სომხური ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: se:Armeenalaš gielat
ბოტის დამატება: mr:आर्मेनियन भाषा
ხაზი 72: ხაზი 72:
[[lv:Armēņu valoda]]
[[lv:Armēņu valoda]]
[[mk:Ерменски јазик]]
[[mk:Ерменски јазик]]
[[mr:आर्मेनियन भाषा]]
[[ms:Bahasa Armenia]]
[[ms:Bahasa Armenia]]
[[nl:Armeens]]
[[nl:Armeens]]

10:48, 9 ოქტომბერი 2008-ის ვერსია

სომხური ენა (სომხ. Հայերեն լեզու ჰაჲერნ ლეზ) მიეკუთვნება ინდოევროპულ ენათა ოჯახს, მაგრამ ის არის ასევე ამ ენათა ოჯახის დამოუკიდებელი განშტოება.

სომხური ენა სომხეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ხალხის მშობლიური ენაა და ასევე გამოიყენება სომხური დიასპორის მიერ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

განასხვავებენ სომხური ენის სამ ფორმას:

  1. ძველსომხური (ასევე გრაბარი) წერილობით ძეგლებში V საუკუნიდან არის დამოწმებული. გრაბარი, ანუ ძველსომხური როგორც ლიტერატურული ენა გამოიყენებოდა XIX საუკუნის ლამის შუა ხანებამდე, ხოლო საეკლესიო სფეროში კი (მაგ.: ღვთისმსახურებისას) დღესაც გამოიყენებენ მას. ამ ენაზეა შემონახული უაღრესად მდიდარი ლიტერატურა თეოლოგიური თემების, სხვადასხვა ისტორიული მოვლენების, პოეზიისა და ეპიკის შესახებ.
  2. აღმოსავლეთსომხური (Արևելյան հայերեն – არაველჲან ჰაჲერნ) არის სომხეთის რესპუბლიკა (და მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის) ოფიციალური ენა. აღმოსავლეთსომხურად ლაპარაკობენ ასევე ირანში, საქართველოსა და რუსეთში მცხოვრები სომხები.
  3. დასავლეთსომხური (Արևմտեան հայերէն – არევმთჲან ჰაჲერნ) თავდაპირველად ანატოლიაში უნდა ყოფილიყო გავრცელებული. ოსმალეთის იმპერიაში სომხების გენოციდის შემდეგ ამ ენის გამოყენება ფრიად შემცირდა, მაგრამ დღევანდელ თურქეთში მცხოვრები ბევრი სომეხი მიუხედავად იქ ამ მხრივ არსებული არასახარბიელო მდგომარეობისა, მაინც ახერხებს საკუთარი ენის, რელიგიისა და ტრადიციების დაცვა–შენარჩუნებას. დასავლეთსომხური არის ლიბანისა და ამერიკის შეერთებული შტატებში საკმაოდ გავლენიანი სომხური დიასპორის ენა.

ამ ენაზე მოსაუბრეთა რიცხვი დაახლ. 6,7 მილიონს აღწევს (1999 წლის მდგომარეობა), რომელთაგან 3 მილიონი სომხეთში ცხოვრობს.

სომხური ენის ლექსიკაში შეინიშნება მსგავსებები (განსაკუთრებით სიტყვების ფუძე-ძირთა დონეზე) ბერძნულთან. სომხური შეიცავს მრავალ ნასესხობას ირანული ენებიდან (პართული, საშუალო სპარსული, სპარსული), ფრანგულიდან, ლათინურიდან და რა თქმა უნდა რუსულიდან (განსაკუთრებით ბევრი რუსიციზმი მოიპოვება ტექნიკურ ტერმინოლოგიაში და სასაუბრო ენაში.)

ანბანი

სომხურს გააჩნია საკუთარი ანბანი (იხილე სომხური ანბანი), რომელიც V საუკუნეში ეკლესიის მსახურ მესროპ მაშტოცს უნდა გამოეგონებინა. სომხური ანბანი შედგება 39 ასო-ნიშნისაგან.

გრამატიკა

სომხური ენას გააჩნია კარგად განვითარებული დეკლინაციური სისტემა (შვიდი ბრუნვა), მაგრამ არ განასხვავებს სქესს.

ძველი სინთეზური ზმნური ფორმების უმეტესი ნაწილი ანალიტიკური კონსტრუქციებით (ანუ დამხმარე ზმნის მეშვეობით) შეიცვალა. სიტყვათა განლაგებით სომხურს ახასიათებს ძირითადად შემდეგი წყობა სუბიექტი/პრედიკატი/ობიექტი.

კონიუნქტივი ფუნქციონირებს მხოლოდ პრეზენსსა და პრეტერიტუმში და გამოიყენება ირიბი მეტყველებისას. სომხური იცნობს ოპტატივს და დეზიდერატივს. განუსაღვრელი არტიკლი აღმ. სომხურში არ არის მარკირებული, ხოლო დასავლეთსომხურში კი არსებითს მოსდევს იგი մը (მე).