ცივი ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 14: ხაზი 14:


[[1989]] წელს, [[პანევროპული პიკნიკი]]ს შემდეგ რკინის ფარდის დაცემამ და რევოლუციების მშვიდობიანმა ტალღამ ([[რუმინეთი]]სა და [[ავღანეთი]]ს გარდა) დაამხო აღმოსავლეთ ბლოკის თითქმის ყველა კომუნისტური მთავრობა. თავად საბჭოთა კავშირის კომუნისტურმა პარტიამ დაკარგა კონტროლი საბჭოთა კავშირზე და აიკრძალა [[1991]] წლის აგვისტოში გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ. ამან თავის მხრივ გამოიწვია [[სსრკ-ის დაშლა]] [[1991]] წლის დეკემბერში, მისი შემადგენელი რესპუბლიკების დამოუკიდებლობის გამოცხადება და კომუნისტური მთავრობების დაშლა აფრიკისა და აზიის დიდ ნაწილზე. ამერიკის შეერთებული შტატები დარჩა მსოფლიოს ერთადერთ ზესახელმწიფოდ.
[[1989]] წელს, [[პანევროპული პიკნიკი]]ს შემდეგ რკინის ფარდის დაცემამ და რევოლუციების მშვიდობიანმა ტალღამ ([[რუმინეთი]]სა და [[ავღანეთი]]ს გარდა) დაამხო აღმოსავლეთ ბლოკის თითქმის ყველა კომუნისტური მთავრობა. თავად საბჭოთა კავშირის კომუნისტურმა პარტიამ დაკარგა კონტროლი საბჭოთა კავშირზე და აიკრძალა [[1991]] წლის აგვისტოში გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ. ამან თავის მხრივ გამოიწვია [[სსრკ-ის დაშლა]] [[1991]] წლის დეკემბერში, მისი შემადგენელი რესპუბლიკების დამოუკიდებლობის გამოცხადება და კომუნისტური მთავრობების დაშლა აფრიკისა და აზიის დიდ ნაწილზე. ამერიკის შეერთებული შტატები დარჩა მსოფლიოს ერთადერთ ზესახელმწიფოდ.

==ტერმინის წარმოშობა==
ტერმინი „ცივი ომი“ ეკუთვნის პროზაიკოსისა და პუბლიცისტის [[ჯორჯ ორუელი]]ს კალამს, რომელმაც ეს ფრაზა გამოიყენა ნარკვევში „თქვენ და ატომური ბომბი“, რომელიც გამოქვეყნდა [[1945]] წლის 19 ოქტომბერს ბრიტანულ გაზეთ „ტრიბუნში“.

[[1946]] წლის 10 მარტის The Observer-ში ორუელი წერდა: „გასული წლის დეკემბერში მოსკოვის კონფერენციის შემდეგ, რუსეთმა დაიწყო „ცივი ომის“ წარმოება ბრიტანეთის იმპერიაზე“.

ტერმინის პირველი გამოყენება [[საბჭოთა კავშირი|საბჭოთა კავშირსა]] და [[აშშ|ამერიკის შეერთებულ შტატებს]] შორის ომისშემდგომი გეოპოლიტიკური დაპირისპირების აღსაწერად, [[1947]] წლის 16 აპრილს მოხდა დემოკრატი პრეზიდენტების გავლენიანი მრჩევლის [[ბერნარდ ბარუხი]]ს გამოსვლაში.<ref>Gaddis, John Lewis (2005). The Cold War: A New History. Penguin Press. P. 54 ISBN 978-1-59420-062-5.</ref> სიტყვაში, რომელიც დაწერა ჟურნალისტმა ჰერბერტ ბაიარ სვოუპმა, ნათქვამი იყო: „მოდით, არ მოვიტყუოთ: ჩვენ დღეს ცივი ომის შუაგულში ვართ“.<ref>{{cite web |title=Bernard Baruch coins the term "Cold War" |url=https://www.history.com/this-day-in-history/bernard-baruch-coins-the-term-cold-war |website=HISTORY |access-date=23 October 2019 |date=13 November 2009 |ref={{harvid|History.com|2009}} |archive-date=7 January 2020 |archive-url=https://web.archive.org/web/20200107063147/https://www.history.com/this-day-in-history/bernard-baruch-coins-the-term-cold-war |url-status=live }}</ref>


== რესურსები ინტერნეტში ==
== რესურსები ინტერნეტში ==

14:57, 10 მაისი 2022-ის ვერსია

ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს Jaba1977.

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს.


თარგის ჩასმის თარიღი: 2022-05-6.


სტატიის აქტიური დამუშავების დაწყების თარიღიდან გავიდა 719 დღე.
გთხოვთ ამოიღოთ ეს გამაფრთხილებელი თარგი სტატიიდან და შეატყობინოთ მომხმარებელს „Jaba1977.“
{{subst:მუშავდება/შეტყობინება|Jaba1977.|ცივი ომი}}-~~~~


მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:მუშავდება}}

აშშ-ის პრეზიდენტის რონალდ რეიგანის (მარცხნივ) და სსრკ-ის პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის შეხვედრა 1985 წელს.

