საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: te:అంతర్జాతీయ ఖగోళ సమాఖ్య
ბოტის დამატება: hu:Nemzetközi Csillagászati Unió
ხაზი 44: ხაზი 44:
[[he:האיגוד האסטרונומי הבינלאומי]]
[[he:האיגוד האסטרונומי הבינלאומי]]
[[hr:Međunarodna astronomska unija]]
[[hr:Međunarodna astronomska unija]]
[[hu:Nemzetközi Csillagászati Unió]]
[[id:Persatuan Astronomi Internasional]]
[[id:Persatuan Astronomi Internasional]]
[[it:Unione Astronomica Internazionale]]
[[it:Unione Astronomica Internazionale]]

23:26, 26 ივნისი 2008-ის ვერსია

ფაილი:IAU logo.jpg
საკ-ის ლოგო.

საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი (ფრანგ.: Union astronomique internationale) აერთიანებს მსოფლიოს ყველა ქვეყნის ეროვნულ ასტრონომიულ საზოგადოებებს. კავშირი საერთაშორისო სამეცნიერო საბჭოს წევრია. ეს არის მეცნიერულ საზოგადოებაში საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ავტორიტეტი ვარსკვლავების, პლანეტების, ასტეროიდების და სხვა ციური სხეულებისა და ფენომენისთვის სახელების შერჩევაში და, ამგვარად. ასტრონომიის ოფიციალურ ორგანოდ ითვლება.

სამუშაო ჯგუფთა შორისაა პლანეტარული სისტემის ნომენკლატურის მუშა ჯგუფი, რომელის არეგულირებს პლანეტარულ სხეულთა ნომენკლატურისა და სახელების შეთანხმებებს.

საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი დაარსდა 1919 წელს, სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების შერწყმით, რომელიც მოიცავდა ციურ რუკას (Carte du Ciel), მზის კავშირს (Solar Union) და საერთაშორისო დროის ბიუროს (Bureau International de l'Heure). პირველი პრეზიდენტი იყო ბენჯამინ ბელო. კავშირს ამჟამად 9040 ინდივიდუალური წევრი ჰყავს (ანუ პროფესიონალი ასტრონომები), როგორც წესი დოქტორის ხარისხის მფლობელები; 63 ეროვნული წევრი (ანუ ქვეყნები, რომლებიც კავშირთან ფილიალში იმყოფებიან). ამჟამინდელი პრეზიდენტია რონალდ ეკერსი.

საკ-ის XXV გენერალური ასამბლეა ჩატარდა 2006 წლის 14-25 აგვისტოს პრაღაში, ჩეხეთი. ამ ასამბლეაზე კავშირმა გამოიტანა წინადადება პლანეტის განსაზღვრების შეცვლაზე. ახალი განსაზღვრებით მზის სისტემაში 12 პლანეტა უნდა გამხდარიყო, მათ შორის ერთი მარსსა და იუპიტერს შორის ასტეროიდთა სარტყელში. თუმცა წინადადება კენჭისყრით უარყვეს. ასევე, პლანეტის სტატუსი ჩამოერთვა პლუტონს, რომელიც 1930 წელს აღმოჩენის შემდეგ მისი სტატუსის შესახებ მუდმივი დებატების საგანი იყო. სტატუსის ჩამორთმევის ძირითადი მოტივი იყო ახალი ასტეროიდების აღმოჩენა, რომელთა რადიუსი აღემატება პლუტონისას.[1]

სქოლიო

  1. Pluto loses status as a planet, BBC News, 24/08/2006 [1]

რესურსები ინტერნეტში