არქტიკული წრე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''არქტიკული წრე''' ანუ '''ჩრდილოეთის პოლარული წრე''' — დედამიწის რ...
(განსხვავება არ არის)

23:56, 16 თებერვალი 2009-ის ვერსია

არქტიკული წრე ანუ ჩრდილოეთის პოლარული წრე — დედამიწის რუკაზე აღნიშნული ხუთი უმთავრესი პარალელიდან ერთ-ერთი. არქტიკული წრე მდებარეობს ეკვატორიდან ჩრდილოეთით 66° 33′39″ (66.56083°)-ში. ჩრდილოპოლარული წრის ჩრდილოეტით მდებარე მხარეს არქტიკა ეწოდება, მის სამხრეთით ზომიერი კლიმატის ჩრდილოეთი სარტყელი მდებარეობს. სამხრეთ ნახევარსფეროში ანალოგიურ პარალელს სამხრეთის პოლარული წრე ეწოდება.

ჩრდილოპოლარული წრე პოლარული დღისა და ღამის სამხრეთის საზღვარს აღნიშნავს. არქტიკული წრის ჩრდილოეთით, ნებისმიერ ადგილას, მზე წელიწადში ერთხელ მაინც 24 საათით დგას ჰორიზონტზე და ასევე ერთხელ 24 საათით არ ჩნდება ჰორიზონტზე. პოლარული წრის განედზე ეს მოვლენები წელიწადში ერთხელ, ივნისსა და დეკემბერში ბუნიობისას ხდება.

არქტიკის მკაცრი ჰავის გამო აქ ძალიან მცირე რაოდენობით ცხოვრობს ხალხი. ყველაზე მსხვილი ქალაქები, რომლებიც პოლარული წრის ჩრდილოეთით მდებარეობენ, ესენია: მურმანსკი (32500 მცხოვრებით), ნორილსკი (13 500 მცხოვრებით) და ვორკუტა (85 000 მცხოვრებით) რუსეთში და ტრომსე (62 00 მცხოვრებით) ნორვეგიაში.