ცივი ომიაშშ-სა და მისი მოკავშირეების საბჭოთა კავშირთან და მის მოკავშირეებთან გლობალური გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და იდეოლოგიური დაპირისპირება, რომელიც დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და XX საუკუნის 1940-იანი წლების შუახნიდან 1990-იანი წლების დასაწყისამდე გრძელდებოდა. ისტორიკოსები ვერ თანხმდებიან მის დაწყება-დასრულების თარიღებზე, მაგრამ ზოგადად მიჩნეულია, რომ პერიოდი გრძელდება 1947 წლის ტრუმენის დოქტრინიდან (1947 წლის 12 მარტი) 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლამდე (1991 წლის 26 დეკემბერი).[1]

ტერმინი ცივი ომი გამოიყენება იმის გამო, რომ არ ყოფილა ფართომასშტაბიანი ბრძოლა უშუალოდ ორ ზესახელმწიფოს შორის, მაგრამ თითოეული მათგანი მხარს უჭერდა ძირითად რეგიონულ კონფლიქტებს, რომლებიც ცნობილია როგორც მარიონეტული ომები. კონფლიქტი ეფუძნებოდა ამ ორი სუპერსახელმწიფოს მიერ გლობალური გავლენისთვის იდეოლოგიურ და გეოპოლიტიკურ ბრძოლას, 1945 წელს ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მათი დროებითი ალიანსისა და გამარჯვების შემდეგ.[2] გარდა ბირთვული არსენალის განვითარებისა და ჩვეულებრივი სამხედრო განლაგებისა, ბრძოლა პირველობისათვის გამოიხატა არაპირდაპირი საშუალებებით, როგორიცაა ფსიქოლოგიური ომი, პროპაგანდისტული კამპანიები, ჯაშუშობა, შორსმიმავალი ემბარგოები, მეტოქეობა სპორტულ ღონისძიებებზე და ტექნოლოგიურ შეჯიბრებებში, როგორიცაა კოსმოსური რბოლა.

დასავლეთის ბლოკს ხელმძღვანელობდა აშშ და მასთან დაკავშირებული იყო ზოგიერთი ავტორიტარული მმართველობის ქვეყანა, ხოლო აღმოსავლეთის ბლოკს ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირი და ასევე მასთანაც დაკავშირებული იყო ავტორიტარული მმართველობის ქვეყნები. აშშ-ს მთავრობა მხარს უჭერდა ანტიკომუნისტურ და მემარჯვენე მთავრობებს და აჯანყებებს მთელ მსოფლიოში, ხოლო საბჭოთა მთავრობა აფინანსებდა მემარცხენე პარტიებსა და რევოლუციებს მთელს მსოფლიოში. ვინაიდან თითქმის ყველა კოლონიალურმა სახელმწიფომ მიაღწია დამოუკიდებლობას 1945–1960 წლებში, ისინი იქცნენ ცივ ომში მესამე სამყაროს ბრძოლის ველად.

ცივი ომის პირველი ეტაპი დაიწყო 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან მალევე. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა 1949 წელს შექმნეს ნატოს სამხედრო ალიანსი საბჭოთა თავდასხმის შიშით და გლობალურ პოლიტიკას უწოდეს შეკავების პოლიტიკა. საბჭოთა კავშირმა 1955 წელს ნატოს საპასუხოდ ჩამოაყალიბა ვარშავის პაქტი. ამ ეტაპის ძირითადი კრიზისები იყო 1948–1949 წლების ბერლინის ბლოკადა, 1927–1949 წლების ჩინეთის სამოქალაქო ომი, 1950–1953 წლების კორეის ომი, 1956 წლის უნგრეთის რევოლუცია, 1956 წლის სუეცის კრიზისი, 1961 წლის ბერლინის კრიზისი და 1962 წლის კარიბის კრიზისი. აშშ და სსრკ ეჯიბრებოდნენ ლათინურ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში და აფრიკის, აზიისა და ოკეანიის ქვეყნებში გავლენისათვის.

