტალურგი“-ს გუნდებს და მხოლოდ ფინალში მარცხდება „სერპ ი მოლოტი“-ს კოლექტივთან. ამავე 1938 წლის შემოდგომიდან ზესტაფონის „მეტალურგი“ ერთვება საქართველოს ჩემპიონატში, რომელშიდაც სისტემატურად მონაწილეობს 1989 წლის ჩათვლით.

სხვადასხვა წლებში მეტალურგი გახლდათ:

საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი — 1967, 1970, 1982 წლებში;

საქართველოს თასის ფინალისტი — 1966, 1967, 1971 წლებში;

საქართველოს თასის მფლობელი — 1962 წელს.

საქართველოს ვიცე — ჩემპიონი, „მეტალურგი“, 1970 წელი ზესტაფონის „მეტალურგ“-ში აღზრდილი მრავალი ფეხბურთელი სხვადასხვა დროს იცავდა წამყვანი ქართული საფეხბურთო კლუბების ღირსებას საკავშირო ასპარეზზე, კერძოდ:

თბილისის „ლოკომოტივი“ — გურამ შავდია, ზაურ ჩუბინიძე;

ქუთაისის „ტორპედო“ — გურამ ნიშნიანიძე;

თბილისის „დინამო“ — გიორგი (ჟორა) ჭუმბურიძე, გურამ ქოჩიაშვილი, დოდიკ ხუნდაძე, გურამ პეტრიაშვილი, ქართლოს ცინცაძე.

1990 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გადის საკავშირო ფეხბურთის ფედერაციის შემადგენლობიდან. იქმნება საქართველოს დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც მალევე ხდება ფიფა-სა და უეფა-ს წევრი, ეროვნულ ჩემპიონატში ერთვებიან წამყვანი ქართული კლუბები.

„მარგვეთი“

საქართველოს ვიცე — ჩემპიონი, უეფა-ს თასის მონაწილე, ს. კ. „მარგვეთი“ ,1996 წ.

1990 წელს ზესტაფონში იქმნება ახალი კლუბი — საფეხბურთო კლუბი „მარგვეთი“, რომელიც იკავებს „მეტალურგი“-ს ადგილს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის I ჯგუფში და პირველივე წელს გადადის უმაღლეს ლიგაში. 1993 და 1996 წლებში „მარგვეთი“ საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ნახევარფინალისტია. 1996 წელს „მარგვეთი“ ხდება საქართველოს ვიცე-ჩემპიონი და მონაწილეობას იღებს უეფა-ს თასის გათამაშების საკვალიფიკაციო რაუნდში. სამწუხაროდ, ფინანსური პრობლემების გამო XX საუკუნის ბოლოს კლუბი დაიშალა.

სულ, 1991—1998 წლებში ს. კ. „მარგვეთ“-მა მონაწილეობა მიიღო 8 ეროვნულ ჩემპიონატში, ჩაატარა 247 მატჩი, გაიმარჯვა 98 -ში, დაასრულა ფრედ — 43, ამარცხდა — 106-ში, ბურთების სხვაობა 397—443. 1999—2004 წლებში კვლავ გამოჩნდა ასპარეზზე საფეხბურთო კლუბი „მეტალურგი“, რომელმაც 2001—2003 წლებში მოახერხა უმაღლეს ლიგაში თამაშიც. სამწუხაროდ, მასაც „მარგვეთი“-ს ბედი ეწია.

2004 წლის 18 ივნისს კი შეიქმნა ახალი კლუბი — საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“, რომელიც გახლავთ ზესტაფონური ფეხბურთის დიდი ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი და რომელმაც იმთავითვე დაიმსახურა გულშემატკივართა უსაზღვრო სიყვარული.

