ტროის ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 25: ხაზი 25:


{{ბერძნული მითები}}
{{ბერძნული მითები}}
{{Commonscat|Trojan War}}
{{მითოლოგია}}
{{მითოლოგია}}



12:07, 4 თებერვალი 2009-ის ვერსია

ტროას ომი
ტროას დაცემა. იოჰან გეორგ ტრაუტმანის ნამუშევარი
მდებარეობა მცირე აზიის დასავლეთი ნაწილი
შედეგი ტროას დაცემა
მხარეები
აქაველი ბერძნები ტროა
მეთაურები
აგამემნონი პრიამოსი, ჰექტორი
ტროის ომი ვიკისაწყობში

ტროას ომი, ლეგენდის თანახმად, წარმოებდა მცირე აზიაში ქალაქ ტროას წინააღმდეგ აქეველთა მიერ, ტროელი პარისის მიერ სპარტის მეფის მენელაოსის ცოლის – უმშვენიერესი ელენეს მოტაცების გამო. ეს ომი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ბერძნულ მითოლოგიაში და აღწერილია ეპიკურ პოემათა ციკლში, რომელთა შორის ჩვენამდე მხოლოდ ორმა - ჰომეროსის ილიადა და ოდისეა - მოაღწია. ილიადაში აღწერილია ომის გვიანდელი პერიოდი, ხოლო ოდისეა აღწერს ერთ-ერთი ბერძენი ლიდერის ოდისევსის შინ დაბრუნების თავგადასავალს. ამ ისტორიის დანარჩენი ნაწილი, სხვადასხვა ვერსიაში, აღწერეს გვიანდელმა ბერძენმა პოეტებმა და რომაელმა პოეტმა ვირგილიუსმა მის ენეიდაში.

ძველ ბერძნებს სწამდათ, რომ ჰომეროსის მიერ აღწერილი მოვლენები სინამდვილეს შეესაბამებოდა. მათი მოსაზრებით ეს ომი ძვ.წ. მე-13 ან მე-12 საუკუნეში უნდა მომხდარიყო და რომ ტროა მდებარეობდა დარდანელის სრუტის მიდამოებში, რაც ამჟამად თურქეთის ჩრდილო-დასავლეთი ტერიტორიაა. ამჟამად ეს ომიც და თავად ქალაქიც მითოლოგიურად მიიჩნევა. თუმცა 1870 წელს გერმანელმა არქეოლოგმა ჰაინრიხ შლიმანმა ამ მიდამოებში გათხრები აწარმოა და მითოლოგიური ქალაქის გარკვეულ მინიშნებებს მიაკვლია. მიუხედავად ამისა, არ არსებობს რაიმე დოკუმენტური ნივთმტკიცება, რაც ჰომეროსის ტროას ან იქ მომხდარი ომის არსებობას დაასაბუთებდა.

ბერძნული მითოლოგია
ღმერთები
გმირები
სხვები
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:


თარგი:Link FA