მუჰაჯირობა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 12: ხაზი 12:


==აფხაზეთი==
==აფხაზეთი==
[[აფხაზეთი|აფხაზეთში]] მუჰაჯირობა დაიწყო XIX საუკუნის I ნახევარში პროთურქული ორიენტაციის აფხაზი ფეოდალების პოლიტიკური მარცხისა და სახალხო აჯანყების მკაცრად ჩახშობის შედეგად. [[ყირიმის ომი]]ს (1853-1856) დროს თურქთა მიერ აფხაზეთის ოკუპაციას მოჰყვა მასობრივი გადასახლება ოსმალეთში: 1867 წელს ფართო ხასიათის მუჰაჯირობა დაკავშირებული იყო სამთავროს გაუქმებასთან (1864) 1866 წელს დიდ სახალხო აჯანყებასთან. ყველაზე უფრო დიდი გადასახლება მოხდა რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომის დროს (დაახლოებით 50 ათასი). მუჰაჯირობის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი გავერანდა და გაუკაცრიელდა. გადასახლებულთა ძირითადი მასა დღესაც ცხოვრობს თურქეთში, ნაწილი — [[სირია]]ში, [[იორდანია]]სა და სხვა ქვეყნებში; მცირე ნაწილი — ჩრდილოეთ საბერძნეთში. მუჰაჯირ აფხაზთა რაოდენობა თურქეთში 100 ათას აღწევს, არაბულ ქვეყნებში — დაახლოებით 15 ათასს. ისინი ცხოვრობენ უმთავრესად [[სოფელი|სოფლად]], შენარჩუნებული აქვთ საკუთარი ენა და ზნე-ჩვეულებები, ტრადიციები.

==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==



21:14, 13 ოქტომბერი 2008-ის ვერსია

ფაილი:Оставление горцами аула.jpg
„მთიელები სოფელს ტოვებენ“, პეტრე გრუზინსკი.

მუჰაჯირობა, კავკასიის მკვიდრი მოსახლეობის ძირითადად იძულებითი გადასახლება ოსმალეთის იმპერიაში XIX საუკუნეში. მუჰაჯირობა დაიწყო ოსმალეთის ბატონობის დამყარებიდან კავკასიაში და დროგამოშვებით I მსოფლიო ომამდე გაგრძელდა. დაკავშირებული იყო კავკასიის ომებთან, საგლეხო რეფორმების დაწყებასთან და რუსეთ-ოსმალეთის 1877—1878 ომთან. მუჰაჯირობამ მოიცვა აბაზები, აბაძეხები, ბჟედუღები, ყუბანისპირელი ნოღაელები, ჩერქეზები, უბიხები, ჩაჩნები, ყარაჩაელები, ყაბარდოელები, ოსები, აფხაზები და დამხრეთ საქართველოში მცხოვრები მაჰმადიანი ქართველები. ოსმალეთი ცდილობდა მუჰაჯირების დასახლებას იმპერიის დაუსახლებელ ადგილებში, აგრეთვე რუსეთ-ოსმალეთის საზღვარზე. რუსეთს სურდა მთიელთა ოსმალეთში გადასახლებით მიეღწია პოლიტიკური სიმშვიდისათვის ამ მხარეში, განთავისუფლებული მიწები გამოეყენებინა ფართო კოლონიზაციისათვის, ესარგებლა მხარის ხელსაყრელი სამხრედრო-სტრატეგიული მდგომარეობით. ევროპის სახელმწიფოები განსაკუთრებულ ეკონომიკური მიზნებთან ერთად ესწრაფოდნენ რუსეთის დასუსტებასა და კავკასიიდან მის განდევნას. როდესაც კავკასიის ომში რუსეთის გამარჯვება აშკარა გახდა, კავკასიელ მუსლიმან მთიელებში ოსმალეთში გადასახლების იდეის გაძლიერებული პროპაგანდა დაიწყო. მთიელთა სოციალური ზედაფენებს ეშინოდათ, რომ ისინი სოციალური და პოლიტიკური პრივილეგიებს დაკარგავდნენ და ოსმალეთში გადასახლება ხსნის ერთ-ერთ გზად მიაჩნდათ. სასულიერო წრეები მორწმუნეებს აშინებდნენ, რომ რუსეთი მათ რელიგიის გრძნობებს შეურაცყოფდა, ძალად გააქრისტიანებდა მათ და ა. შ. ოსმალეთის მრავალრიცხოვანი ემისრები არწმუნებდნენ შევისროებულ მთიელებს, რომ ერთმორწმუნე ოსმალეთი მათ ცხოვრების ნორმალურ პირობებს შეუქმნიდა, მუჰაჯირობას ხელი შეუწყო აგრეთვე ომის შედეგად შექმნილმა მძიმე ეკონომიურმა პირობებმა და ცარიზმის ანტიხალხურმა პოლიტიკამ. რუსეთი მატერიალურ და მორალურ დახმარებას აღუთქვამდა თურქეთს გადასახლებულთა მიღება-დაბინავების სანაცვლოდ.

ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა გადასახლება თურქეთში დაიწყო 1858-1859 წლებში. კულმინაციას მიაღწია 1863-1864 წლებში. ყველაზე ინტენსიური იყო ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში, საიდანაც ადიღეურ-ჩერქეზული ტომები მასობრივად გადასახლდნენ თურქეთში. ცენტრალური და ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიიდან გადასახლებულთა რიცხვი შედარებით მცირე იყო. დაღესტან-ჩაჩნეთისათვის თურქეთი შორს იყო; ოსები, ყაბარდოელები და ბალყარები კი რუსეთის წინააღმდეგ ომში არ მონაწილეობდნენ. ჩრდილოეთ ოსეთის ახალფეხადგმული ინტელიგენციის აგიტაციის შედეგად მრავალი ოსი მუსლიმანი სამშობლოში დარჩა. ჩრდილოეთ კავკასიიდან თურქეთში გადასახლებულ მუჰაჯირთა საერთო რაოდენობა 700-750 ათას აღწევდა. მათი ნაწილი თურქეთის მთავრობამ ბულგარეთში დაასახლა, ნაწილი — სირიაში და სხვა არაბულ ქვეყნებში. მუჰაჯირობა XIX საუკუნის უკანასკნელ მესამედში და XX საუკუნის დასაწყისშიც გრძელდებოდა.

საქართველო

საქართველოში მუჰაჯირობამ ფართო მასშტაბი მიიღო 1877—1878 წლების ომის შემდეგ. 1878 წელს ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით საქართველოს შეუერთდა ისტორიული ქართული პროვინციები. ამ ტერიტორიების მოსახლეობას უფლება ეძლეოდა 3 წლის განმავლობაში თავისი ქონება თურქეთში გადასახლებულიყო. მუჰაჯირობის შედეგად თითქმის მთლიანად დაიცალა მურღულის ხეობა, ბევრი გადასახლდა ქვემო გურიიდან, გონიოს უბნიდან, ქვემო აჭარიდან. სულ წავიდა 150 ათას სულზე მეტი. ქართული საზოგადოების მოწინავე ნაწილმა დაიწყო ბრძოლა მუჰაჯირობის შესაწყვეტად. გადასახლებულთა სამშობლოში დასაბრუნებლად დიდი მუშაობა ჩაატარეს გ. წერეთლმა, ს. მესხმა, გ. გურიელნა და სხვებმა. ქართულმა პრესამ ფართო კამპანია გააჩაღა მუჰაჯირობის წინააღმდეგ. ამის შედეგად გადასახლების პროცესი შენელდა და მუჰაჯირთა ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა. ქართველი მუჰაჯირები დასახლდნენ შავი ზღვის სანაპიროზე (ჭანეთის ტერიტორიაზე), დასავლეთ თურქეთში, მარმარილოს ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ნაწილი კი — სტამბოლში და სხვა ქალაქებში. მათმა ნაწილმა დღემდე შემოინახა მშობლიური ენა და ზოგიერთი ზნე-ჩვეულება.

თურქეთში გადასახლება სათანადო მომზადებისა და ორგანიზაციის გარეშე მიმდინარეობდა. მუჰაჯირები შავი ზღვის ნავსადგურებიდან უვარგისი გემებით გადაჰყავდათ, ნაწილი სახმელეთო გზით ურმებით მიდიოდა თურქეთისაკენ. მრავალი მათგანი გზაში იმსხვერპლა ეპიდემიამ, შიმშილმა, სიცივემ. თურქეთის ხელისუფლება, მუჰაჯირებს უვარგისი, შეუფერებელი ადგილები მიუჩინა. ბევრი უმიწოდ ფა უბინაოდ დარჩა. მუჰაჯირები მალე მიხვდნენ თავიანთ შეცდომას და უკან დაბრუნება მოინდომეს, მაგრამ რუსეთის მთავრობამ მათი რუსეთში შემოშვება აკრძალა.

მძიმე პირობებში ჩავარდნილი მუჰაჯირობა იძულებული იყვნენ დაქირავებულ მეომრებად შესულიყვნენ თურქეთის ჯარში.

აფხაზეთი

აფხაზეთში მუჰაჯირობა დაიწყო XIX საუკუნის I ნახევარში პროთურქული ორიენტაციის აფხაზი ფეოდალების პოლიტიკური მარცხისა და სახალხო აჯანყების მკაცრად ჩახშობის შედეგად. ყირიმის ომის (1853-1856) დროს თურქთა მიერ აფხაზეთის ოკუპაციას მოჰყვა მასობრივი გადასახლება ოსმალეთში: 1867 წელს ფართო ხასიათის მუჰაჯირობა დაკავშირებული იყო სამთავროს გაუქმებასთან (1864) 1866 წელს დიდ სახალხო აჯანყებასთან. ყველაზე უფრო დიდი გადასახლება მოხდა რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომის დროს (დაახლოებით 50 ათასი). მუჰაჯირობის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი გავერანდა და გაუკაცრიელდა. გადასახლებულთა ძირითადი მასა დღესაც ცხოვრობს თურქეთში, ნაწილი — სირიაში, იორდანიასა და სხვა ქვეყნებში; მცირე ნაწილი — ჩრდილოეთ საბერძნეთში. მუჰაჯირ აფხაზთა რაოდენობა თურქეთში 100 ათას აღწევს, არაბულ ქვეყნებში — დაახლოებით 15 ათასს. ისინი ცხოვრობენ უმთავრესად სოფლად, შენარჩუნებული აქვთ საკუთარი ენა და ზნე-ჩვეულებები, ტრადიციები.

ლიტერატურა