ადოლფი (გერმანიის მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: hu:Adolf német-római császár
ბოტის დამატება: bg:Адолф от Насау
ხაზი 17: ხაზი 17:
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1298]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1298]]


[[bg:Адолф от Насау]]
[[cs:Adolf Nasavský]]
[[cs:Adolf Nasavský]]
[[de:Adolf von Nassau]]
[[de:Adolf von Nassau]]

14:02, 30 ივნისი 2008-ის ვერსია

ადოლფი

ადოლფ ნასაუელი (გერმ. Adolf von Nassau) (გ. 2 ივნისი 1298) გერმანიის მეფე და საღვთო რომის იმპერატორი 1292 - 1298 წლებში.

გერმანიის მეფედ არჩევამდე ადოლფი იყო ნასაუს გრაფი, ცხოვრობდა ვაისბადენში და სხვა დიდებულებს ემსახურებოდა. იგი ლამაზი და ძლიერი მამაკაცი იყო, ძლიერი მეომარი, განთქმული პირდაპირობით და განათლებით.

ადოლფი ნასაუს გრაფი არჩეულ იქნა გერმანიის მეფედ 1292 წლის მაისში, გარდაცვლილი რუდოლფ Iს ნაცვლად. გერმანელ დიდებულებს იმედი ჰქონდათ რომ ადოლფი უფრო მორჩილი იქნებოდა ვიდრე რუდოლფ ჰაბსბურგი. იგი მართლაც ბევრს დაპირდა კენჭისყრამდე, მაგრამ არჩევის შემდეგ კურფურსტებისთვის სრულიად მოულოდნელად მოიქცა. იგი რუდოლფის მსგავსად ცდილობდა შეესყიდა მემკვიდრეობითი მამულები.

მან მოლაპარაკებები დაიწყო ინგლისის მეფე ედუარდ I-თან და დაპირდა საფრანგეთის წინააღმდეგ ომის დაწყებას, რისთვისაც 100 000 გირვანქა სტერლინგი მიიღო, მაგრამ ადოლფმა მოატყუა ინგლისის მეფე. ამ ფულით მან აღჭურვა ჯარი და 1294 წელს ჩაერია ტიურინგის ლანდგრაფისა და მისი პირველი ქორწინების შვილების ომში. ამ ომით ადოლფის მტრებმა ისარგებლეს და მის წინააღმდეგ გაილაშქრნენ. 1298 წლის თებერვალში გერმანელი დიდებულები ვენაში შეიკრიბნენ და ავსტრიის ჰერცოგ ალბერტთან მოილაპარაკნენ ადოლფის ჩამოგდებაზე. ადოლფსა და ალბერტს შორის ომი დაიწყო. ივნისში კურფიურსტები მაინცში შეიკრიბნენ და განაცხადეს რომ ართმევენ მეფეს ძალაუფლებას, და დაადანაშაულეს ადოლფი სამოქალაქო ომის გაჩაღებაში, ეკლესიის შეურაცხყოფაში და დიდებულთა უფლებების დარღვევაში. ახალ მეფედ ალბერტ ავსტრიელი გამოაცხადეს.

ალბერტი გელგეიმის მახლობლად გამაგრდა. 2 ივნისს, გამთენიისას ადოლფმა შეუტია ავსტრიელებს. ამ უკანასკნელებმა მოჩვენებით უკან დაიხიეს და მეფის ჯარები მხედრებისთვის არახელსაყრელ პოზიციაზე შეიტყუეს. გაჩაღდა ბრძოლა, ადოლფი ჯარისკაცებთან ერთად იბრძოლა და შუადღისკენ იგი მოკლეს.

წყარო

  • Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва.