ორაკული: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
რობოტი დამატება: da:Orakel
No edit summary
ხაზი 18: ხაზი 18:


[[კატეგორია:ისტორია]]
[[კატეგორია:ისტორია]]
[[კატეგორია:რელიგია]]


[[ca:Oracle]]
[[ca:Oracle]]

00:23, 22 ივლისი 2006-ის ვერსია

ორაკული (ლათ. oraculum, oro — ვამბობ, ვთხოვ) — პიროვნება ან ინსტიტუტი, რომელიც წინასწარმეტყველების ან ბრძნული რჩევის წყაროდ აღიქმებოდა ძველ ბერძნებსა და აღმოსავლეთის კულტურებში; ხშირად სპირიტუალურ ხასიათს ატარებდა და შეუმცდარ ავტორიტეტად ითვლებოდა. ძველ სამყაროში ბევრმა ადგილმა მოიხვეჭა ორაკულისეული სიბრძნის გადმოცემის რეპუტაცია: ეს ადგილებიც ორაკულები ხდებოდა თავად იმ მჭერმეტწყველ პიროვნებებთან ერთად.

ორაკულები ცნობილი იყო ანტიკური ხანის ყველა ცივილიზაციისთვის. ჩინეთში ორაკულის ძვლების გამოყენებას შანგის დინასტიამდე (ძვ.წ. 1600 - ძვ.წ. 1046) მივყავართ. I ჩინგი (ცვლილებათა წიგნი) ქრონოლოგიურად დალაგებულ ნიშანთა კრებულია, რომელიც ორაკულად გამოიყენებოდა იმ პერიოდში. გარდა ორაკულისა "I ჩინგს" დიდი გავლენა ჰქონდა ჩინეთის ფილოსოფიაზე, ლიტერატურასა და სახელმწიფოებრიობაზე ჟუს დინასტიიდან მოყოლებული (ძვ.წ. 1122 - ძვ.წ. 256).

კლასიკურ საბერძნეთში უმთავრესი ორაკული - სიბილი (ან პირთია) დელფის აპოლონის ტაძარში იმყოფებოდა. ორაკულს მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ჰელენისტურ კულტურებში; ბერძნები მას რჩევას ეკითხებოდნენ მნიშვნელოვანი წამოწყებების - ომების, კოლონიების დაფუძნების და ა.შ. განხორციელებამდე. ნახევრად ჰელენისტური ქვეყნები საბერძნეთის გარშემო, როგორებიცაა მაკედონია, ლიდია, ცარია და ეგვიპტეც კი დელფის ორაკულის წინ ქედს იხრიდნენ. ლიდიის მმართველი კროესუსი დელფის ორაკულს დაეკითხა რჩევას სპარსეთზე შეტევის წამოწყების წინ და ჰეროდოტეს მიხედვით ამგვარი პასუხი მიიღო: “შენ გაანადგურებ უდიდეს იმპერიას”. ირწმუნა რა, რომ პასუხი მისთვის სასარგებლო იყო, კროესუსმა სპარსეთს ომი გამოუცხადა, თუმცა საბოლოოდ საკუთარი იმპერია გაუნადგურდა.

ორაკულს გადმოცემის თანახმად სოკრატე საბერძნეთის უბრძნეს ადამიან შეურაცხავს, რაც სოკრატეს ასე აუხსნია - ის ყველაზე ბრძენი იყო ვინაიდან სხვებისგან განსხვავებით მხოლოდ თავად აღიარებდა საკუთარ უმეცრებას. მე-3 საუკუნეში ორაკულმა (შესაძლოა ქრთამის მეშვეობით) გამოაცხადა, რომ ამიერიდან ღმერთი მას აღარ დაელაპარაკებოდა.

კრეტაზე მდებარეობდა მეორე მნიშვნელოვანი ორაკული, რომელიც აპოლონს ემსახურებოდა. მას საბერძნეთში ყველაზე ზუსტ ორაკულად თვლიდნენ.

ეგვიპტეში, ამმონის ტაძარში იმყოფებოდა ორაკული, რომელსაც ბერძნები ზევსს უკავშირებდნენ. ალექსანდრე დიდს ერთხელ მოუნახულებია იგი და გადმოცემით ორაკულს ის ამმონის ვაჟად შეურაცხავს, რასაც უფრო განუმტკიცებია ალექსანდრესთვის წარმოდგენა საკუთარი ღვთიური წარმოშობის შესახებ.

ტიბეტში ორაკულებს, ისევე როგორც წარსულში, ამჟამადაც მნიშვნელოვანი როლი უჭირავთ რელიგიასა და პოლიტიკაში. სიტყვა ორაკული ტიბეტელებისთვის მითითებს სულზე, რომელიც საჭიროებისამებრ მედიუმი ადამიანის სხეულში ისადგურებს. მედიუმები, მაშასადამე, ცნობილი არიან, როგორც კუტენი, რაც ფიზიკურ ბაზისს ნიშნავს. დალაი-ლამა, რომელიც გახიზნულია ტიბეტიდან და ჩრდილოეთ ინდოეთში ცხოვრობს, დღესაც ეკითხება რჩევას ნეჩუნგის ორაკულს, რომელიც ტიბეტის მთავრობის ოფიციალურ სახემწიფო ორაკულად ითვლება. ტრანსისა და დასაკუთრების პროცესი მას სრულად აქვს აღწერილი წიგნში "Freedom in Exile".

რესურსები ინტერნეტში