მერცხლის ბუდე (ყირიმი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: lt:Kregždės Lizdas
ბოტის შეცვლა: pl:Jaskółcze Gniazdo
ხაზი 13: ხაზი 13:
[[lt:Kregždės Lizdas]]
[[lt:Kregždės Lizdas]]
[[nl:Zwaluwnest]]
[[nl:Zwaluwnest]]
[[pl:Jaskółcze gniazdo]]
[[pl:Jaskółcze Gniazdo]]
[[ru:Ласточкино гнездо (Крым)]]
[[ru:Ласточкино гнездо (Крым)]]
[[uk:Ластівчине гніздо]]
[[uk:Ластівчине гніздо]]

20:31, 24 ოქტომბერი 2008-ის ვერსია

მერცხლის ბუდე.

მერცხლის ბუდე (რუს.: Ласточкино гнездо; უკრ.: Ластівчине гніздо, ყირიმის თათრ.: Qarılğaç yuvası) — შუა-საუკუნეების იმიტაციით შექმნილი ნეოგოთური სტილის ციხე-კოშკია იალტასთან, ყირიმი, უკრაინა. აიგო 1911-12 წლებში, 40 მ სიმაღლის ავრორას კლდეზე, რუსი არქიტექტორის ა. შერვუდის პროექტით. კოშკი აი-ტოდორის კონცხს გადმოჰყურებს შავ ზღვაზე და მდებარეობს ძველი რომაული ციხესიმაგრის (ძვ. წ. 1-3 საუკ.) სიახლოვეს. ნაგებობა ყირიმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან არქიტექტურულ მონუმენტად ითვლება.

შენობა კომპაქტურია (20 მ სიმაღლე და 10 მ სიგანე). მის თავდაპირველ პროექტში შეტანილი იყო ფოიე, სასტუმრო ოთახი, კოშკზე ასასვლელი კიბე და 2 საძინებელი სახვადასხვა დონეზე. სასტუმრო ოთახის ინტერიერი ხით არის მოპირკეთებული; დანარჩენი ინტერიერი ბათქაშით არის დაფარული და შეღებილი. შენობას ირგვლივ პანორამული ტერასა აქვს, ზღვის გაშლილი ხედით, საიდანაც შორიდან იალტის კონტურებიც ჩანს.