დიჯეი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ბოტის დამატება: vi:DJ
ხაზი 56: ხაზი 56:
[[tr:DJ]]
[[tr:DJ]]
[[uk:Ді-джей]]
[[uk:Ді-джей]]
[[vi:DJ]]
[[yi:דידזשיי]]
[[yi:דידזשיי]]
[[zh:唱片騎師]]
[[zh:唱片騎師]]

04:24, 24 სექტემბერი 2008-ის ვერსია

დიჯეი ჩანაწერის "ფხაჭვნის" პროცესში

დისკ-ჟოკეი (disc jockey, აგრეთვე დიჯეი, DJ) - ადამიანი, რომელიც არჩევს და უკრავს წინასწარ ჩაწერილ მუსიკას გამიზნული აუდიტორიისთვის.

ტერმინი თავდაპირველად გამოიყენებოდა იმ რადიო წამყვანთათვის, რომლებიც მსმენელებს აცნობდნენ და მათთვის უკრავდნენ გრამოფონის ჩანაწერებს. ამ ჩანაწერებს ასევე დისკებსაც უწოდებდნენ, საიდანაც გამომდინარეობს დისკ-ჟოკეი. სახელი შემდგომში ქოლოქვიურად შემოკლდა და დღეს უფრო ხშირად დიჯეი გამოიყენება.


მოკლე ისტორია

1906 წელი დიჯეის დაბადების წლად მიიჩნევა. შობის ღამეს რეჯინალდ ა ფესენდენმა (Reginald A Fessenden) პირველად გადასცა არაკოდირებული რადიოსიგნალი, ეს იყო ადამიანის ხმა და მუსიკა. სიტყვა დისკ-ჟოზეიმ პირველად 1934 წელს ამერიკელი კომენტატორის უოლთერ უინჩელის მიერ გაიჟღერა. მან ეს ტერმინი რადიოწამყვან მარტინ ბლოქის მიმართ გამოიყენა, ანუ დიჯეისადმი, რომელიც მომავალში ვარსკვლავი გახდა. მოკლე ხანში ეს ტერმინი შეამოკლეს და დღეისათვის ცნობილი აბრევიატურა DJ მივიღეთ, ამას კი ახალი სიტყვა დიჯეობა მოჰყვა, რაც დიჯეის (დიჯეად) მუშაობას ნიშნავს.

40-იან წლებში რადიო სერიოზულ ზეგავლენას ახდენს კლუბებზე, ვინილის დისკები თანდათანობით მუსიკოსებს გამოდევნის საცეკვაო მოედნებიდან და სამუდამო ადგილს იკავებს. იმ ხანად აშშ-ის ბარებში მუსიკალური ავტომატები უკვე გამოიყენებოდა, რომლებიც ფირფიტებს უკრავდა, მაგრამ, მოცეკვავე წყვილებს სხვა რამ სურდათ, არამხოლოდ ფიქსირებული მუსიკის, არამედ, გამოქსვის მოსმენა, ამიტომ, კლუბებსა და ბარებში დიჯეებისთვის ადგილიც გამოჩნდა, რომელიც მუსიკალური მართვის პულტთან ჯდებოდა და გარდა თხოვნების შესრულებისა, საკუთარი ინტერპრეტაციითაც სთავაზობდა საზოგადოებას მუსიკალურ მიქსს.




wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.