ერთეულთა საერთაშორისო სისტემა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 121: ხაზი 121:
[[ml:അന്താരാഷ്ട്ര ഏകകവ്യവസ്ഥ]]
[[ml:അന്താരാഷ്ട്ര ഏകകവ്യവസ്ഥ]]
[[mn:Олон улсын нэгжийн систем]]
[[mn:Олон улсын нэгжийн систем]]
[[mr:आंतरराष्ट्रीय गणना पद्धती]]
[[ms:Sistem Unit Antarabangsa]]
[[ms:Sistem Unit Antarabangsa]]
[[nds:Internatschonal Eenheitensystem]]
[[nds:Internatschonal Eenheitensystem]]

10:10, 9 ოქტომბერი 2008-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სი (მრავალმნიშვნელოვანი).

ერთეულთა საერთაშორისისო სისტემა ანუ შემოკლებით სი (შემოკლ. ფორმა ფრანგ.: Système international d'unités) ფიზიკური სიდიდეების ერთეულთა სისტემა, რომელიც მიღებულია ზომა-წონის XI გენერალური კონფერენციის მიერ (1960 წლის ოქტომბერი, პარიზი). იგი წარმოადგენს დღეისათვის ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ზომათა სისტემას როგორც მეცნიერებაში ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში.

სი ოფიციალურად შემოღებულ იქნა 1960 წელს და მას საფუძვლად დაედო ე. წ. მეტრული სისტემა. სიმ მალევე ჩაანაცვლა მანამდე არსებული ისტორიული ზომის ერთეულები თითქმის ყველა ქვეყანაში. მნიშვნელოვან გამონაკლისს წარმოადგენს აშშ და დიდი ბრიტანეთი.

ერთეულები

სი შედგება ზომათა ერთეულებისა და წინსართებისაგან. სი ზომათა ერთეულები იყოფა ორ ჯგუფად: შვიდი ძირითადი და მათგან წარმოქმნილი ერთეულები.

ძირითადი სი ერთეულები
ერთეული მოკლე აღნიშვნა ფიზიკური სიდიდე
მეტრი სიგრძე
კილოგრამი კგ მასა
წამი წმ დრო
ამპერი დენის ძალა
კელვინი °K თერმოდინამიკური ტემპერატურა
მოლი მოლ ნივთიერების რაოდენობა
კანდელა კდ სინათლის ძალა

წინსართების დამატებით შესაძლებელია ძირითადი ერთეულებისაგან იმავე ფიზიკური სიდიდის აღმწერი უფრო მცირე ან უფრო დიდი ერთეულების წარმოქმნა. ძირითადი და წარმოქმნილი ერთეულები ათის ჯერადი რიცხვით განსხვავდებიან. მაგალითად კილო აღნიშნავს ათასჯერ მეტს, ხოლო დეცი ათჯერ ნაკლებს ვიდრე თავდაპირველი ერთეული. მაგალითად, დეციმეტრი მეტრის მეათედია, ხოლო კილომეტრი ათასი მეტრი. რამდენიმე წინსართის ერთად გამოყენება იკრძალება.

სხვა გავრცელებული ზომის ერთეულები

ბევრი ერთეული რომელიც ფართოდ გამოიყენება მეცნიერებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში, სი ერთეულებისაგან არ იწარმოება კანონიკური წინსართების დამატებით. მნიშვნელოვან მაგალითებს განეკუთვნება:

  • დროის ერთეულების უმეტესობა — წუთი, საათი, წელიწადი.
  • ტემპერატურის ერთეული ცელსიუსი (გამოიყენება სი ერთეული - კელვინის ნაცვლად).
  • ელექტრული ენერგია იზომება კილოვატსაათებში მეგაჯოულების ნაცვლად.
  • სიჩქარეები იზომება კილომეტრ/საათებში მეტრ/წამის ნაცვლად.
  • საზღვაო საქმეში მანძილის და სიჩქარის ერთეულად ხშირად იყენებენ საზღვაო მილს და კვანძს (საზღვაო მილი/საათში).
  • ასტრონომიაში მანძილებს ზომავენ ასტრონომიულ ერთეულებში, პარსეკებსა და სინათლის წლებში.
  • ფიზიკასა და ქიმიაში, ატომურ მაშტაბებში გამოიყენება ისეთი ერთეულები როგორიცაა ანგსტრემი, ელექტრონვოლტი და ბარნი
  • მედიცინაში სისხლის წნევა იზომება ვერცხლისწყლის სვეტის მილიმეტრებში და არა პასკალებში.

კანონმდებლობა

2010 წლიდან ევროკავშირი კრძალავს იმპორტირებულ საქონელზე არა სი ერთეულების გამოყენებას. აკრძალვა ეხება პროდუქციის აღწერას, შეფუთვას, გამოყენების ინსტრუქციებს და რეკლამას.

თარგი:Link FAთარგი:Link FA

თარგი:Link FA