საფეხბურთო კლუბი "მეტალურგი "

„მეტალურგი“, 2000 წელი საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ არსებობის პირველ სამ წელიწადში იკავებს ეროვნულ ჩემპიონატებში საპატიო 5-ე და ორჯერ 4-ე ადგილებს და ზედიზედ სამჯერ მონაწილეობს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების ფინალურ მატჩებში.

2008 წლის 16 მაისს, საფეხბურთო კლუბმა „ზესტაფონმა“ საქართველოს დავით ყიფიანის ყაზბეგის თასის გათამაშებსი ფინალში დაამარცხა თბილისის „ამერი“ 2:1 და არსებობის ისტორიაში პირველი ტიტული მოიპოვა.

სტადიონი

ზესტაფონის ცენტრალურმა სტადიონმა, რომელიც აშენებულია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მიერ, ფუნქციონირება დაიწყო 1952 წელს. თუმცა რამოდენიმე მატჩი მშენებარე სტადიონზე ჩატარდა ოფიციალური გახსნის წინა, 1951 წელსაც.

1952-1989 და 1999 – 2003 წლებში ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე მატჩებს მართავდა საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე, საფეხბურთო კლუბი ” მეტალურგი”. 1990-1998 წლებში ზესტაფონის ცენტრალური სტადიონი გახლდათ საფეხბურთო კლუბ ” მარგვეთი”- ს მშობლიური არენა. 2004 წლიდან კი სტადიონზე საშინაო მატჩებს ატარებს საფეხბურთო კლუბი ” ზესტაფონი ”.

1981 წელს არენაზე ჩატარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები , გადაიხურა დასავლეთის და აგებულ იქნა აღმოსავლეთის ტრიბუნა , რის შემდეგაც სტადიონის ტევადობა გაიზარდა 8000 ადგილამდე .

2004 წელს , ს . კ . ” ზესტაფონი ”- ს შექმნის შემდეგ , ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდა და დღესაც მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები , რომელთა მიზანია არენის განახლება და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოვება .

2005 წლის ზაფხულში სტადიონზე ჩატარდა მინდვრის საფარის გამოცვლასთან დაკავშირებული სამუშაოები . ქართველი მშენებლების მიერ დამონტაჟებული იქნა გერმანული ტექნოლოგიით შექმნილი ახალი სადრენაჟო სისტემა . მინდორზე დამონტაჟებულია ამერიკული ფირმა ” რაინბიორდი ”- ს სარწყავი სისტემა ( სხვათა შორის , ხსენებული მორწყვის სისტემა წარმატებით აპრობირებულ იქნა 2004 წელს პორტუგალიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ 8 სტადიონზე ).


ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე დაგებულია მინდვრის საფარი - თურქული ფირმა ” ჩიმექსი ”- ს მიერ დამზადებული ” ნატურალური მწვანე ხალიჩა ”. სწორედ ამ ფირმის პროდუქციაა გამოყენებული” ბეშიქთაშისა ” და ” ფენერბახჩეს ” მშობლიურ არენებზე , გარდა ამისა თბილისის ”ოლიმპის” სტადიონზე . აქვე მოგახსენებთ იმასაც რომ პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ ცნობილი სპეციალისტი ლევან ცხოვრებაშვილი . 

გარდა ამისა , საფეხბურთო კლუბ ” ზესტაფონი ”- ს ხელმძღვანელობის მიერ დაგეგმილია კლუბისათვის ახალი ბაზის აშენება, ზესტაფონში აშენდა და შენდება მრავალი ახალი საფეხბურთო მოედანი (მათ შორის, ხელოვნურსაფარიანი). სტადიონზე იქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა - გარემონტდა სავარჯიშო დარბაზები სპორტსმენთათვის, ტრიბუნები აღიჭურვა პერსონალური სავარძლებით, უახლეს მომავალში იგეგმება ახალი ტრიბუნების აგება, თანამედროვე ტაბლოს დამონტაჟება ად ა . შ .

