მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
ვიკიფიცირება
(განსხვავება არ არის)

16:12, 21 ნოემბერი 2008-ის ვერსია

დაარსება

1990 წლის 11-13 მარტს ფილარმონიაში მოწვეული იქნა ანტისაბჭოთა და ეროვნული ძალების კონფერენცია, რომელზეც მიწვეული იყო იმ დროს საქართველოში მოქმედი ყველა არაფორმალური გაერთიანება და რომლის მიზანიც იყო შექმნილიყო ორგანო - საკოორდინაციო საბჭოს სახით (ორ-ორი წარმომადგენელი ყოველი პარტიიდან), რომელიც დაისახავდა ერთიან მიზნებს და კოორდინაციას გაუწევდა ანტისაბჭოთა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ყველა აქციას.

კონფერენციის დაწყებისთანავე გამოიკვეთა ორი მკვეთრად განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია:

ზვიად გამსახურდიამ კონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ საკოორდინაციო საბჭო პრო-დისიდენტური ძალების შემოთავაზებული მიზნით და პროგრამით შეიქმნებოდა მაშინ ეროვნული მოძრაობა გადაიქცეოდა „ანტიეროვნულ“ მოძრაობად და დატოვა კონფერენცია. მასთან ერთად კონფერენცია დატოვა კიდევ რამოდენიმე პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, რომელთაც შემდგომ შექმნეს პოლიტიკური ალიანსი "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო".

სამოქმედო პროგრამა

ამის შემდეგ შექმნილმა „მრგვალმა მაგიდამ“ დაიწყო შემდგომი სამოქმედო პროგრამის შემუშავება, რომელიც 1990 წლის მაისის ბოლოსთვის უკვე მზად იყო. პირველად ეს პროგრამა წარდგენილი იქნა თსუ-ს პროფესორ-მასწავლებელთა და ქართველი ინტელიგენციის წინაშე, თბილისის უნივერსიტეტის მთავარი კორპუსის სააქტო დარბაზში, მაისის მესამე დეკადაში.

  1. ამ გზას მაშინ „ლიტვის გზას“ უწოდებდნენ, რამდენადაც ლიტვამ 1990 წლის 11 მარტს სწორედ ამ გზით დაიწყო სსრკ-დან გასვლა.