სილვი კინიგი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
No edit summary |
მ ბოტის დამატება: en:Sylvie Kinigi |
||
ხაზი 27: | ხაზი 27: | ||
[[კატეგორია:დაბადებული 1953]] |
[[კატეგორია:დაბადებული 1953]] |
||
[[კატეგორია:პოლიტიკოსი ქალები]] |
[[კატეგორია:პოლიტიკოსი ქალები]] |
||
[[de:Sylvie Kinigi]] |
[[de:Sylvie Kinigi]] |
||
[[en:Sylvie Kinigi]] |
|||
[[et:Sylvie Kinigi]] |
[[et:Sylvie Kinigi]] |
||
[[fr:Sylvie Kinigi]] |
[[fr:Sylvie Kinigi]] |
06:30, 9 თებერვალი 2009-ის ვერსია
სილვიე კინიგი | |
ბურუნდის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
27 ოქტომბერი 1993 – 5 თებერვალი 1994 | |
წინამორბედი | ფრანსუა ნგეზე |
მემკვიდრე | სიპრიენ ნტარიამირა |
დაბადებული | 1953 მუგოისი ბურუნდი |
სილვიე კინიგი - ბურუნდის პოლიტიკური მოღვაწე, პრემიერ-მინისტრი და დროებითი პრეზიდენტი (1993-1994). დაიბადა ბუჟუმბურას პროვინციაში, ეთნიკურად ეკუთვნის ტუტსის ტომს. 1993 წლის 10 ივლისს ქვეყნის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა მელშიორ ნდადაიემ, რომელიც ხუტუს ტომს ეკუთვნოდა ტუტსის ტომელი სილვიე კინიგი პრემიერ-მინისტრად დანიშნა, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ ორ ტომს შორის შერიგების სიმბოლოდ მიიღო, მაგრამ 1993 წლის 21 ოქტომბერს ყველაფერი აირია. დაიწყო სამოქალაქო ომი. ტუტსის ეთნიკურმა ჯგუფმა პრეზიდენტი და მისი 6 მინისტრი დაატყვევა და სასტიკი წამების შემდეგ ამოხოცა. პრეზიდენტის პოსტი შვიდი დღის განმავლობაში ეკავა ფრანსუა ნგეზეს. პრემიერ-მინისტრმა კინიგიმ კი გადაწყვიტა ემიგრაციაში წასვლა და საფრანგეთის საელჩოს მიმართა თხოვნით მიეცათ თავშესაფარი, თუმცა პასუხის მიღებამდე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ იგი ბურუნდის დროებით პრეზიდენტად დაამტკიცა. პარალელურად კი ასრულებდა პრემიერ-მინისტრის მოვალეობას. მისი მდგომარეობა კიდევ უფრო განმტკიცდა მას შემდეგ, რაც ბურუნდის ყოფილმა პრეზიდენტებმა პიერ ბუიოიამ და ჟან ბატისტ ბაგაზამ მისი მხარე დაიკავეს ასეთ რთულ ვითარებაში. 1994 წლის 5 თებერვალს იგი პრეზიდენტის პოსტზე შეცვალა სიპრიენ ნტარიამირამ. 7 თებერვალს სილვიე კინიგიმ პრემიერ-მინისტრის პოსტიც დასთმო და იგი დაიკავა ტუტსის ტომის წარმომადგენელმა ანატოლი კანიენკიკომ. სახელმწიფო საქმეებს დაშორებული ქალბატონი კინიგი სამუშაოდ გადავიდა საბანკო სექტორში და მუშაობა გაგრძელა თავისი პროფესიის შესაბამისად, ხოლო 2004 წლიდან მუშაობს გაეროს განვითარების პროგრამის ადგილობრივ წარმომადგენლობაში.
წინამორბედი: ფრანსუა ნგეზე |
ბურუნდის პრეზიდენტი 1993 – 1994 |
შემდეგი: სიპრიენ ნტარიამირა |