აგნეს მერანიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 37: ხაზი 37:
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1201]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1201]]
[[კატეგორია:საფრანგეთის დედოფლები]]
[[კატეგორია:საფრანგეთის დედოფლები]]
[[კატეგორია:მშობიარობის დროს გარდაცვლილები]]

12:30, 12 ივლისი 2022-ის ვერსია

აგნეს მერანიელი
საფრანგეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: ივნისი, 1196
მმართ. დასასრული: 1200
წინამორბედი: ინგებორგ დანიელი
მემკვიდრე: ინგებორგ დანიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1175
გარდ. თარიღი: 20 ივლისი, 1201, (25-26 წლის)
მეუღლე: ფილიპ II, საფრანგეთის მეფე
შვილები: ფილიპ I, ბოლონიის გრაფი
მარი, ბრაბანტის ჰერცოგინია
მამა: ბერთოლდი, მერანიის ჰერცოგი
დედა: აგნეს როშლიცელი
რელიგია: კათოლიციზმი

აგნეს მერანიელი (გერმ. Agnes von Meranien, ფრანგ. Agnès de Méranie; დ. 1175 — გ. 20 ივლისი, 1201) — მერანიის ჰერცოგ ბერთოლდის ასული. საფრანგეთის დედოფალი 1196-1200 წლებში, როგორც ფილიპ II-ის მესამე ცოლი და მისი ორი შვილის დედა.

ბიოგრაფია

აგნესი დაიბადა 1175 წელს, საღვთო რომის იმპერიაში შემავალ პატარა მერანიის საჰერცოგოში, ბავარიის მახლობლად. იგი იყო მერანიის ჰერცოგ ბერთოლდისა და მისი მეუღლის, ჰერცოგინია როშლიცელის ასული.

1193 წელს საფრანგეთის მეფე ფილიპ II გასცილდა თავის მეორე მეუღლეს, დედოფალ ინგებორგ დანიელს, რის შემდეგაც მეორე საცოლის ძიება დაიწყო. სულ სამ წელიწადში, 1196 წლის ივნისში, ფილიპი და აგნესი დაქორწინდნენ, რითაც აგნესი საფრანგეთის დედოფალი გახდა. ამ ქორწინებით რომის პაპი ინოკენტი III ერთობ უკმაყოფილო დარჩა, რადგან ეკლესიურად ფილიპი და ინგებორგი მაინც ცოლ-ქმარი იყვნენ. თავად ინგებორგიც ქმართან შერიგებას ითხოვდა, ფილიპი კი მასთან ჯვრის აყრას სთხოვდა პაპს. რომის პაპი დიდ ხანს ფიქრობდა, თუ როგორ მოქცეულიყო, საბოლოოდ კი 1200 წელს ინგებორგისა და ფილიპის შერიგება და კვლავ შეუღლება მოახერხა, აგნესს კი გააცილა.

მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე დედოფალი აღარ იყო, მეფე მაინც ზრუნავდა მასზე. მას პუასუს სასახლე უბოძა პარიზთან ახლოს, სადაც 1201 წლის 20 ივლისს, 25-26 წლის აგნესი გულის გასკდომით გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია ნანტში.

ოჯახი

აგნესსა და ფილიპეს ოთხწლიანი ქორწინებიდან ორი შვილი შეეძინათ: ფილიპი და მარი. ვინაიდან მათი ქორწინება ეკლესიურად არაკანონიერი იყო, ისინიც უკანონო ბავშვებად იყვნენ ცნობილები, ისე, როგორც საყვარლებთან შეძენილი შვილები, თუმცა რომის პაპმა 1201 წელს ისინი კანონიერ შვილებად სცნო. აგნესის პიროვნებაზე ძალიან ცოტა რამაა ცნობილი, მაგრამ ცნობილია, რომ სწორედ მისი გავლენით მოსთხოვა ფილიპმა პაპს მათი შვილების კანონიერად ცნობა. ფილიპი ბოლონიის ჰერცოგი გახდა, ცოლად მატილდა ბოლონიელი შეირთო, მასთან ორი შვილი შეეძინა და 1235 წელს გარდაიცვალა 25 წლის ასაკში. რაც შეეხება მარის, იგი პირველად ცოლად გაჰყვა ნემურის გრაფ ფელიპე I-ს, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მისთხოვდა ბრაბანტის ჰერცოგ ჰაინრიხ I-ს, რომელთანაც ორი გოგონა შეეძინა და გარდაიცვალა 1224 წელს, 25 წლის ასაკში.

ლიტერატურა

  • This article incorporates text from a publication now in the public domain: Chisholm, Hugh, ed. (1911). "Agnes of Meran". Encyclopædia Britannica. 1 (11th ed.). Cambridge University Press. p. 378.