იზაბელა ფრანგი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: en:Isabella of France
ბოტის დამატება: simple:Isabella of France
ხაზი 36: ხაზი 36:
[[pt:Isabel de França (1295)]]
[[pt:Isabel de França (1295)]]
[[ru:Изабелла (королева Англии)]]
[[ru:Изабелла (королева Англии)]]
[[simple:Isabella of France]]
[[sv:Isabella av Frankrike]]
[[sv:Isabella av Frankrike]]
[[th:อิสซาเบลลาแห่งฝรั่งเศส สมเด็จพระราชินีแห่งอังกฤษ]]
[[th:อิสซาเบลลาแห่งฝรั่งเศส สมเด็จพระราชินีแห่งอังกฤษ]]

17:01, 13 თებერვალი 2009-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იზაბელა.

იზაბელა ფრანგი (დ. 1292 - გ. 23 აგვისტო, 1358, ცნობილი, როგორც ფრანგი ძუ მგელი, 1308 წლიდან ინგლისის მეფე ედუარდ II-ის ცოლი, საფრანგეთის მეფე ფილიპ IV-ისა და ჟანა ნავარელის ქალიშვილი. მეფეების ლუი X, ფილიპ V და შარლ IV-ის და.

ედუარდ II-ზე მისი ფავორიტების გავლენის შესამცირებლად მისი მცდელობები უშედეგოდ დასრულდა, რის გამოც მან ამბოხის პირდაპირ ფორმას მიმართა და მეფის წინააღმდეგ ბარონები აამხედრა.

თავისი ძმის, საფრანგეთის მეფე შარლ IV-ის კარს შეკედლებული იზაბელა კავშირს ამყარებს როჯერ მორტიმერთან, ვიგმორის მერვე ბარონთან (1287-1330), ასევე კონტინენტზე გადმოყავს საკუთარი შვილი, ედუარდი, და მთელი პარტია, რომელიც დესპენსერის წინააღმდეგ გამოდიოდა.

ინგლისში მისი შეჭრის შემდეგ, პარლამენტმა ედუარდ II-ს ტახტი წაართვა. დედოფალი რეგენტი გახდა მისი მცირეწლოვანი ვაჟის ედუარდ III-ის მმართველობის პარალელურად. მორტიმერმა კი, რომელმაც ამასობაში მთელი ძალაუფლება ჩაიგდო ხელთ, საკუთარი მტრების განადგურება დაიწყო. მისი და დედოფლის კავშირი უკვე საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენდა. თუმცა, როგორც კი ედუარდ III სრულწლოვანი გახდა, მან მორტიმერი სიკვდილით დაასჯევინა (1330 წლის 29 ნოემბერს), ხოლო იზაბელას მთელი ცხოვრება შინაპატიმრობა მიესაჯა.