სტატუს-კვო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
რობოტი დამატება: no:Status quo
რობოტი დამატება: da:Status quo
ხაზი 13: ხაზი 13:


[[bg:Статукво]]
[[bg:Статукво]]
[[da:Status quo]]
[[de:Status quo]]
[[de:Status quo]]
[[en:Status quo]]
[[en:Status quo]]

05:37, 28 აპრილი 2006-ის ვერსია

სტატუს ქვო (ლათ. Status quo) ლათინური ტერმინია და ნიშნავს აწმყო, მიმდინარე არსთა, ურთიერთობათა, საგანთა მდგომარეობას. სტატუს ქვოს შენარჩუნება ნიშნავს საქმეთა, საგანთა შენარჩუნებას ისე, როგორც ისინი ამჟამადაა. შედარებისთვის "სტატუს ქვო ანტე" ნიშნავს საგანთა მდგომარეობას ისე, როგორც იყო ადრე.

სტატუს ქვოს კონცეფცია მოდის დიპლომატიური ტერმინიდან "სტატუს ქვო ანტე ბელუმ" (status quo ante bellum), რაც ნიშნავს - "როგორც იყო ომამდე" - მიუთითებს მოწინააღმდეგის ჯარების გაყვანას და ძალთა ბალანსის ომამდელ მდგომარეობაში აღდგენას.

არგუმენტი სტატუს ქვოს შენარჩუნებაზე ხშირად მოიაზრება დიდი, რადიკალური ცვლილებებისადმი წინააღმდეგობის კონტექსტში. ტერმინი ხშირად მიუთითებს მნიშვნელოვან საკითხთა, როგორიცაა საზოგადოებისა ან ერის მიმდინარე სოციალურ-კულტურული კლიმატის, სტატუსზე.

ტერმინს ხშირად იყენებენ პოლიტიკოსები. ხშირად არსებობს მიზანმიმართული გაურკვევლობის პოლიტიკა, როცა გარკვეული სიტუაციის ფორმალიზების ნაცვლად მიუთითებენ სტატუს ქვოზე. პოლიტიკური გაურკვევლობის მაგალითია ტაივანის პოლიტიკური სტატუსი. ამასთან დაკავშირებით კლარკ კერს უთქვამს: "სტატუს ქვო არის ერთადერთი გამოსავალი რომელზეც ვეტოს დადება შეუძლებელია", გულისხმობდა რა, რომ სტატუს ქვოს წინააღმდეგ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია; მის შესაცვლელად რაიმე ქმედებაა მისაღები.

ხშირად სპეციფიური დაწესებულებები იქმნება რათა აქტიურად შენარჩუნდეს სტატუს ქვო. მაგ. გაეროს შექმნის მიზანი იყო შენარჩუნებულიყო მშვიდობიანი საერთაშორისო სტატუს ქვო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამყარდა.