ნინოს ცხოვრების რედაქციები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''„ნინოს ცხოვრების“''' რედაქციები, ძველი ქართული მწერლობის ძე...
 
+კატ.
ხაზი 2: ხაზი 2:

II რედაქცია ეკუთვნის [[ლეონტი მროველი|ლეონტი მროველს]], რომლის ისტორიულ ნაშრომში „ცხოვრება ქართველთა მეფეთა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა“ მირიან მეფის მოღვაწეობასთან დაკავშირებით ნინო განმანათლებლის ამბავიც არის გადმოცემული. ლეონტი მროველის რედაქცია შატბერდულ-ჭელიშურის თავისებური გადაკეთებაა. ორივე რედაქციის ნაკლი (ქრონოლოგიური თანამიმდევრობის, მწყობრი კომპოზიციის უქონლობა) გაითვალისწინა ახალი მეტაფრასული რედაქციის XII საუკუნის დასაწყისში ავტორმა, როგორც ვარაუდობენ, [[არსენ იყალთოელი|არსენ იყალთოელმა]]. მან დიდი პატრიოტული შემართებით შექმნა ისტორიულ-ლიტერატურული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს საინტერესო და ზოგჯერ უნიკალურ ცნობებს ქართლის მოქცევასა და განმანათლებელთა ვინაობაზე.

==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==

[[კატეგორია:ძველი ქართული ლიტერატურა]]
[[კატეგორია:ქართული ჰაგიოგრაფია]]

01:55, 27 დეკემბერი 2008-ის ვერსია

„ნინოს ცხოვრების“ რედაქციები, ძველი ქართული მწერლობის ძეგლი, რომრლშიც მოთხრობილია ქართლში ნინო განმანათლებლის მიერ ქრისტიანობის გავრცელების ამბავი. ჩვენამდე მოღწეულია 5 რედაქცია. ყველაზე ადრინდელია შატბერდულ-ჭელიშური (IX ს.), რომელშიც ამბავი არათანამიმდევრულად, ნაწყვეტ-ნაწყვეტად არის გადმოცემული. ცალკეული თავების ავტორებად გამოცხადებული არიან თვით ნინო, რომლიც ნაამბობი თითქოს სალომე უჟარმელს ჩაუწერია, აბიათარ მღვდლის ასული სიდონია, აბიათარ მღვდელი, იაკობ მღვდელი და მირიან მეფე. ზედწარწერების მიხედვით თხზულება თითქოსდა IV საუკუნის I ნახევარში დაუწერიათ (ნაწილი ნინოს სიცოცხლეში, 337 წლამდე, ნაწილიც — მისი გარდაცვალების შემდეგ), მაგრამ ტექსტზე დაკვირვება აშკარად მეტყველებს შატბერდულ-ჭელიშური რედაქციის გვიანდელობას. სავარაუდოა, რომ IV საუკუნეში ქართულ ენაზე მართლაც არსებობდა ქართლის გაქრისტიანების ისტორია, რომელშიც ჩართული იქნებოდა ნინოს მისიონერული მოღვაწეობა. IV-V საუკუნეების ბიზანტიელი ისტორიკოსებიც (გელასი კესარიელი, რუფინუსი, თეოდორიტე კვირელი, სოკრატე სქოლასტიკოსი და ერმია სოზომენე) მოგვითხრობენ ქართლში ვინმე ტყვე ქალის მისიონერულ მოღვაწეობაზე. შატბერდულ-ჭელიშური რედაქცია ძველი წყაროების ლიტერატურული გადამუშავება უნდა იყოს. ავტორი ამჟღავნებს თავისი ეპოქის შესაბამის მკვეთრ ეროვნულ-პოლიტიკურ ტენდეციას.

II რედაქცია ეკუთვნის ლეონტი მროველს, რომლის ისტორიულ ნაშრომში „ცხოვრება ქართველთა მეფეთა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა“ მირიან მეფის მოღვაწეობასთან დაკავშირებით ნინო განმანათლებლის ამბავიც არის გადმოცემული. ლეონტი მროველის რედაქცია შატბერდულ-ჭელიშურის თავისებური გადაკეთებაა. ორივე რედაქციის ნაკლი (ქრონოლოგიური თანამიმდევრობის, მწყობრი კომპოზიციის უქონლობა) გაითვალისწინა ახალი მეტაფრასული რედაქციის XII საუკუნის დასაწყისში ავტორმა, როგორც ვარაუდობენ, არსენ იყალთოელმა. მან დიდი პატრიოტული შემართებით შექმნა ისტორიულ-ლიტერატურული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს საინტერესო და ზოგჯერ უნიკალურ ცნობებს ქართლის მოქცევასა და განმანათლებელთა ვინაობაზე.

ლიტერატურა