ოკრიბა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2: ხაზი 2:
გამოდის გაზეთი „ოკრიბა“, შექმნილია საზოგადოება „ოკრიბა“, ტყიბულში ერთ–ერთ ქუჩას ეწოდება „ოკრიბის ქუჩა“, მუშაობს ადგილობრივი ტელეარხი „ოკრიბა“, თბილისში არსებობს ავტოსადგური „ოკრიბა“ და სხვ.

==ტოპონიმიკა==
[[ვახუშტი ბატონიშვილი]] თავის ნაშრომში “«აღწერა სამეფოსა საქრთველოსა" წერს: ბაგრატიონებმა «რა ჟამს დაიპყრეს სრულიად აფხაზეთი და ყოველი საქართველო, ამათ უწოდეს ქართლს ამერეთი და აფხაზეთს იმერეთი, ანუ იმერნი და ამერნი”. ადგილობრივები ლიხის მთას «საქართველოს დედას უწოდებენ. მის ერთ ძუძუს მტკვარი წოვს, მეორეს კი რიონი”. «რიკოთის” მიმყოლი «დედაბერას” მთაა, მას ებმის «კორტოხი” _ «ჯვარი”, მერე «ბზიხევი” «პერანგაზე” ადის და «დიდკავკასიონს” უერთდება. ამით მთავრდება ლიხთ-იმერეთის ქედი, რომელიც, ვახუშტის სიტყვით რომ ვთქვათ, «მდებარეობს ჩრდილოდამ სამხრეთით, კავკასიიდამ ღადომდე” .

იმერეთი იყოფა «ზემო და ქვემო იმერეთად”. გარდა ზემო და ქვემო იმერეთისა, იმერეთში გამოიყოფა აგრეთვე ოკრიბა<ref>რ. თოფჩიშვილი; დ. შავიანიძე</ref>. ზემო იმერეთი ქართლ-იმერეთის ქედიდან დაწყებული ყვირილას და ხანისწყლის რიონთან შერთვის ადგილამდე ვრცელდება. კოლხეთის დაბლობზე გაშლილი ქვემო იმერეთი კი, ყვირილა-ცხენისწყლის შესართავამდე მოდის. ახლანდელი ოკრიბა, რომელიც დღევანდელი ტყიბულის რაიონს მოიცავს, ხანგრძლივ ისტორიულ პროცესში ჩამოყალიბდა. ის საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარის, იმერეთის ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონია.

==სახელწოდება==
ოკრიბა წყაროებში პირველად მეთერთმეტე საუკუნეშია მოხსენიებული. სახელწოდება "ოკრიბა” მომდინარეობს ზანური "კირიბ” სიტყვიდან, რაც «საბატკნეს” ნიშნავს. ხალხში გავრცელებული მეორე მოსაზრება, უფრო სწორად ლეგენდა, მოგვითხრობს: «ერთხელ აქ სოლომონ მეფეს ჩაუვლია და ბევრი ხალხი უნახავს ერთად თავმოყრილი და უთქვამს: «ვო კრებაო” და ამის შემდეგ ქვია ოკრიბა”.

==გეოგრაფია==
ოკრიბა მდებარეობს დასავლეთ საქართველოში ჩრდილო განედის 428158-სა და 428278-ს შორის, ხოლო აღმოსავლეთ გრძედის 428438-ს და 438078-ს შორის და ვრცელდება ქუთაისიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით.

ხაზი 41: ხაზი 44:
ძიროვანი ოკრიბის ერთ-ერთი ძველი და დიდი სოფელია. სოფელში ციხის არსებობას ადასტურებს ტოპონიმი «ნაციხვარი". «ადგილს «ნაციხვარი იმიტომ ჰქვია, რომ არის ციხე". საისტორიო საბუთებში არაა დაფიქსირებული წყალწითელას (სოფელ წყალწითელას _ დ. შავიანიძე) ციხე, რომელიც გვიან საუკუნეებში აშენებული ჩანს. მნიშვნელოვან თავდასაცავ ნაგებობას წარმოადგენს ხრესილის ციხე. სოფელ კურსებში გრიგოლ გოგოლაშვილის ეზოში დღესაცაა «ბერიციხის" ნარჩენი". ოკრიბის სათავდაცვო ნაგებობათა შორის განსაკუთრებული ყურადღების ღირსია სოფელ ციხიის ციხე. სოფლის სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. სოფელ კითხიჯში «ადგილს ჰქვია «ბერიციხე". საისტორიო წყაროებსა და საბუთებში არსად არაა დაფიქსირებული სოფელ ანტორიის ციხეც.