ერთი სიტყვით, ზესტაფონში კეთდება ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოს საფეხბურთო რუკაზე ზესტაფონის სახით გაჩნდეს ახალი ნათელი წერტილი !

ტიტულები

საქართველოს თასი:2008

შემადგენლობა 2008/09

სახელი ნომერი ეროვნება
მეკარე
როინ კვასხვაძე 1 საქართველოს დროშა
ზურაბ მამალაძე 12 საქართველოს დროშა
გიორგი ძაძამია 25 საქართველოს დროშა
მცველი
უჩა ლობჟანიძე 3 საქართველოს დროშა
შალვა ღონღაძე 4 საქართველოს დროშა
სევასტი თოდუა 5 საქართველოს დროშა
კარენ მაკარიანი 13 საქართველოს დროშა
გიორგი კაჭკაჭიშვილი 15 საქართველოს დროშა
გიორგი ხიდეშელი 16 საქართველოს დროშა
გიორგი კვესიეშვილი 23 საქართველოს დროშა
ნახევარმცველი
ნიკა კვასხვაძე 6 საქართველოს დროშა
ალექსი ბენაშვილი 7 საქართველოს დროშა
მურთაზ დაუშვილი 8 საქართველოს დროშა
ირაკლი ძარია 10 საქართველოს დროშა
თორნიკე გორგიაშვილი 17 საქართველოს დროშა
შოთა გრიგალაშვილი 19 საქართველოს დროშა
გიორგი ნუგზარის ძე ჭელიძე 30 საქართველოს დროშა
თავდამსხმელი
ზურაბ იონანიძე 2 საქართველოს დროშა
ნიკოლოზ გელაშვილი 9 საქართველოს დროშა
ერიკ რომეო ჩასემი 11 კამერუნის დროშა
მიხეილ კაკალაძე 20 საქართველოს დროშა
ლევან მელქაძე 22 საქართველოს დროშა

ზესტაფონის ბომბარდირები

წელი ფეხბურთელი ქვეყანა გოლები
2007-08 ჟილვან ვიეირა ბრაზილიის დროშაბრაზლია 12
2006-07 გიორგი ფიფია საქართველოს დროშასაქართველო 13
2005-06 ზურაბ იონანიძე საქართველოს დროშასაქართველო 12

ზესტაფონის მწვრთნელები

პერიოდი მწვრთნელი ტიტ. რაოდ. ტიტული
2008 — საქართველოს დროშაგია გეგუჩაძე
2006 — 2008 საქართველოს დროშა თემურ მახარაძე 1 1 საქართველოს თასი
2006 საქართველოს დროშა მერაბ კოჭლაშვილი
2006 საქართველოს დროშა კობა ჟორჟიკაშვილი
2006 საქართველოს დროშა თემურ მახარაძე
2005 — 2006 საქართველოს დროშა კობა ჟორჟიკაშვილი
2005 საქართველოს დროშა გაიოზ დარსაძე
2004 — 2005 მოლდოვის დროშა ზემლიანოი

ტექნიკური შტაბი

  • კლუბის პრეზიდენტი-ილია კოკაია
  • ვიცე პრეზიდენტი-ვასილ გველესიანი
  • გუნდის უფროსი-ვლადიმერ პანოვი
  • გენერალური დირექტორი-დავით აბაშიძე
  • პრეს ატაშე-სერგო ფუტკარაძე
  • ექიმი-ლევან გოგნიაშვილი
  • ადმინისტრატორი-თემურ ძიძიშვილი
  • ვიდეო ოპერატორი-თემურ კვინიკაძე
  • მასაჟისტი-ზაზა გოგლიჩიძე
  • მასაჟისტი-თემურ გამყრელიძე
  • მძღოლი-გიორგი ძაბირაძე

ცნობილი ფეხბურეთელები

  • გიორგი განუგრავა
  • ბექა გოცირიძე
  • გიორგი ფიფია
  • ჟილვან ვიეირა





რესურსები ინტერნეტში