ვენის კონგრესი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მ 213.200.31.162-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია იარლიყი: სწრაფი გაუქმება |
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8.7 |
||
ხაზი 56: | ხაზი 56: | ||
* [http://www.the-map-as-history.com/maps/1_history-europe-XIX-congress-vienna.php Animated map Europe and nations, 1815–1914] |
* [http://www.the-map-as-history.com/maps/1_history-europe-XIX-congress-vienna.php Animated map Europe and nations, 1815–1914] |
||
* [[s:Final Act of the Congress of Vienna|Final Act of the Congress of Vienna]] |
* [[s:Final Act of the Congress of Vienna|Final Act of the Congress of Vienna]] |
||
* [http://www.emersonkent.com/map_archive/congress_vienna_1815.htm Map of Europe in 1815] |
* [http://www.emersonkent.com/map_archive/congress_vienna_1815.htm Map of Europe in 1815] {{Webarchive|url=https://web.archive.org/web/20210418090659/http://www.emersonkent.com/map_archive/congress_vienna_1815.htm |date=2021-04-18 }} |
||
[[კატეგორია:ევროპის ისტორია]] |
[[კატეგორია:ევროპის ისტორია]] |
14:49, 17 მაისი 2022-ის ვერსია
ვენის კონგრესი — ევროპის სახელმწიფოთა წარმომადგენლების კონფერნეცია რომელიც ჩატარდა ავსტრიის იმპერიის დედაქალაქ ვენაში 1814 წლის სექტემბრიდან – 1815 წლის ივნისის ჩათვლით. მისი მიზანი იყო საფრანგეთის რევოლუციისა და ნაპოლეონის ომების შედეგად წარმოქმნილი პრობლემების გაანალიზება და გადაწყვეტა. ნაპოლეონზე გამარჯვებულ ქვეყნებს: რუსეთს, დიდ ბრიტანეთს, პრუსიასა და ავსტრიას მიღწეული შედეგების ხელშეკრულებებში ასახვა და საერთაშორისო ურთიერთობების ახალ წესებზე შეთანხმება სურდათ. მათთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო საფრანგეთის რევოლუციის, როგორც მონარქიის დამხობის პრეცედენტის, შედეგების აღმოფხვრა. ამიტომაც აღადგინეს ბურბონთა დინასტია. მონაწილეთა საერთო მიზანს ევროპაში აბსოლუტიზმის გაძლიერება წარმოადგენდა.
მიმდინარეობა
საერთო მიზნების გარდა მონაწილეებს ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესებიც ჰქონდათ ამიტომაც შეხვედრები მიმდინარეობდა ფარული ინტრიგების ფონზე. კონგრესს ავსტრიელი დიპლომატი, გრაფი მეტერნიხი ხელმძღვანელობდა. საფრანგეთს ტალეირანი წარმოადგენდა. რუსულ დელეგაციაში იყო იმპერატორი ალექსანდრე I. კონფერეციაში ასევე მონაწილეობდნენ; ესპანეთი, პორტუგალია, შვედეთი. ასევე: დანია, შვეიცარია, რომის პაპის წარმომადგენელი და ბავარია.
გადაწყვეტილება
დასკვნით აქტს, ხელი მოეწერა 1815 წლის 9 ივნისს. მის დებულებები შედის:
- რუსეთს გადაეცა ვარშავის საჰერცოგოს დიდი ნაწილი და 1809 წელს შვედეთისგან მიღებული ფინეთი დაიკანონა.
- პრუსიას გადაეცა საქსონიის ორი მეხუთედი, ვარშავავის საჰერცოგოს ნაწილი, დანციგი და რაინლანდ–ვესტფალია.
- შეიქმნა გერმანიის კავშირი (კონფედერაცია), რომელიც 39 სახელმწიფოსგან შედგებოდა. ავსტრიისა და პრუსიის მხოლოდ ნაწილი მოხვდა კონფედერაციის ტერიტორიაზე.
- ნიდერლანდები და სამხრეთ ნიდერლანდები (დაახლ. თანამედროვე ბელგია) გაერთიანდა ერთიან კონსტიტუციურ მონარქიაში.
- შვეიცარიას მიენიჭა ნეიტრალიტეტი.
- ავსტრიამ ბელგიის სანაცვლოდ მიიღო ლომბარდია და ვენეცია
- შვედეთმა შეიერთა ნორვეგია იმ პირობით, რომ ნორვეგიას მიენიჭებოდა ფართო ავტონომიის სტატუსი.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 363.
- Ferraro, Guglielmo. The Reconstruction of Europe; Talleyrand and the Congress of Vienna, 1814–1815 (1941)
- Gulick, E. V. "The final coalition and the Congress of Vienna, 1813-15" in C. W. Crawley, ed., The New Cambridge Modern History, vol 9, 1793-1830 (1965) pp 639–67.