საკურთხეველი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის შეცვლა: lt:Aukuras
ბოტის დამატება: id:Altar
ხაზი 24: ხაზი 24:
[[gd:Altair]]
[[gd:Altair]]
[[he:מזבח]]
[[he:מזבח]]
[[id:Altar]]
[[is:Altari]]
[[is:Altari]]
[[it:Altare]]
[[it:Altare]]

06:16, 15 მაისი 2008-ის ვერსია

ადრეული კოპტური საკურთხეველი გამოჭრილი ტაძრის კედელში.

საკურთხეველი მოძვ. სამსხვერპლო (ლათ. Altare — სამსხვერპლო) — ადგილი, სადაც ღმერთების საამებლად მიჰქონდათ შესაწირავი, რათა აეცდინათ მათი რისხვა და მფარველობა მოეპოვებინათ. პირველი სამსხვერპლოები იყო შეშის ხორები, რომელთაც მსხვერპლთან ერთად წვავდნენ. შემდგომ სამსხვერპლოები იგებოდა ქვის, თიხის, მიწის პატარა ამაღლებული ადგილების სახით, სადაც ხდებოდა მსხვერპლთშეწირვა. სჯეროდათ, რომ მსხვერპლიდან ასული კვამლი ადის ცაში და აღწევს ღმერთამდე. სამსხვერპლოებს ღია ცის ქვეშ მართავდნენ.

გმირთა და ღმერთთა სამსხვერპლოები განსხვავდებოდა. ღმერთთა სამსხვერპლოები უმეტესად დიდი მოცულობისანი იყვნენ და ამზადებდნენ ტაძრებთან ახლოს მოედნებზე, წმინდა ჭალებში. ზოგი სამსხვერპლო უზარმაზარი მოცულობის იყო (მაგალითად, პერგამონის საკურთხეველი). გმირთა სამსხვერპლოები დაბალი და მცირე ზომის იყვნენ, დასავლეთის მხარეზე ჰქონდა ორმო, სადაც მსხვერპლად შეწირული ცხოველების სისხლი უნდა ჩასულიყო.

ქრისტიანულ ეკლესიაში სამსხვერპლოს ნაცვლად, გამოიყენება ტერმინი საკურთხეველი და იგი ეწოდა ეკლესიის იმ ნაწილს, სადაც ამა თუ იმ წმინდანს სანთელს უნთებენ. გადატანითი მნიშვნელობით "საკურთხეველი" ნიშნავს ეკლესიას, რელიგიას; საკურთხეველზე მსხვერპლის მიტანა კი — თავის დადებას კეთილი საქმისთვის.