დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 180: ხაზი 180:
| [[გიორგი ლორია]] ||align="center"| 1 ||align="center"| {{flagicon|Georgia}}
| [[გიორგი ლორია]] ||align="center"| 1 ||align="center"| {{flagicon|Georgia}}
|- bgcolor="#FFFFFF"
|- bgcolor="#FFFFFF"
| [[გიორგი მაკარიძე]] ||align="center"| 35 ||align="center"| {{flagicon|Georgia}}
| [[დიდიე ოვონო]] ||align="center"| 12 ||align="center"| {{flagicon|Gabon}}
|- bgcolor="#FFFFFF"
|- bgcolor="#FFFFFF"
| colspan="3" align="left" | '''მცველი'''
| colspan="3" align="left" | '''მცველი'''
ხაზი 188: ხაზი 188:
| [[გულვერდ თომაშვილი]] ||align="center"| 3 ||align="center"| {{flagicon|Georgia}}
| [[გულვერდ თომაშვილი]] ||align="center"| 3 ||align="center"| {{flagicon|Georgia}}
|- bgcolor="#FFFFFF"
|- bgcolor="#FFFFFF"
| [[გურამ კაშია]] ||align="center"| 7 ||align="center"| {{flagicon|Georgia}}
| [[გურამ კაშია]] ||align="center"| 37 ||align="center"| {{flagicon|Georgia}}
|- bgcolor="#FFFFFF"
|- bgcolor="#FFFFFF"
| [[მარკოს ჩარასი]] ||align="center"| 13 ||align="center"| {{flagicon|Argentina}}
| [[მარკოს ჩარასი]] ||align="center"| 13 ||align="center"| {{flagicon|Argentina}}
ხაზი 216: ხაზი 216:
| [[ნიკოლოზ ფირცხალავა]] ||align="center"| 23 ||align="center"| {{flagicon|Georgia}}
| [[ნიკოლოზ ფირცხალავა]] ||align="center"| 23 ||align="center"| {{flagicon|Georgia}}
|- bgcolor="#FFFFFF"
|- bgcolor="#FFFFFF"
| [[დავით დიღმელაშვილი]] ||align="center"| 81 ||align="center"| {{flagicon|Georgia}}
| [[დავით დიღმელაშვილი]] ||align="center"| 18 ||align="center"| {{flagicon|Georgia}}
|- bgcolor="#FFFFFF"
|- bgcolor="#FFFFFF"
| colspan="3" align="left" | '''თავდამსხმელი'''
| colspan="3" align="left" | '''თავდამსხმელი'''

06:49, 18 თებერვალი 2009-ის ვერსია

დინამო თბილისი
logo
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი
დაარსდა 1925
სტადიონი ბორის პაიჭაძის სტადიონი
თბილისი, საქართველო
(ტევადობა: 65,000)
პრეზიდენტი საქართველოს დროშა გიორგი ტყავაძე
მწვრთნელი გერმანიის დროშა რაინერ ცობელი
ლიგა უმაღლესი ლიგა
2007-2008 1
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

დინამო თბილისი ქართული საფეხბურთო კლუბია თბილისში; ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი საბჭოთა პერიოდში. მისი მთავარი მიღწევა იყო 1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასის მოპოვება. ამ გათამაშების ფინალში მან აღმოსავლეთ გერმანული იენის "კარლ ცაისის" წაინააღმდეგ თამაშში დიუსელდორფში გაიმარჯვა ანგარიშით 2-1.

კლუბის ისტორიაში ყველაზე განთქმული გამარჯვება იყო 3:0 ლივერპულთან 1979 წლის 3 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონთა თასის პირველ რაუნდში.

ისტორია

20-იანი წლები

თბილისის "დინამოს" ისტორია 1925 წლის შემოდგომიდან იღებს სათავეს. გუნდის მატეანეს თავფურცელი მაშინ დაიწერა, როცა თბილისში, სპორტსაზოგადოება "დინამოს" ხელმძღვანელებმა საფეხბურთო გუნდის ჩამოყალიბება განიზრახეს - ფეხბურთი ხომ იმ წლებში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა.

იმ წლებში საკავშირო ჩემპიონატები არ ტარდებოდა და ამიტომაც, გუნდები ამხანაგური შეხვედრებით კმაყოფილდებოდნენ.

თბილისის "დინამომ" ისტორიაში პირველი შეხვედრა 1926 წლის 6 იანვარს ჩაატარა ბაქოელ თანაკლუბელებთან. შედარებით გამოცდილმა მეტოქემ დიდ ასპარეზზე პირველად გასულ "დინამოს" მინიმალური ანგარიშით - 1:0 მოუგო.

3 დღის შემდეგ "დინამომ" ბაქოს მეორე კლუბს "პროგრესს" უმასპინძლა და ამჯერად იოლად სძლია მეტოქეს - 3:0.

მიუხედავად იმისა, რომ 30-ინი წლების შუაწელში ქართველი ფეხბურთელების სიძლიერე აშკარაა ("დინამო" თბილისში 9:5 ამარცხებს რუსული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანს მოსკოვის "დინამოს", ლენინგრადის "დინამოს" კი 3:2-ს უგებს), საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციამ 1936 წელს დინამოელებს ქვეყნის პირველ ჩემპიონატში უმაღლესი ლიგის ნაცვლად პირველ ლიგაში მიუჩინა ადგილი.

საბჭოთა ფეხბურთის მმართველი ორგანოს უნებური შეცდომა მალე "დინამომ" თავად გამოასწორა - ექვსი მეტოქიდან ხუთი დაამარცხა (დნეპროპეტროვსკის "დინამო" 5:0, მოსკოვის "ტორპედო" 2:1, მოსკოვის "მეტალურგი" 2:0, ლენინგრადის "სტალინეცი" 3:1, ლენინგრადის "სპარტაკი" 6:1), ერთთან ფრედ ითამაშა (მოსკოვის "სტალინეცი" - 1:1) და უმაღლესი ლიგის საგზურს დაეუფლა!

ამ ექვს შეხვედრაში დინამოელთა ღირსება ალექსანდრე დოროხოვმა, შოთა შავგულიძემ, ედუარდ ნიკოლაიშვილმა, გრიგოლ გაგუამ, ვლადიმერ ბერძენიშვილმა, ნიკოლოზ ანიკინმა, ილია პანინმა, მიხეილ ბერძენიშვილმა, ბორის პაიჭაძემ, მიხეილ ასლამაზოვმა, ნიკოლოზ სომოვმა და ალექსანდრე აბაშიძემ დაიცვეს.

30-იანი წლები

1936 წლის შემოდგომით თბილისელები საბჭოთა კავშირის რიგით მეორე, ”დინამოსთვის” კი პირველ ჩემპიონატში ჩაებნენ. თბილისის ”დინამომ” საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში ასპარეზობის მანძილზე საერთო ჯამში 1424 შეხვედრა ჩაატარა. ამ 1424 თამაშიდან ”დინამომ” პირველი მატჩი 1936 წლის 7 სექტემბერს ჩაატარა კიევის ”დინამოსთან”. ქართველ და უკრაინელ ფეხბურთელთა დაპირისპირება საყაიმო ანგარიშით - ფრედ 2:2 დასრულდა. თბილისელთაგან გოლები ნიკოლოზ სომოვმა და ბორის პაიჭაძემ გაიტანეს, გუნდის შემადგენლობა კი ასეთი გახლდათ: ალექსანდრე დოროხოვი, შოთა შავგულიძე (ედუარდ ნიკოლაიშვილი), ბუკა ბერძენიშვილი, ნიკოლოზ ანიკინი, ვლადიმერ ჯორბენაძე, გრიგოლ გაგუა, ილია პანინი, მიხეილ ბერძენიშვილი, ბორის პაიჭაძე, მიხეილ ასლამაზოვი, ნიკოლოზ სომოვი. პირველი გამარჯვება ”დინამომ” თვრამეტი დღის შემდეგ, 25 სექტემბერს, მეორე ტურში თბილისში მოსკოვის ”სპარტაკთან” მოიპოვა. მიხეილ ბერძენიშვილის ერთადრეთმა გოლმა თამაშის ბედი ”დინამოს” სასარგებლოდ გადაწყვიტა.

სადებიუტო სეზონში ”დინამომ” საბოლოოდ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა - ლენინგრადის ”კრასნაია ”ზარიასთან” 2:3 მარცხმა თბილისელებს ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შანსი მოუსპო.

იმავე 1936 წელს ”დინამომ” ერთი ისეთი შეხვედრა ჩაატარა, რომელსაც დღემდე იხსენებენ საფეხბურთო ისტორიკოსები - საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების მეოთხედფინალში ქართველმა ფეხბურთელებმა მოსკოვში ადგილობრივ ”სპარტაკს” 6:3 (!) მოუგეს. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება, 16 აგვისტოს რომ გაიმართა, ფრედ 3:3 დასრულდა. გამარჯვებულის გასარკვევად 4 დღის შემდეგ, მეტოქენი მეორედ წარსდგნენ ერთმანეთის პირისპირ. კვლავ 3:3. დამატებით დროში თბილისელებს სამი უპასუხო ბურთი გააქვთ, საბოლოოდ კი 6:3!

1936 წელს ”დინამო” თასის გათამაშების ფინალში გადის, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში მოსკოვის ”ლოკომოტივთან” 0:2 მარცხდება.

საერთოდ, 30-იანი წლების მეორე ნახევარში თბილისის ”დინამო” საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბია, გუნდი ორჯერ ხდება ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი, ერთხელ ბრინჯაოს მედალს ეუფლება, ორჯერ თასის ფინალში გადის...

1937 წელს თბილისის ”დინამომ” ისტორიაში პირველი საერთაშორისო მატჩი ჩაატარა - საბჭოეთს ბასკ ფეხბურთელთა ნაკრები ესტუმრა. ”დინამო” ესპანელ მოთამაშეებს თბილისში 24 ივლისს დაუხვდა. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების წყურვილი საოცრად დიდი იყო, იმ დროისათვის უფრო თანამედროვე ფეხბურთის მიმდევარმა ბასკებმა 2:0 გაიმარჯვეს.

1941 წელს მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ, ცხადია საკავშირო ჩემპიონატებზეც იმოქმედა - 1941 წლის ჩემპიონატი შუაში შეწყდა, არადა იმ წელს ”დინამო” შესანიშნავად ასპარეზობდა. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების განახლებამდე, 1944 წელს თბილისის ”დინამო” პირველ საზღვარგარეთულ ტურნეში გაემგზავრა - ქართველ ფეხბურთელებს ირანმა უმასპინძლა.

1944 წლის ოქტომბერში თბილისის ”დინამომ” ირანის დედაქალაქ თეირანში ორი შეხვედრა ჩაატარა - 20 ოქტომბერს ირანის ნაკრები დაამარცხა 5:1, ერთ კვირაში კი თეირანის ნაკრებსაც სძლია - 4:0.


40-50-იანი წლები

1945 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი განახლდა. მიუხედავად იმისა, რომ ომის გამო დაკარგულმა წლებმა კლუბზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, ”დინამომ” შეინარჩუნა ჩვეული სტილი და კვლავაც ლიდერთა შორის დარჩა.

თბილისელთა შორის ახალი ლიდერები გამოჩნდნენ: გაიოზ ჯეჯელავა, ნიაზ ძიაპშპა, ანდრო ზაზროევი, ვლადიმერ ელოშვილი, ავთანდილ ჭკუასელი, ვლადიმერ მარღანია, გიორგი ანთაძე...

სწორედ იმ წლებში გახდა დინამოელი ლეგენდარული ავთანდილ ღოღობერიძე, ფეხბურთელი, რომელიც დღემდე ”დინამოს” მრავალგზის რეკორდსმენია.

ავთანდილ ღოღობერიძე თბილისის ”დინამოში” 14 წელი თამაშობდა, საკავშირო ჩემპიონატებში 341 შეხვედრა ჩაატარა და გაიტანა 127 გოლი. 1953 წელს თბილისის ”დინამო” საოცრად ახლოს იყო ჩემპიონის ტიტულთან, მაგრამ საქმეში ”ზემდგომი ორგანოები” ჩაერივნენ, ქართველ ფეხბურთელებს მოგებული შეხვედრის გადათამაშება უბრძანეს და ტენდენციური მსაჯობის წყალობით ”დინამოს” ოქროს მედლები დააკარგვინეს.

საბოლოოდ ”დინამო” ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. მომდევნო სეზონიდან კი კლუბის ისტორიაში პირველი კრიზისული პერიოდი იწყება - 1954 წლიდან 1958 წლის ჩათვლით ”დინამო” მეშვიდე ადგილზე მაღლა ასვლას ვერ ახერხებს. იმ წლებში გუნდის შემადგენლობაში ახალი ფეხბურთელები გამოჩნდნენ, რომლებმაც საბოლო ჯამში კლუბს 1964 წელს ჩემპიონის ტიტული მოუტანეს: შოთა იამანიძემ, ვლადიმერ ბარქაიამ, სერგო კოტრიკაძემ, მიხეილ მესხმა, ბორის სიჭინავამ, გურამ პეტრიაშვილმა, ზაურ კალოევმა, ჯემალ ზეინკლიშვილმა და სხვებმა ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანის თეთრ-ლურჯი მაისურა ”დინამოსათვის” წარუმატებელ წლებში მოირგეს.

60-იანი წლები

1964 წელს ”დინამო” საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ხდება - აწ გარდაცვლილი შესანიშნავი რუსი სპეციალისტის გავრილ კაჩალინის გაწვრთნილმა ”დინამომ” ჩემპიონატში მოსკოვის ”ტორპედოსთან” ერთად თანაბარი ქულები დააგროვა, რამაც გუნდს უფლება მისცა დამატებით შეხვედრაში ჩემპიონი ტიტულის მოსაპოვებლად ებრძოლა.

საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციის გადაწვეტილებით, 1964 წლის 18 ნოემბერს ტაშკენტში გადამწვეტი შეხვედრა დაინიშნა. ”ოქროს მატჩში” კიდევ ერთხელ გამოჩნდა ქართველ ფეხბურთელთა მაღალი ოსტატობა – ”დინამომ” ”ტორპედო” 4:1 დაამარცხა, არადა თავიდან აგებდა კიდეც. ქართველთაგან გოლები ილია დათუნაშვილმა (ორი), მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა გაიტანეს. ”დინამომ” საბჭოთა ფეხბურთის ოლიმპი პირველად დაიპყრო!

”ოქროს მატჩში” “დინამოს” ღირსებას ეს ”ოქროს ფეხბურთელები” იცავდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და მიხეილ მესხი. და რა თქმა უნდა არ უნდა დავივიწყოთ ”ოქროს მწვრთნელი” გავრილ კაჩალინი და ”ოქროს გუნდის ”ოქროს უფროსი” ავთანდილ ღოღობერიძე.

60-იანი წლების მეორე ნახევარსა და 70-იანი წლების პირველ ნახევარში ”დინამოს” რიგებში ბრწყინავდნენ სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული მიხეილ მესხი, შეუდარებელი სლავა მეტრეველი, საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი მურთაზ ხურცილავა, რევაზ ძოძუაშვილი, კახი ასათიანი, გოჩა გავაშელი, გურამ პეტრიაშვილი, ფირუზ კანთელაძე, გივი და ლევან ნოდიები...


70-იანი წლები

სწორედ 70-იანი წლების დასაწყისში მოვიდა ”დინამოში” ნიჭიერ ფეხბურთელთა ის თაობა, რომლებმაც კლუბი უდიდეს გამარჯვებამდე მიიყვანა - დავით ყიფიანი, ვლადიმერ გუცაევი, შოთა ხინჩაგაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე...

1972 წლის 13 სექტემბერს დინამოელები ევროტურნირში ერთვებიან. სადებიუტო სეზონში ”დინამომ” უეფას თასზე იასპარეზა - პირველი შეხვედრა ჰოლანდიის ქალაქ ენსხედეს კლუბ ”ტვენტესთან” ქართველმა ფეხბურთელებმა 3:2 მოიგეს.

ორი ბურთი გივი ნოდიამ გაიტანა, ერთიც ტრაგიკულად დაღუპულმა ლეგენდარულმა გამთამაშებელმა დავით ყიფიანმა.

გუნდის შემადგენლობა ასეთი გახლდათ: დავით გოგია, რევაზ ძოძუაშვილი, ვახტანგ ჭელიძე, მურთაზ ხურცილავა, შოთა ხინჩაგაშვილი, გურამ პეტრიაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, კახი ასათიანი, ვლადიმერ გუცაევი (ლევან ნოდია), გივი ნოდია, დავით ყიფიანი.

1973 წელს თბილისის ”დინამო” პირველ დიდ საერთაშორისო ტურნირს იგებს - ესპანეთის ქალაქ უელვაში თბილისელები ჯერ მადრიდის ”ატლეტიკოს” ამარცხებენ, მერე კი თვით ლისაბონის ”ბენფიკას” და მთავარ პრიზს - კოლუმბის კარაველას ეუფლებიან!

1976 წელს გუნდის მთავარ მწვრთნელად აწ გარდაცვლილი ნოდარ ახალკაცი ინიშნება, კაცი, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული ”დინამოს” ყველაზე წარმატებული პერიოდი.

ახალკაცის გამოჩენის პირველსავე წელს ”დინამო” ორჯერ ხდება ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1976 წელს ჩემპიონატი ორჯერ ჩატარდა) და რაც მთავარია, ისტორიაში პირველად სსრკ-ს თასს იგებს!

1976 წლის 3 სექტემბერს ფინალი მოსკოვში შედგა. თბილისელებმა საოცრად დაძაბულ ბრძოლაში 3:0 სძლიეს წინა გათამაშების გამარჯვებულ ერევნის ”არარატს” - დავით ყიფიანის, ფირუზ კანთელაძის (პენალტი) და რევაზ ჩელებაძის გოლებმა ”დინამოს” პირველად არგუნა ბროლის თასი!

1977 წელს თბილისის ”დინამო” ჩემპიონატში ერთი საფეხურით მაღლა იწევს - გუნდი ვიცე-ჩემპიონია.