==ისტორია==
დღევანდელი ოკრიბა ისტორიულად და ეკონომიურად დაკავშირებულია იმერეთის უძველეს ცენტრ _ ქუთაისთან, ქუთაისის საერისთაოსთან, რომელიც «მოიცავდა იმერეთს, ოკრიბასა და ხანისწყლის დასავლეთ მხარეს გურიამდე (გვიანფეოდალური ხანის საჩხეიძეო, საჩინო-სალომინაო-საჩიჯავაძო და საჯავახო). მაშინ, როდესაც ვაკე იმერეთში უკვე XVI საუკუნეში ყმა-მამული ძირითადად სათავადო სახლებს შორის იყო განაწილებული, ოკრიბასა და არგვეთში მიწის უდიდესი ნაწილი მეფეს თუ ეკლესიას ეკუთვნოდა. აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ დასავლეთ საქართველოში და მათ შორის ოკრიბაში ადგილ-მამულებს და ყმა-გლეხებს ფლობდნენ საბერძნეთსა და სირია-პალესტინაში არსებული ქართული მონასტრები. ქრისტეს საფლავის მონასტერს გლეხები ჰყავდა ოკრიბის ორ სოფელში: ოჯოლაში (6 კომლი) და საწირეში (32 კომლი). თუმცა აქვე დავსძენთ, რომ, როგორც ისტორიული დოკუმენტები, ისე ეთნოგრაფიული მასალები, ოკრიბის სხვადასხვა სოფლების სხვადასხვა სათავადოს შემადგენლობაში ყოფნის შემთხვევებს ადასტურებენ. ოკრიბის სოფლები: ზედუბანი, დაბაძველი, საწირე, ივანოული, ძიროვანი მხეიძეთა სათავადოში შედიოდა (ვახუშტი; «გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში"; მთხრობელი ბ. ცირეკიძე, 72 წლის, 1994 წ.). ჩვენი მასალებით, «მხეიძის იყო მანდიკორი და ბობოთიც". მხეიძეების სათავადო სამეფო გადასახადებისაგან თავისუფლდებოდა. მხეიძეების ყმათაგან საურს მხოლოდ ათი კომლი იხდიდა, საუდიეროს კი არც ერთი. აგიაშვილებს ეკუთვნოდათ ცუცხვათი ნაწილობრივ. გარდა ცუცხვათისა, აგიაშვილებს მამულები ჰქონდათ ტყიბულში], სკიპსა და ვაშლარი მხარეში. ოკრიბაში, ჭყეპში, სოჩხეთში, გურნაში, ახალსოფელში, ძუყნურში. აგიაშვილებს ყმა-მამულები ჰქონდათ კისორეთშიც და ანტორიაშიც. ეთნოგრაფიული მასალებით, სოფელ ანტორიაში «ადგილობრივი ყიფიანი განაგებდა". აგიაშვილები თავიანთი სათავადოს მართვაში იყენებდნენ მოურავებს ყიფიანების და ჟორჟოლაძეების აზნაურული გვარებიდან. ჩვენი მასალებით, ოჯოლელ ქელბაქიანებს ეკუთვნოდათ ლეყერეთი.

