საწნახელი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''საწნახელი''' — ყურძნის დასაჭყლეტი, დასაწნეხი, დასა...
(განსხვავება არ არის)

11:17, 2 ნოემბერი 2008-ის ვერსია

საწნახელი — ყურძნის დასაჭყლეტი, დასაწნეხი, დასაწური და ღვინის დასაყენებელი ჭურჭელი, ძირითადად საქართველოში. ამზადებდნენ ხისგან (ცაცხვი, წაბლი, თელა, თხილი), ქვისგან, კვეთდნენ კლდეში. ხის საწნახელი ძირითადად ორი სახისაა: მრგვალი და გაკუთხული. პატარა ხის საწნახელი 15-20 ფუთს იტევს, ხოლო დიდი — 3000 ფუთს. ამჟამად ხის საწნახელები ხმარებიდან გამოსულია. იშვიათად გვხვდება ცემენტის ხსნარით ნაგები საწნახელები.

უძველესი კლდეში ნაკვეთი საწნახელები ელინისტური ხანით თარიღდება (უფლისციხე, ზენითი), გვხვდება ადრინდელ და შუა ფეოდალურ ხანებშიც. უფრო მოგვიანებით, მეღვინეობის განვითარების უფრო მაღალ დონეზე, გაჩნდა დამოუკიდებელი მოწყობილობა — ჭაჭის მექანიკური საწნახელი. იგი უკვე ნიკორწმინდის XI საუკუნის „დაწერილშია“ ნახსენები. აქვეა მოხსენიებული ხის საწნახელი, ქვითკირის „საწნეხი“ და ნაგებობა - "სასაწნელო". საწნახელს იშვიათად დღესაც იყენებენ. რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთში ტკბილის ჭაჭაზე დადუღება ძირითადად საწნახელში ხდება. საწნახელში აყენებენ ასევე წყალნარევ, ე.წ. სახარაჯო ღვინოს.