ლესბოსი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ლესბოსი''', ''მიტილენე'' (Lesbos, Mytilene), კუნძული ეგეოსის ზღვაში, მცირ...
(განსხვავება არ არის)

20:55, 25 იანვარი 2009-ის ვერსია

ლესბოსი, მიტილენე (Lesbos, Mytilene), კუნძული ეგეოსის ზღვაში, მცირე აზიის ნახევარკუნძულის მახლობლად. ეკუთვნის საბერძნეთს. 1636 კმ2. ნაპირები შეჭრილ-შემოჭრილია. რელიეფი უმთავრესად ბორცვიან-მთიანია (სიმაღლე 967 მ-მდე, მთა ოლიმპი). ლესბოსი აგებულია კირქვებით, ფიქლებით, მარმარილოთი და ლავით. გაბატონებულია ხმელთაშუა ზღვის მცენარეულობა, მთათა ზედა სარტყელში ფიჭვნარია.მთავარი ქალაქი და ნავსადგურია მიტილენე.