გორგანი (ირანი): განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
მ ბოტის დამატება: nl:Gorgan |
მ ბოტის დამატება: uk:Горган |
||
ხაზი 20: | ხაზი 20: | ||
[[sv:Gorgan]] |
[[sv:Gorgan]] |
||
[[tg:Гургон]] |
[[tg:Гургон]] |
||
[[uk:Горган]] |
23:16, 3 აგვისტო 2008-ის ვერსია
გორგანი, ქალაქი ჩრდილოეთ ირანში, მაზანდარანის პროვინციაში. 2005 წლის მონაცემებით 244.955 მცხოვრები. რკინიგზითა და საავტომობილო გზით უკავშირდება ნავსადგურ ბენდერ-შაჰსა და თეირანს. ბამბასაწმენდი, ბრინჯსაცეხვი, ზეთსახდელი პატარა ქარხნები, ხელოსნურ-კუსტარული წარმოება.
ქალაქის მახლობლად მდებარეობს ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. III-II ათასწლეული) ნამოსახლარი თურანთეფე, რომელიც შედგება რამდენიმე ბორცვისაგან, ცენტრალური ბორცვის სიმაღლე 34 მ აღწევს. ძვ. წ. III-II ათასწლეულის მიჯნაზე გორგანი სამხრეთ-აღმოსავლეთ კასპიისპირეთის მნიშვნელოვანი ცენტრი ყოფილა. გათხრების დროს აღმოჩნდა სამეურნეო მორგვზე დამზადებული რუხპრიალა ლერამიკა, ქალის ტერაკოტული ქანდაკებანი, ბრინჯაოს შუბისპირები. XIX საუკუნეში თურანთეზე აღმოჩენილ განზში საყურადღებოა ოქროს თასი, რომელზეც გამოსახული არიან გრძელსამოსიანი ადამიანები. გამოსახულებები მოგვაგონებენ ძვ. შუმერისა და ელამის მკვიდრთ. აღმოჩენები ახლოს დგას ჰისარისა და შაჰთეფეს მასალებთან.