1978 წელს კი ”დინამო” მეორედ ხდება საბჭოთა კავშირის ჩემპიონი - ნოდარ ახალკაცის გაწვრთნილმა გუნდმა ტიტული პირველობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა! იმ დროს ”დინამოში” ბრწყინვალე ფეხბურთელები თამაშობდნენ - დავით ყიფიანი, ძმები მაჩაიძეები, ალექსანდრე ჩივაძე, შოთა ხინჩაგაშვილი, თამაზ კოსტავა, დავით გოგია, ვახტანგ ქორიძე, რამაზ შენგელია, ფირუზ კანთელაძე, ვიტალი დარასელია, ვლადიმერ გუცაევი, თენგიზ სულაქველიძე, რევაზ ჩელებაძე, ოთარ გაბელია, ნოდარ ხიზანიშვილი...


80-იანი წლები

1981 წლის 13 მაისს ”დინამო” თასების მფლობელთა თასს დაეუფლა - მაშინდელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ დიუსელდორფში ქართველი ფეხბურთელები გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბ იენის ”კარლ ცაისს” ამარცხებენ - 2:1.

ვლადიმერ გუცაევის და ვიტალი დარასელიას გოლები ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ”დინამო” კი გახდა ყველაზე აღმოსავლეთ ევროპული კლუბი ევროტურნირების ისტორიაში, რომელიც ევროთასს დაეუფლა.

1982 წელს გუნდი კვლავაც ახლოს იყო თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალთან, მაგრამ ”დინამო” ნახევარფინალში გამოეთიშა ბრძოლას. იმავე წლის 13 დეკემბერს ტრაგიკულად დაიღუპა ”საუკუნის გოლის” ავტორი ვიტალი დარასელია.

1983 წლიდან კი ”დინამოს” ისტორიაში მეორე კრიზისული პერიოდი იწყება - ჩემპიონატში გუნდი მისთვის უჩვეულო ადგილებზე გადის, თასის გათამაშებას იშვიათი გამონაკლისის გარდა პირველ-მეორე ეტაპზე ეთიშება, ევროტურნირებზე თამაშს კი მხოლოდ ერთხელ ახერხებს...

1989 წლის 27 ოქტომბერს თბილისის ”დინამო” საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში ნათამაშევი 1424 მატჩიდან უკანასკნელს, 1424-ე შეხვედრას ატარებს. ალბათ სიმბოლურია, რომ თბილისელები საბჭოთა კავშირის პირველობას იმ გუნდთან თამაშით დაემშვიდობნენ, რომელთან პაექრობითაც დაიწყეს კიდეც დიდი და საინტერესო გზა - კიევის ”დინამოსთან” უკრაინის დედაქალაქში ჩატარებული შეხვედრა, ისევე როგორც 1936 წლის 7 სექტემბერს, ფრედ 2:2 დასრულდა. დინამოელთაგან გოლები კახი გოგიჩაიშვილმა (პენალტით) და თემურ ქეცბაიამ გაიტანეს...


90-იანი წლები

1990 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საბჭოთა კავშირის ფეხბურთის მმართველი ორგანოს შემადგენლობიდან გამოდის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართული კლუბები საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ასპარეზობაზე უარს ამბობენ. აქედან იწყება თბილისის ”დინამოს” უახლესი ისტორია, რომელიც მიუხედავად მოკლე პერიოდისა, საოცრად ბევრ, ხშირ შემთხვევაში კი არცთუ სასიამოვნო მოვლენას იტევს.

საქართველოს ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა პირველი შეხვედრა ჩემპიონატში 1990 წლის 30 მარტს ჩაატარა ფოთის ”კოლხეთი 1913”-თან. ყველასათვის მოულოდნელად, თბილისელები 0:1 დამარცხდნენ - ერთადერთი გოლი ”დინამოს” კაპიტანმა გელა კეტაშვილმა გაიტანა... საკუთარ კარში. მიუხედავად მარცხიანი სტარტისა, ”დინამომ” დაამტკიცა, რომ მეტოქეებზე ძლიერი იყო და საბოლოოდ მოიგო კიდეც ჩემპიონატი. გუნდმა ტიტული მომდევნო ცხრა პირველობაშიც შეინარჩუნა, მერე კი პოზიციების დათმობა მოუწია.

1992 წელს თბილისის ”დინამო” პირველად ეუფლება საქართველოს თასს - ფინალში თბილისელები სოხუმის ”ცხუმს” ამარცხებენ.

1993 წელს თბილისის ”დინამომ" პირველად შეასრულა ”დუბლი” - ჩემპიონატიც მოიგო და თასიც. მიუხედავად ასეთი წარმატებისა, დინამოელთათვის ის წელი სხვა მოვლენის გამო იყო აღსანიშნავი - გუნდი დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ევროტურნირებზე პირველად გავიდა!

1993 წლის 18 აგვისტოს, საღამოს 20 საათზე დაიწყო მატჩი, რომლითაც ქართული საკლუბო ფეხბურთი დიდი ევროპული ოჯახის წევრი გახდა.

ბელფასტის ”ლინფილდი” ”დინამომ” 2:1 დაამარცხა - შოთა არველაძის ლამაზმა გოლმა და გელა ინალიშვილის ჰაერივით საჭირო საგოლე დარტყმამ მთელი საქართველო გაახარა. საპასუხო შეხვედრა ბელფასტში 1:1 დასრულდა, ”დინამოც” დანიურ ”კოპენჰაგენთან” მატჩისთვის ემზადებოდა...

უეფამ საქართველოს ჩემპიონი მსაჯთა მოსყიდვის მცდელობისათვის გათამაშებიდან მოხსნა, ცოტა ხნის შემდეგ კი ორწლიანი დისკვალიფიკაციაც მიუსაჯა. მოგვიანებით ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ სასჯელი შეამცირა, თუმცა ამით გულშემატკივართა გატეხილი გული ნამდვილად არ გამთელებულა.

გუნდი ჩემპიონის ტიტულს ერთიმეორის მიყოლებით იგებდა, თასსაც კარგა ხანი არავის უთმობდა, აი, ევროტურნირებზე კი წარმატებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა.

1996 წელს თბილისის ”დინამომ”, რომელსაც დავით ყიფიანი თავკაცობდა, ევროტურნირებზე ერთბაშად სამი ეტაპი დაძლია - ლუქსემბურგის ”გრევენმახერის” (4:0, 2:2), ნორვეგიული ”მიოლდეს” (2:1, 0:0) და მოსკოვის ”ტორპედოს” (1:0, 1:1) დამარცხების შემდეგ, დინამოელები პორტუგალიურ ”ბოავიშტასთან” მარცხდებიან (1:0, 0:5).

იმავე 1996 წელს თბილისელებმა სუპერთასის პირველი გათამაშებაც მოიგეს. მოვგიანებით, ძლიერ ფეხბურთელთა უცხოეთში უწყვეტმა გადინებამ თავისი უარყოფითი შედეგი მოიტანა – ”დინამოს” სულ უფრო უჭირდა ლიდერის პოზიციის შენარჩუნება, საბოლოოდ კი, 2000 წელს ჩემპიონის ტიტულიც დათმო.

სტადიონი

"დინამოს" სტადიონი 1976 წელს გაიხსნა, იგი გახლავთ არქიტექტორთა მთელი ჯგუფის ნააზრევი, რომელსაც სათავეში ედგა ცნობილი არქიტექტორი გია ქურდიანი.

მანამდე მის ადგილზე გაცილებით პატარა, 35 ათასიანი ტევადობის სარბიელი იყო. დინამოელთა წარმატებებბმა აუცილებელ მოთხოვნად აქცია ტევადობის გაზრდა.

პირველი თამაში "დინამოს" ახალ სტადიონზე საერთაშორისო გამოდგა, უეფას თასის 1/32 ფინალში დინამოელებმა უელსის "კარდიფ სიტის" უმასპინძლეს და 3:0 - გაიმარჯვეს.

სტადიონის მაქსიმალური ტევადობა 78 ათასს მაყურებელს შეადგენდა, თუმცა მას დასწრების თავისებური რეკორდებიც ახსოვს, ასე მაგალითად 1979 წელს "დინამო" ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს "ლივერპულს" მასპინძლობდა. პირველი თამაში ქართველ ფეხბურთელებს 1:2 ჰქონდათ წაგებული. მაყურებერლის ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ სტადიონზე 110 ათასი (!) გულშემატკივარი მოვიდა. მათმა მხარდაჭერამ სათანადო შედეგი გამოიღო და დინამოელებმა 3:0 გაიმარჯვეს. საერთოდ ყოფილი საბჭოეთის პერიოდში "დინამოს" სტადიონი დასწრების მხრივ პირველ ადგილზე იყო, თამაშზე საშუალოდ 45 ათასი მაყურებელი დადიოდა.

მოგვიანებით დასწრების რეკორდი, უკვე დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის პერიოდში განმეორდა, 1995 წელს, როდესაც საქართველოსა და გერმანიის ნაკრებების მატჩზე დასაწრებად ისევ 110 ათასმა მაყურებელმა მოიყარა თავი.

100 ათასი მაყურებელი დაესწრო ეროვნული ჩემპიოპნატის გახსნის მატჩს "დინამოსა" და ფოთის "კოლხეთს" შორის.

ამავე სტადიონზე საკმაოდ ხშირად თამაშობდა სსრკ-ს ნაკრებიც, ასევე მოსკოვის "სპარტაკი", მოსკოვისა და კიევის "დინამოებიც" ატარებდნენ საერთაშორისო მატჩებს.

უამრავ ქართველ, რუს, ევროპელ, თუ თქვენ წარმოიდგინეთ სამხრეთ ამერიკელ ვარსკვლავს დაუდგამს მის მინდორზე ფეხი. 1985 წელს "დინამოს" სტადიონზე ჩატარდა ახალგაზრდათა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური მატჩები.

წლების განმავლობაში ამავე სტადიონზე თამაშობდა საქართველოს ეროვნული ნაკრებიც, რომელზეც 5:0 დაამარცხა უელსის ნაკრები, 3:0 მოუგო პოლონეთის ნაკრებს.

1995 წლიდან კი სტადიონს ქართული ფეხბურთის ლეგენდარული წარმომადგენელის, ფეხბურთის კარუზოდ წოდებული ბორის პაიჭაძის სახელი ეწოდა. სხვათაშორის პაიჭაძე ერთ-ერთი პირველი დინამოელი და მისი მდიდარი ტრადიციების დამაარსებელიც იყო.

ქართულ ცნობიერებაში ეს სტადიონი ფეხბურთის მექასთან ასოცირდება და ალბათ ეს არცაა გასაკვირი. მას ახსოვს 1976, 1978 და 1979 წლების "დინამოს" ტრიუმფი და 1981 წელს თასების თასების მომპოვებელი დინამოელების დამხვედრი 80 ათასამდე გულშემატკივარი.

მცირე პაუზის შემდეგ, რაც სტადიონის რეკონსტრუქციასთან გახლდათ დაკავშირებული, ჩვენი გუნდი კვლავ საქართველოს უმთავრეს არენას დაუბრუნდა, რომელიც ყველა თანამედროვე მოთხოვნას აკმაყოფილებს.


ჯილდოები

  • საბჭოთა კავშირის ჩემპიონი: 1964, 1978
  • საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი: 1976, 1979
  • საქართველოს ჩემპიონი: 1990, 1991, 1992, 1993, 1994, 1995, 1996, 1997, 1998, 1999, 2003, 2005, 2008
  • საქართველოს თასის მფლობელი: 1992, 1993, 1994, 1995, 1996, 1997, 2003, 2004
  • ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი: 1981
  • თანამეგობრობის თასის მფლობელი: 2004.

შემადგენლობა 2008/09

სახელი ნომერი ეროვნება
მეკარე
გიორგი ლორია 1 საქართველოს დროშა
დიდიე ოვონო 12 გაბონის დროშა
მცველი
გურამ მინდორაშვილი 2 საქართველოს დროშა
გულვერდ თომაშვილი 3 საქართველოს დროშა
გურამ კაშია 37 საქართველოს დროშა
მარკოს ჩარასი 13 არგენტინის დროშა
მილოშ კრშკო 16 სლოვაკეთის დროშა
გიორგი გუგავა 19 საქართველოს დროშა
ოლეგ გველესიანი 21 საქართველოს დროშა
ალექსანდრე ინწკირველი 24 საქართველოს დროშა
შოთა ლომია 30 საქართველოს დროშა
ნახევარმცველი
ალექსანდრე კოშკაძე 7 საქართველოს დროშა
ლევან ხმალაძე (კაპიტანი) 8 საქართველოს დროშა
გიორგი მერებაშვილი 10 საქართველოს დროშა
დანილო ტომიჩი 19 მონტენეგროს დროშა
გიორგი ნერგაძე 20 საქართველოს დროშა
ნიკოლოზ ფირცხალავა 23 საქართველოს დროშა
დავით დიღმელაშვილი 18 საქართველოს დროშა
თავდამსხმელი
ირაკლი სიხარულიძე 4 საქართველოს დროშა
ნიკოლოზ ჯიშკარიანი 5 საქართველოს დროშა
ილია სპასოევიჩი 9 მონტენეგროს დროშა
მათე ვაწაძე 11 საქართველოს დროშა
ზვიად ქანთარია 14 საქართველოს დროშა
დონალდ ჯიუსი 15 კამერუნის დროშა
ჯორჯ აკირემი 26 გაბონის დროშა

დინამოს ბომბარდირები

წელი ფეხბურთელი ქვეყანა გოლები
2007-08 მიხეილ ხუციშვილი საქართველო 16
2006-07 სანდრო იაშვილი საქართველო 27
2005-06 ჯაბა დვალი საქართველო 21
2004-05 ლევან მელქაძე საქართველო 27

დინამოს მწვრთნელები

პერიოდი მწვრთნელი ტიტ. რაოდ. ტიტული
2008 — გერმანიის დროშა რაინერ ცობელი 1 1 სუპერთასი
2006 — 2008 ჩეხეთის დროშა დუშან უგრინი 1 1 ჩემიონატი
2006 — 2006 საქართველოს დროშა კახა კაჭარავა
2006 — 2006 რუსეთის დროშა ანდრეი ჩერნიშოვი
2005 — 2006 საქართველოს დროშა კახა ცხადაძე 2 1 ჩემპიონატი
1 სუპერთასი
2004 — 2005 საქართველოს დროშა გია გეგუჩაძე 1 1 საქართველოს თასი
2002 — 2004 ხორვატიის დროშა ივო შუშაკი 3 1 ჩემპიონატი
1 თასი
1 თანამეგობრობის თასი
2001 — 2001 საქართველოს დროშა გივი ნოდია
2001 — 2001 საქართველოს დროშა გოჩა ტყებუჩავა
2000 — 2001 საქართველოს დროშა რევაზ არველაძე
2000 — 2000 საქართველოს დროშა ჯემალ ჩიმაკაძე
1999 — 2000 საქართველოს დროშა ოთარ კორღალიძე 1 1 სუპერთასი
1999 — 1999 საქართველოს დროშა გია გეგუჩაძე
1999 — 1999 ნიდერლანდების დროშა იოჰან ბოსკამპი 1 1 ჩემპიონატი
1998 — 1999 საქართველოს დროშა მურთაზ ხურცილავა 1 1 სუპერთასი
1998 — 1998 საქართველოს დროშა ნოდარ აკობია
1996 — 1997 საქართველოს დროშა დავით ყიფიანი 7 3 ჩემპიონატი
2 საქართველოს თასი
2 სუპერთასი
1995 — 1995 საქართველოს დროშა ვაჟა ჟვანია
1994 — 1995 საქართველოს დროშა სერგო კუტივაძე
1994 — 1994 საქართველოს დროშა თემურ ჩხაიძე
1992 — 1994 საქართველოს დროშა გივი ნოდია 3 2 ჩემპიონატი
1 საქართველოს თასი
1992 — 1992 საქართველოს დროშა რევაზ ძოძუაშვილი 2 1 ჩემპიონატი
1 საქართველოს თასი
1988 — 1991 საქართველოს დროშა დავით ყიფიანი 4 2 ჩემპიონატი
2 საქართველოს თასი
1987 — 1988 საქართველოს დროშა ზონინ გერმანი
1987 — 1988 საქართველოს დროშა კახი ასათიანი
1985 — 1986 საქართველოს დროშა ნოდარ ახალკაცი
1984 — 1985 საქართველოს დროშა დავით ყიფიანი
1976 — 1983 საქართველოს დროშა ნოდარ ახალკაცი 4 1 საჭოთა კავშირის ჩემპიონატი
2 საბჭოთა კავშირის თასი
ევროპის თასების თასი
1974 — 1975 რუსეთის დროშა მიხეილ იაკუშინი
1974 — 1974 საქართველოს დროშა გივი ჩოხელი
1973 — 1973 საქართველოს დროშა ალექსანდრე კოტრიკაძე
1971 — 1972 რუსეთის დროშა გავრილ კაჩალინი
1967 — 1968 რუსეთის დროშა ვლადიმირ სოვოლევი
1966 — 1966 საქართველოს დროშა ალექსანდრე კოტრიკაძე
1964 — 1965 რუსეთის დროშა გავრილ კაჩალინი 1 1 საბჭოთა კავშირის ჩემპიონი

გუნდის პერსონალი

  • მმართველი დირექტორი-ბუბა ტყავაძე
  • ტექნიკური დირექტორი-ამირან ღიბრაძე
  • სპორტული კოორდინატორი-გია ჯიშკარიანი
  • ადმინისტრატორი-მევლუდ ქასრაშვილი
  • მასაჟისტი-ვახტანგ ძამაშვილი
  • პრეს ატაშე-გიგა გვენცაძე
  • გუნდის უფროსი-გია იმნაძე
  • გუნდის ექიმი-ზურაბ ლომინაძე
  • ვიდეო ოპერატორი-ზურაბ ოქიტაშვილი
  • მასაჟისტი-ირაკლი სახვაძე

ცნობილი ფეხბურთელები


რესურსები ინტერნეტში