ივანე ამილახვარი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
მ ბოტის დამატება: en:Ivane Amilakhvari, ru:Амилахори, Иван Гивич |
მ სურათი |
||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[Image:Amilaxoriig.jpg|thumb|გენერალი ამილახვარი]] |
|||
'''ივანე გივის ძე ამილახვარი''' (დ. [[26 იანვარი]], [[1829]] ― გ. [[29 აგვისტო]], [[1905]]), [[რუსეთის იმპერია|რუსეთის]] არმიის კავალერიის [[გენერალი]] ([[1896]]). |
'''ივანე გივის ძე ამილახვარი''' (დ. [[26 იანვარი]], [[1829]] ― გ. [[29 აგვისტო]], [[1905]]), [[რუსეთის იმპერია|რუსეთის]] არმიის კავალერიის [[გენერალი]] ([[1896]]). |
||
07:42, 12 ივლისი 2008-ის ვერსია
ივანე გივის ძე ამილახვარი (დ. 26 იანვარი, 1829 ― გ. 29 აგვისტო, 1905), რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი (1896).
1850-იდან მსახურობდა ჩრდილოეთ კავკასიაში ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. 1853-იდან იბრძოდა შამილის წინააღმდეგ. ყირიმის ომის (1853-1856) დროს - კავკასიის ფრონტზე ოსმალეთის წინააღმდეგ მონაწილეობდა სოფ. ბაინდურის, ბაშკადიკლარის და ყარსის ბრძოლებში. 1873 მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი. ამილახვარმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877-1878). მისმა ცხენოსანმა დივიზიამ აიღო ბაიაზეთი, დიადინი, ალაშკერტი, ჰასან-კალე, არზრუმი და სხვა. 1883 წელს ამილახვარმა მიიღო გენერალ-ლეიტენანტის ჩინი, ხოლო 1901 გენერალ-ადიუტანტის საპატიო წოდება. 1893-იდან იყო კავკასიის საარმიო კორპუსის მეთაური. გამოქვეყნებული აქვს დღიურები და მოგონებები (ჟურნალ "Кавказский сборник", 1908-1909, т.26-29. ავტორიზებული თარგმანი ქართულიდან). ეს მონათხრობი შეიცავს საინტერესო ცნობებს ეპოქისა და იმ ბრძოლების ირგვლივ, რომლებშიც ამილახვარს მიუღია მონაწილეობა. მასში უხვადაა საგულისხმო მასალა ამილახვარის თანამებრძოლების - გრიგოლ, ზაქარია, ილია ორბელიანების, კ.მამაცაშვილის, მალაქია გურიელის და სხვათა, აგრეთვე შამილის შესახებ. ამილახვარი დაჯილდოებული იყო ოქროს ხმლით "მამაცობისათვის" და მრგვალი საბრძოლო ორდენითა და მედლით.
ლიტერატურა
- მაგრაქველიძე რ., ქსე, ტ. 1, გვ. 392, თბ., 1975-