00:34, 18 ივლისი 2008-ის ვერსია

ოკრიბა. ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში, იმერეთის ნაწილი (ტყიბულის რაიონი). სახელწოდება „ოკრიბა“ პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში. სახელწოდების მრავალი განმარტება არსებობს, მათ შორის, ყველაზე დამაჯერებელია მისი მეგრული სიტყვა „ოკრიბიდან“ (რაც ნიშნავს „საბატკნე–საკრავე“) წარმოშობა. ოკრიბას დასავლეთით გამოყოფდა მდ. რიონი, ჩრდილოეთით, რაჭიდან – რაჭის ქედის ერთი მონაკვეთი, ჩრდილოეთ-დასავლეთით, ლეჩხუმიდან – რაჭის ქედის გაგრძელება (მდ. ლეხიდარის მარცხენა ნაპირის გასწვრივ), სამხრეთით – იმერეთის ვაკე, სამხრეთ–აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით არგვეთის მთების მასივი. ოკრიბა მთაგორიანი მხარეა, მისი ფართობი 478,2 კვ. კილომეტრს შეადგენს. ოკრიბაში ადამიანის ცხოვრების კვალი ძველი ქვის ხანიდანაა დამოწმებული. გვიან შუა საუკუნეებში ოკრიბა მჭიდროდ ყოფილა დასახლებული. იმ დროისათვის იქ 50–ზე მეტი სოფელი იყო, რომელთა უმეტესობა სამეფო და სასულიერო აზნაურებს ეკუთვნოდა. იმერეთის სამეფოს სამხედრო–ადმინისტრაციული დაყოფით ოკრიბა მეოთხე სადროშოში შედიოდა. სასულიერო ხელისუფალი გელათის ეპისკოპოსი იყო. ოკრიბას მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრები იყო გელათის მონასტერი, მოწამეთა და სხვ. გამოდის გაზეთი „ოკრიბა“, შექმნილია საზოგადოება „ოკრიბა“, ტყიბულში ერთ–ერთ ქუჩას ეწოდება „ოკრიბის ქუჩა“, მუშაობს ადგილობრივი ტელეარხი „ოკრიბა“, თბილისში არსებობს ავტოსადგური „ოკრიბა“ და სხვ.

ტოპონიმიკა

ვახუშტი ბატონიშვილი თავის ნაშრომში “«აღწერა სამეფოსა საქრთველოსა" წერს: ბაგრატიონებმა «რა ჟამს დაიპყრეს სრულიად აფხაზეთი და ყოველი საქართველო, ამათ უწოდეს ქართლს ამერეთი და აფხაზეთს იმერეთი, ანუ იმერნი და ამერნი”. ადგილობრივები ლიხის მთას «საქართველოს დედას უწოდებენ. მის ერთ ძუძუს მტკვარი წოვს, მეორეს კი რიონი”. «რიკოთის” მიმყოლი «დედაბერას” მთაა, მას ებმის «კორტოხი” _ «ჯვარი”, მერე «ბზიხევი” «პერანგაზე” ადის და «დიდკავკასიონს” უერთდება. ამით მთავრდება ლიხთ-იმერეთის ქედი, რომელიც, ვახუშტის სიტყვით რომ ვთქვათ, «მდებარეობს ჩრდილოდამ სამხრეთით, კავკასიიდამ ღადომდე” .

იმერეთი იყოფა «ზემო და ქვემო იმერეთად”. გარდა ზემო და ქვემო იმერეთისა, იმერეთში გამოიყოფა აგრეთვე ოკრიბა[1]. ზემო იმერეთი ქართლ-იმერეთის ქედიდან დაწყებული ყვირილას და ხანისწყლის რიონთან შერთვის ადგილამდე ვრცელდება. კოლხეთის დაბლობზე გაშლილი ქვემო იმერეთი კი, ყვირილა-ცხენისწყლის შესართავამდე მოდის. ახლანდელი ოკრიბა, რომელიც დღევანდელი ტყიბულის რაიონს მოიცავს, ხანგრძლივ ისტორიულ პროცესში ჩამოყალიბდა. ის საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარის, იმერეთის ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონია.

სახელწოდება

ოკრიბა წყაროებში პირველად მეთერთმეტე საუკუნეშია მოხსენიებული. სახელწოდება "ოკრიბა” მომდინარეობს ზანური "კირიბ” სიტყვიდან, რაც «საბატკნეს” ნიშნავს. ხალხში გავრცელებული მეორე მოსაზრება, უფრო სწორად ლეგენდა, მოგვითხრობს: «ერთხელ აქ სოლომონ მეფეს ჩაუვლია და ბევრი ხალხი უნახავს ერთად თავმოყრილი და უთქვამს: «ვო კრებაო” და ამის შემდეგ ქვია ოკრიბა”.

