ნატალია გონჩაროვა (მხატვარი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: uk:Гончарова Наталія Сергіївна
ბოტის დამატება: pt:Natalia Goncharova შეცვლა: it:Natal'ja Sergeevna Gončarova
ხაზი 35: ხაზი 35:
[[fr:Nathalie Gontcharova]]
[[fr:Nathalie Gontcharova]]
[[hu:Natalja Goncsarova]]
[[hu:Natalja Goncsarova]]
[[it:Natalija Sergeevna Gončarova]]
[[it:Natal'ja Sergeevna Gončarova]]
[[ja:ナターリヤ・ゴンチャローワ]]
[[ja:ナターリヤ・ゴンチャローワ]]
[[nl:Natalja Gontsjarova]]
[[nl:Natalja Gontsjarova]]
[[pl:Natalia Gonczarowa]]
[[pl:Natalia Gonczarowa]]
[[pt:Natalia Goncharova]]
[[ru:Гончарова, Наталья Сергеевна]]
[[ru:Гончарова, Наталья Сергеевна]]
[[sv:Natalia Gontjarova]]
[[sv:Natalia Gontjarova]]

06:44, 7 ივლისი 2008-ის ვერსია

ფაილი:Goncharova self portret yellow lilies.jpg
ავტო-პორტრეტი ყვითელი ლილიებით, 1907

ნატალია სერგეევნა გონჩაროვა (რუს. Наталья Сергеевна Гончарова) (დ. 4 ივნისი, 1881 – გ. 17 ოქტომბერი, 1962) — რუსი ფერმწერი კუბო-ფუტურისტი და თეატრალური დიზაინერი.

ბიოგრაფია

ნატალია გონჩაროვა დაიბადა სოფელ ნაგაევოში, ტულასთან ახლოს, რუსეთი, 1881 წელს. თავდაპირველად მოსკოვის სამხატვრო აკადემიაში სკულპტურას სწავლობდა, თუმცა შემდეგ (1904) ფერწერაზე გადავიდა. მასზე დიდი გავლენა რუსული ხალხური ხელოვნების პრიმიტიულმა ასპექტებმა იქონია, რაც კარგად ჩანს მის ადრინდელ ნამუშევრებში, სადაც ის ამ ელემენტებს ფოვიზმსა და კუბიზმს უკავშირებს. მეუღლესთან, მიხაილ ლარიონოვი, ერთად ის აყალიბებს მიმდინარეობას „რაიონიზმი“. რევოლუციამდელი რუსეთის ავანგარდის პოპულარიზაციაში მთავარი წვლილი სწორედ მათ ეკუთვნის. მათი ორგანიზებით მოეწყო გამოფენა „ვირის კუდი“ (1912) მოსკოვში და იმავე წელს მიუნხენში.

გაერთიანება „ვირის კუდი“ შეიქმნა ევროპულ ხელოვნებასთან გასამიჯნავად და დამოუკიდებელი თანამედროვე ხელოვნების რუსული სკოლის ჩამოსაყალიბებლად. თუმცა ფუტურიზმის გავლენა საკმაოდ ძლიერია გონჩაროვას გვიანდელ ტილოებში. თავდაპირველად ხატებითა და ეთნიკური რუსული პრიმიტივიზმით გატაცებული გონჩაროვა რუსეთში სახელს ითქვამს მისი ფუტურისტული ნამუშევრებით, როგორიცაა „ველოსიპედისტი“ და გვიანდელი რაიონისტული ტილოებით. გაერთიანების წევრები, როგორც მოსკოვის ფუტურისთა ლიდერები, ხშირად აწყობდნენ პროვოკაციულ ლექცია-საღამოებს მათი იტალიელი კოლეგების მსგავსად.

გონჩაროვა ასევე ჩართული იყო გრაფიკულ დიზაინში — წერდა და ხატავდა ილუსტრაციებს ფუტურისტული სტილის წიგნებისთვის.

გონჩაროვა ავანგარდული ჯგუფი Der Blaue Reiter წევრი იყო მისი დაფუძნებიდან (1911). 1915 წელს მან საბალეტო კოსტუმების და სცენების დიზაინზე დაიწყო მუშაობა ჟენევაში. 1921 წელს პარიზში გადადის, სადაც ის რამდენიმე სცენას აწყობს სერგეი დიაგილევის „Ballets Russes“-თვის.

გარდაიცვალა 1962 წელს პარიზში.

რესურსები ინტერნეტში

გალერეა