კარიბის კრიზისის შემდეგ დაიწყო ახალი ეტაპი, რომლის დროსაც ჩინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის განხეთქილებამ გაართულა ურთიერთობები კომუნისტურ სფეროში, ხოლო საფრანგეთმა, დასავლეთის ბლოკის სახელმწიფომ, დაიწყო მეტი ავტონომიის მოთხოვნა. სსრკ შეიჭრა ჩეხოსლოვაკიაში 1968 წლის პრაღის გაზაფხულის ჩასახშობად, მაშინ როცა აშშ განიცდიდა შიდა არეულობას სამოქალაქო უფლებების მოძრაობისგან და ვიეტნამის ომის მოწინააღმდეგეებისაგან. 1960-1970-იან წლებში საფუძველი ჩაეყარა საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობას. დაიწყო ბირთვული იარაღის ტესტირებისა და ბირთვული განიარაღების წინააღმდეგ მიმართული მოძრაობები, დიდი ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებით. 1970-იანი წლებისთვის ორივე მხარემ დაიწყო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დაიწყო პერიოდი, რომლის დროსაც მიმდინარეობდა სტრატეგიული იარაღის შეზღუდვის შესახებ მოლაპარაკებები, აშშ-მა გახსნა ურთიერთობები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, და მიიჩნევდა მას როგორც სსრკ-ს სტრატეგიულ საპირწონეს. მთელი რიგი მარქსისტული მთავრობები ჩამოყალიბდა 1970-იანი წლების მეორე ნახევარში მესამე სამყაროს ქვეყნებში. ეს ქვეყნები იყო ანგოლა, მოზამბიკი, ეთიოპია, კამბოჯა, ავღანეთი და ნიკარაგუა.

სახელმწიფოთა შორის დაძაბულობის შენელების პერიოდი ძალიან დაზარალდა 1979 წელს ავღანეთში საბჭოთა კავშირის შეჭრით. 1980-იანი წლების დასაწყისი იყო დაძაბულობის კიდევ ერთი პერიოდი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაზარდა დიპლომატიური, სამხედრო და ეკონომიკური ზეწოლა საბჭოთა კავშირზე, იმ დროს, როდესაც ის უკვე განიცდიდა ეკონომიკურ სტაგნაციას. 1980-იანი წლების შუა ხანებში საბჭოთა კავშირის ახალმა ლიდერმა მიხეილ გორბაჩოვმა წამოიწყო გლასნოსტისა და პერესტროიკის ლიბერალიზებული რეფორმები და 1989 წელს საბჭოთა კავშირის ჯარები გამოიყვანა ავღანეთიდან.

1989 წელს, პანევროპული პიკნიკის შემდეგ რკინის ფარდის დაცემამ და რევოლუციების მშვიდობიანმა ტალღამ (რუმინეთისა და ავღანეთის გარდა) დაამხო აღმოსავლეთ ბლოკის თითქმის ყველა კომუნისტური მთავრობა. თავად საბჭოთა კავშირის კომუნისტურმა პარტიამ დაკარგა კონტროლი საბჭოთა კავშირზე და აიკრძალა 1991 წლის აგვისტოში გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ. ამან თავის მხრივ გამოიწვია სსრკ-ის დაშლა 1991 წლის დეკემბერში, მისი შემადგენელი რესპუბლიკების დამოუკიდებლობის გამოცხადება და კომუნისტური მთავრობების დაშლა აფრიკისა და აზიის დიდ ნაწილზე. ამერიკის შეერთებული შტატები დარჩა მსოფლიოს ერთადერთ ზესახელმწიფოდ.

ტერმინის წარმოშობა

ტერმინი „ცივი ომი“ ეკუთვნის პროზაიკოსისა და პუბლიცისტის ჯორჯ ორუელის კალამს, რომელმაც ეს ფრაზა გამოიყენა ნარკვევში „თქვენ და ატომური ბომბი“, რომელიც გამოქვეყნდა 1945 წლის 19 ოქტომბერს ბრიტანულ გაზეთ „ტრიბუნში“.

1946 წლის 10 მარტის The Observer-ში ორუელი წერდა: „გასული წლის დეკემბერში მოსკოვის კონფერენციის შემდეგ, რუსეთმა დაიწყო „ცივი ომის“ წარმოება ბრიტანეთის იმპერიაზე“.

ტერმინის პირველი გამოყენება საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ომისშემდგომი გეოპოლიტიკური დაპირისპირების აღსაწერად, 1947 წლის 16 აპრილს მოხდა დემოკრატი პრეზიდენტების გავლენიანი მრჩევლის ბერნარდ ბარუხის გამოსვლაში.[3] სიტყვაში, რომელიც დაწერა ჟურნალისტმა ჰერბერტ ბაიარ სვოუპმა, ნათქვამი იყო: „მოდით, არ მოვიტყუოთ: ჩვენ დღეს ცივი ომის შუაგულში ვართ“.[4]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Robert Service, The End of the Cold War: 1985–1991 (Macmillan, 2015)
  2. Sempa, Francis (12 July 2017). Geopolitics: From the Cold War to the 21st Century. Routledge. ISBN 978-1-351-51768-3. 
  3. Gaddis, John Lewis (2005). The Cold War: A New History. Penguin Press. P. 54 ISBN 978-1-59420-062-5.
  4. Bernard Baruch coins the term "Cold War" (13 November 2009). ციტირების თარიღი: 23 October 2019