გეოგრაფია

ოკრიბა მდებარეობს დასავლეთ საქართველოში ჩრდილო განედის 428158-სა და 428278-ს შორის, ხოლო აღმოსავლეთ გრძედის 428438-ს და 438078-ს შორის და ვრცელდება ქუთაისიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით.

აკადემიკოს ალ. ჯავახიშვილს რელიეფის მიხედვით ოკრიბა სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილად აქვს დაყოფილი. ოკრიბას ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება რაჭა, კერძოდ, ამბროლაურის რაიონი, სამხრეთით - თერჯოლის რაიონი, აღმოსავლეთით - ჭიათურის რაიონი, ნაწილობრივ კი წყალტუბოს რაიონი დასავლეთით, «უკიდურესი დასავლეთი ქიმით" კი ქუთაისს ემიჯნება.

ოკრიბის მაქსიმალური გავრცელება 22 კილომეტრია ჩრდილოეთიდან სამხრეთით, 40 კილომეტრია დასავლეთიდან აღმოსავლეთით. საერთო სიგრძე 120 კილომეტრს შეადგენს, ხოლო მთლიანი ტერიტორია 463 კვადრატულ კილომეტრს აღემატება.

ოკრიბაშიც, ისე როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ნაპოვნია პირველყოფილი ადამიანის კვალი. არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად, მოწამეთის მახლობლად, მდ. წყალწითელას მარცხენა ნაპირზე, «საკაჟიას" გამოქვაბულში აღმოჩენილია პალეოლითური კულტურა. ისტორიული ოკრიბა ცაგერის, ხონის, წყალტუბოს, თერჯოლის რაიონების ნაწილსაც მოიცავდა. დღევანდელი ოკრიბა მხოლოდ ტყიბულის რაიონს წარმოადგენს.

ოკრიბაში შემოდიოდა მთა ხიდისთავი, მთა გურმუხული, მთა უდაბნო; სოფელი გოგნი; მდინარეები ქვერუნა და ოქონა; ოქონის გორა, მაჭატაურ-თხილწყარომდე. ოკრიბის სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვარი დღეს სოფელ მუხურის სიახლოვეს გადის (სოფელი მუხურა 1930 წლიდან შემოდის ტყიბულის რაიონის შემადგენლობაში, მანამ ეკუთვნოდა ჩხარს). თერჯოლის რაიონს ოკრიბიდან გამოყოფს დოხორის მთა, რომელიც, როგორც ხალხი იტყვის, «გაწვდილია მოწამეთიდან ცუცხვათამდე". დღესაც მიუთითებენ ადრე მის შემადგენლობაში მყოფ თერჯოლის სოფლებთან (გოდოგანი, ნაგარევი, სეფარეთი) დამაკავშირებელ «მოკლეებზე". მოწამეთიდან სეფარეთში გადასასვლელი ტოპონიმის სახელია «ჯორჯაის ქალები". ხოლო ტოპონიმი «ქვაურია" აკავშირებს გელათს გოდოგანთან. კურსებიდან გოდოგანში გადასასვლელს ჰქვია «ზელობანი". «უნაგირა" ცუცხვათს აკავშირებს ნაგარევთან, «გუმბრალა" კი ძუყნურიდან სიმონეთში გადასასვლელს ჰქვია. ოკრიბაში შემოდიოდა თერჯოლის სოფლები ჭოგნარი და ოდილაური.

ოკრიბის სამხრეთის საზღვრის აღნიშვნისას ვახუშტის მიერ მოხსენიებული "კახნიაური" (დღევანდელი "კახიანაური") ქუთაისშია, წყალწითელას მიმდებარე ტერიტორიაზე, «ბალახვნის გაგრძელებაზე" (ქდსკი მასალები). ოკრიბას ქუთაისიდან დღეს ჰყოფს ტოპონიმები: «გოდორა ", «ღარასკეთი", «სილახოხია".

ოკრიბის ჩრდილო ნაწილი «ნაქერალას", «თავშავას", «გორმაღალას" და «ამბახის" სამხრეთი ფერდობებითაა წარმოდგენილი. ისინი მდინარეთა ხევ-ხეობებით არიან დანაწევრებული.

ოკრიბის ჩრდილოეთ საზღვარზე არსებულ მთებს «მთასაყდარს" (წმინდა გიორგის მთა), «ძმუისის მთას", «მოხოულს", «გადაჩეხილას", «ველიეთის" და «სოჩხეთის მთებს" უწოდებენ. აღმოსავლეთითაა «ცხრა ჯვარი", «ნაქერალა" (მუხურის, ტყიბულის, ძმუისის მთებს ოკრიბლები «ნაქერალას ეტყვიან"), «ტყიბულის მთები" (მას «დამწვარ მთებსაც" ეძახიან) და «მუხურის მთები".

ადრე თუ ოკრიბის დასავლეთი საზღვარი ცხენისწყლის მიდამოებამდე მიდიოდა, დღეს წყალწითელას და რიონის ხეობათა შორის, ქუთაისიდან ჩრდილოეთით გავრცელებულ ტოპონიმებში («ღარასკეთი", «ნოღითავი", «სილახოხია", «უთფირები", «ოწესის მთა", «საკაკილე ოწესი" «დათვის სახოხიალო", «თამარსოული", «პატარა ხვამიცა" «ბერსათრიელა", «საოჯოლო მთა", «მდინარე ლეყერეთი", «სატოფავი", «წიფლარი", «ბონდის ხიდი", «ბჟოლარი", «რიონი პირები", «საბრეგელა მთა", «ლეხიდრის წისმვილი") დევს.

ვახუშტი ბაგრატიონის მიერ ჩამოთვლილ ოკრიბის ოიკონიმებს შორის ორმა _ კურსები ¬ ყურსები და ტყიბული ¬ ტყირბული ფონეტიკურად სახე იცვალა. ტოპონიმი «მწვანე ყვავირა" ® «მწვანე ყვავილა" დღეს ქუთაისშია. ვახუშტის მიერ რუკაზე დატანილი «მაღველაური", რომელიც კურსებს ზევით, ბუეთამდეა ნახსენები ჩათვლილია სოფელ ქვედა ჭყეპის ერთ-ერთ დასახლებულ უბნად. ხოლო ბობოთის დასავლეთით დასახელებული «დაბა ჟორჟოლაძე" ადგილმდებარეობით სოფელ ხრესილს უახლოვდება. ჯერჯერობით დაუდგენელია კისორეთსა და ლეყერეთს შორის მდებარე «კაციეთის" და კითხიჯსა და სოჩხეთს შორის მდებარე «საღორას" თანამედროვე შესატყვისი.

ოკრიბის ჰიდროგრაფიული სახის აღწერისას ვახუშტი ჩამოთვლის არა მხოლოდ რეგიონის ძირითად მდინარეებს, არამედ შემდინარეებსაც: «ხოლო ყვირილას, რიონის შესართავს ზევით, მოერთვის წყალ-წითელა ჩრდილოდამ, რომელმან მოიგო სახელი წითლის მიწისაგან, რამეთუ მას ზედა დინებითა წითლდების. ეს გამოდის გაჭრილის მთას და მოდის ჩრდილოდამ სამხრით".

მდინარე წყალწითელას, რომელიც სათავეს იღებს სოჩხეთის და ძიროვანის მთებს შორის, სახელი ერქმევა მას შემდეგ, რაც იგი ხრესილის ბოლოში, სოფელ ბუეთთან შეუერთდება მთის ჭალას, იგივე ძიროვნის წყალს.

ვახუშტისეული «ცუცხვათის ხევი" უნდა იყოს მდინარე «ჭიშურა", ან «ცუცხვათის ნაბეღლავიდან" წამოსული ცუცხვათის ღელე. «მოწამეთის ხევი" უნდა იყოს «ქაჯის ღელე" _ «საქაჯია", «ძმუისის ხევი" _ მდინარე ლეხიდარი, ხოლო «მუყელეთის ხევი" არის ლეყერეთში გამომავალი მდინარე ლეყერეთი. ვახუშტი ბატონიშვილი, გარდა იმისა, რომ დაწვრილებით მოგვითხრობს ოკრიბის საზღვრების, მისი მოსახლეობის ხასიათის, გარემო პირობების შესახებ, ინფორმაციას გვაწვდის რეგიონის ციხეთა შესახებაც. თუმცა ამთავითვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ვახუშტის მიერ დასახელებული ცუცხვათის, საწირის, მიტლოკინის, მუხურის, ძმუისის, ჯვარისის, გელათის ციხეების გარდა ოკრიბაში დავადასტურეთ ანტორიის, კითხიჯის, ბობოთის, ციხიის, კურსების, წყალწითელას, ძიროვნის, ხრესილის ციხეები.

ოკრიბის ციხეთა შორის თავის დანიშნულებით და მდებარეობით გამორჩეულია ცუცხვათის ციხე, რომელიც დგას «გოდოგანს ზეით, ცუცხვათის ხევზე", რომელიც «შეთხრით აღიღეს ოსმალთა ქრისტესსა ჩღკა, ქართულსა უთ და უპყრავთ აწცა მათ". როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში სამართლიანად მითითებულია, ცუცხვათის ციხე ბატონობდა მთელს ოკრიბაზე და წარმოადგენდა აღნიშნული რეგიონის პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ ცენტრს. ცუცხვათის გვერდით «მოხსენიებულია (ასევე იყო XV-XVI საუკუნეშიც) სოფელი «ოხომირა", რაც სიტყვა-სიტყვით იგივე უქიმერიონია. ცუცხვათის საციხისთავო დიდი ტერიტორია უნდა ყოფილიყო რიონისა, წყალწითელა-ჭიშურასა და ნაქერალას შუა. შეიძლება ამ საციხისთაოს განსაკუთრებული მნიშვნელობის ნაგვიანევი მოწმობა იყოს, რომ აგიაშვილები ციხისთავთ-ციხისთავები არიან, ხოლო ოკრიბაში თავადი არავინაა და ოკრიბელნი მეფის ტალანი იყვნეს" (ნ. ბერძენიშვილი).

ვახუშტი «მიტლოკინის ციხეს" ასახელებს «საწირის წყალზე". ადგილობრივები ამ ციხეს «ოჯესტის ციხის" სახელით იხსენიებენ. იგი კარტოგრაფიულ რუკაზე წყალწითელას ხეობაში, სოფელ ქვედა ჭყეპშია აღნიშნული. «ოჯესტას" ახსნის დროს გათვალისწინებულია მეგრული «დოკინუა" _ დაკავება, შეკავება.

ძიროვანი ოკრიბის ერთ-ერთი ძველი და დიდი სოფელია. სოფელში ციხის არსებობას ადასტურებს ტოპონიმი «ნაციხვარი". «ადგილს «ნაციხვარი იმიტომ ჰქვია, რომ არის ციხე". საისტორიო საბუთებში არაა დაფიქსირებული წყალწითელას (სოფელ წყალწითელას _ დ. შავიანიძე) ციხე, რომელიც გვიან საუკუნეებში აშენებული ჩანს. მნიშვნელოვან თავდასაცავ ნაგებობას წარმოადგენს ხრესილის ციხე. სოფელ კურსებში გრიგოლ გოგოლაშვილის ეზოში დღესაცაა «ბერიციხის" ნარჩენი". ოკრიბის სათავდაცვო ნაგებობათა შორის განსაკუთრებული ყურადღების ღირსია სოფელ ციხიის ციხე. სოფლის სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. სოფელ კითხიჯში «ადგილს ჰქვია «ბერიციხე". საისტორიო წყაროებსა და საბუთებში არსად არაა დაფიქსირებული სოფელ ანტორიის ციხეც.

ისტორია

დღევანდელი ოკრიბა ისტორიულად და ეკონომიურად დაკავშირებულია იმერეთის უძველეს ცენტრ _ ქუთაისთან, ქუთაისის საერისთაოსთან, რომელიც «მოიცავდა იმერეთს, ოკრიბასა და ხანისწყლის დასავლეთ მხარეს გურიამდე (გვიანფეოდალური ხანის საჩხეიძეო, საჩინო-სალომინაო-საჩიჯავაძო და საჯავახო). მაშინ, როდესაც ვაკე იმერეთში უკვე XVI საუკუნეში ყმა-მამული ძირითადად სათავადო სახლებს შორის იყო განაწილებული, ოკრიბასა და არგვეთში მიწის უდიდესი ნაწილი მეფეს თუ ეკლესიას ეკუთვნოდა. აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ დასავლეთ საქართველოში და მათ შორის ოკრიბაში ადგილ-მამულებს და ყმა-გლეხებს ფლობდნენ საბერძნეთსა და სირია-პალესტინაში არსებული ქართული მონასტრები. ქრისტეს საფლავის მონასტერს გლეხები ჰყავდა ოკრიბის ორ სოფელში: ოჯოლაში (6 კომლი) და საწირეში (32 კომლი). თუმცა აქვე დავსძენთ, რომ, როგორც ისტორიული დოკუმენტები, ისე ეთნოგრაფიული მასალები, ოკრიბის სხვადასხვა სოფლების სხვადასხვა სათავადოს შემადგენლობაში ყოფნის შემთხვევებს ადასტურებენ. ოკრიბის სოფლები: ზედუბანი, დაბაძველი, საწირე, ივანოული, ძიროვანი მხეიძეთა სათავადოში შედიოდა (ვახუშტი; «გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში"; მთხრობელი ბ. ცირეკიძე, 72 წლის, 1994 წ.). ჩვენი მასალებით, «მხეიძის იყო მანდიკორი და ბობოთიც". მხეიძეების სათავადო სამეფო გადასახადებისაგან თავისუფლდებოდა. მხეიძეების ყმათაგან საურს მხოლოდ ათი კომლი იხდიდა, საუდიეროს კი არც ერთი. აგიაშვილებს ეკუთვნოდათ ცუცხვათი ნაწილობრივ. გარდა ცუცხვათისა, აგიაშვილებს მამულები ჰქონდათ ტყიბულში], სკიპსა და ვაშლარი მხარეში. ოკრიბაში, ჭყეპში, სოჩხეთში, გურნაში, ახალსოფელში, ძუყნურში. აგიაშვილებს ყმა-მამულები ჰქონდათ კისორეთშიც და ანტორიაშიც. ეთნოგრაფიული მასალებით, სოფელ ანტორიაში «ადგილობრივი ყიფიანი განაგებდა". აგიაშვილები თავიანთი სათავადოს მართვაში იყენებდნენ მოურავებს ყიფიანების და ჟორჟოლაძეების აზნაურული გვარებიდან. ჩვენი მასალებით, ოჯოლელ ქელბაქიანებს ეკუთვნოდათ ლეყერეთი.

XIX საუკუნიდან ოკრიბის რეგიონი სამეურნეო-ეკონომიური და კულტურული თვალსაზრისით წინსვლას განიცდის. ცხოვრების დონის აწევამ ერთგვარი გავლენა იქონია ეთნოგრაფიულ ყოფაზე. აღნიშნულმა მხარეში გამოიწვია მოსახლეობის ადგილგადანაცვლება, რაც, რა თქმა უნდა, გულისხმობს არა ერთი გვარის ისტორიული განსახლების ადგილის შეცვლას.რაც შეეხება ოკრიბულ გვარსახელებს და გვარის დანაყოფის სახელებს. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს შორის ოკრიბაც გამოირჩეოდა მოსახლეობის მიგრაციის თვალსაზრისით. მიახლოებითი პროცენტული მიმართება რეგიონის მიგრირებული და ადგილობრივი მოსახლეობის (ე.ი. ისეთი გვარების, რომელთა მოსულობაზე გადმოცემა არაა _ დ.შავიანიძე) გვართა საერთო რაოდენობასთან ასეთია: რაჭიდან მიგრირებულებზე (ბუბაშვილი, აბუთიძე, ცირღილაძე, ჭელიშვილი (ადრინდელი გვარი ჭელიძე), ერაძე, კვირიკეიშვილი, ფორჩხიძე, ჩაფიძე, კაკალიაშვილი, იაშვილი, ცირეკიძე (ადრინდელი გვარი წულუკიძე, სხვა გადმოცემით ცისრეკიძე), ბიბილაშვილი ქურციკიძე, პატარიძე, ბაქრაძე, გაბრიჭიძე, კუბლაშვილი, ქასრაძე, ბოჭორიშვილი) მოდის დაახლოებით 14%; ლეჩხუმიდან მიგრირებულებზე (გოქაძე, გვენეტაძე (ადრინდელი გვარი კვენეტაძე), ასათიანი, მანაგაძე, კიკოლეიშვილი, მინდიაშვილი, მიქაუტაძე) 5%; სვანეთიდან (ხორხომელიძე, შალიკიანი (ადრინდელი გვარი ჩარკვიანი), ხერხაძე, ყიფიანი, სანდუხაძე, ბაბუხადია, მესხორაძე, გვეტაძე (ადრინდელი გვარი ქვეტიანი, სხვა გადმოცემით გველესიანი), სოფრომაძე, კორტი, ბაკურაძე, გაბრიაძე (ადრინდელი გვარი გაბლიანი), სირბილაძე (ადრინდელი გვარი გაბიანი), ჟორჟოლაძე (ადრინდელი გვარი ჟორჟოლიანი) 10,5%; დღევანდელი აფხაზეთიდან (ქაშიბაძეები, ლანჩავები, მაწკეპლაძეები, შარვაძეები) 4%; გურია-აჭარიდან მოსულებზე (ბაბუხადია, ლოსაბერიძე, კეზევაძე, ჭარხალაშვილი, გელაძე, ნინიძე, კოკელაძე, ქათამაძე, კაკალაძე, რიჟამაძე, ცეცხლაძე, ბასილაძე) 4,4% და 3,2%; ოკრიბაში დასტურდება აგრეთვე სამეგრელოდან (აშოთია, ჯინჯიხაძე, არჯევანიძე), იმერეთიდან (ხარატიშვილი, აბესაძე, გოგიჩაძე, ბარბაქაძე კუპრაშვილი, მარგველაშვილი, კუპატაძე, ჩუბინიძე, იამანიძე, სულიაშვილი, ლაფერაძე, ყვავაძე, მორჩაძე, გუბელაძე, მახვილაძე, ჯანგავაძე, ბანცაძე) 13% და აღმოსავლეთ საქართველოდან მიგრირებული გვარები (ბახუტაშვილი, ნანიკაშვილი, ტოფაძე, არსენიძე, მახარაშვილი, ლომთაძე, ჩიტიძე, ცქიფურიშვილი, დალალიშვილი, ბერეკაშვილი, ელიაშვილი).

საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ოკრიბაში მიგრირებული მოსახლეობის წარმოდგენილი რეალობის ფონზე რეგიონში გავრცელებულ გვარსახელთა სუფიქსების მიახლოებითი პროცენტული მიმართება ასეთ სურათს იძლევა: -ძე სუფიქსით ბოლოვდება დაახლოებით 3,42%; -შვილი სუფიქსით 1,25%; -ვა სუფიქსით 0,04%; -უა სუფიქსით 0,015%; -ია სუფიქსით 0,23%; -ში სუფიქსით 0,015%; -იან სუფიქსით 0,02%; -ოვან სუფიქსით 0,03%; -ოვ სუფიქსით 0,07%. ოკრიბაში ფუძეგაუფორმებელი გვარების დაახლოებით 0,09% მკვიდრობს.

წყარო

ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. წგნ.: ქართლის ცხოვრება. ს. ყაუხჩიშვილის გამოც. ტ. 4, თბილისი, 1973.

ლიტერატურა

  • ნიშნიანიძე ილია, ნიშნიანიძე დავით. ოკრიბა. – თბილისი, რაეო. 2003.
  • სოსელია ო. ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ–პოლიტიკური ისტორიიდან. ტ. 1, –თბილისი, 1973

რესურსები ინტერნეტში

  1. რ. თოფჩიშვილი; დ. შავიანიძე