უ წეთიენი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
No edit summary
მომხმარებელმა Melberg გვერდი „ვუ ზეტიანი“ გადაიტანა გვერდზე „უ წე თიენი“
(განსხვავება არ არის)

18:15, 8 მაისი 2022-ის ვერსია

ვუ ზეიტანი
武则天
ჯოუს დინასტიის იმპერატორი ქალი
მმართ. დასაწყისი: 16 ოქტომბერი 690
მმართ. დასასრული: 22 თებერვალი 705
წინამორბედი: ჟუი ცუენი
მემკვიდრე: ჩონგ ზონგი
ტანის დინასტიის იმპერატორის მეუღლე
მმართ. დასაწყისი: 655
მმართ. დასასრული: 683
წინამორბედი: ვანგი
მემკვიდრე: ვეი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 17 თებერვალი 624
დაბ. ადგილი: სიჩუანი, ტანის დინასტია
გარდ. თარიღი: 16 დეკემბერი 705
გარდ. ადგილი: ლოიანი, ტანის დინასტია
მეუღლე: ტაი ცუნგი
კაო ცუნგი
შვილები: ლი ჰონგი
მამა: ვუ შიჰუო
დედა: იანგი

ვუ ზეტიანი ასევე ცნობილია, როგორც ვუ ჰუ (ჩინ.: 武则天; დ. 17 თებერვალი 624, სიჩუანი — გ. 16 დეკემბერი 705, ლოიანი) — ჩინეთის იმპერატორი ქალი.

ბიოგრაფია

13 წლის ასაკში ვუ ზეტიანი ჩინეთის ტანის დინასტიის პირველი იმპერატორის — ტაი ცუნგის უმცროსი ხარჭა გახდა. ქმრის გარდაცვალების შემდეგ, 649 წელს მან იმპერატორის მემკვიდრის, კაო ცუნგის ყურადღების მიპყრობა მოახერხა და მალე მისი საყვარელი ცოლიც გახდა. მერე ქმრის საყვარლებსა და სხვა ცოლებს, მათ შორის — იმპერატოის მეუღლეს მოუსწრაფა სიცოცხლე და 655 წელს თავად დაიკავა მისი ადგილი.

ვუ ჰუმ იმთავითვე მოახერხა მთავრობაზე საკუთარი კონტროლის დაწესება და თავიდან მოიცილა ყველა, ვინც მისი და იმპერატორის კავშირს სისხლის აღრევად მიიჩნევდა. არაერთი მაღალჩინოსანი, მათ შორის იმპერატორის ბიძაც, ან სიკვდილით დასაჯეს, ან გადაასახლეს. 660 წელს იმპერატორს მძიმე სენმა დარია ხელი და მთელი ძალაუფლება დედოფლის ხელში აღმოჩნდა. იგი ნიშნავდა და ათავისუფლებდა მინისტრებს, ირჩევდა სარდლებს, რომლებმაც მისი ბრძანებით, 660-დან 668 წლების პერიოდში კორეა დაიპყრეს.

683 წელს კაო ცუნგის გარდაცვალების შემდეგ, მისი მემკვიდრე ვუ ჰუს ვაჟი — ჩუნ ცუნგი გახდა. ერთ თვეში ვუ ზეტიანმა ის ტახტიდან გადმოაგდო და ქვეყნიდან გააძევა, ხოლო გვირგვინი მეორე ვაჟს — ჯუი ცუნგს დაადგა თავზე, თუმცა ქვეყანას, როგორც რეგენტი, თავად მართავდა. ჩუნ ცუნგის მხარდამჭერთა მიერ მოწყობილი ამბოხება დამარცხდა.

690 წელს ვუ ჰუმ სამეფო ტახტის უზურპირება მოახდინა და 15 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას. ის დიდად წყალობდა სამეფო კარის ორ გარყვნილ მსახურს — ძმებ ჩანებს, რომლებიც აგდებულად ექცეოდნენ მინისტრებსა და გენერლებს. 705 წელს მომხდარი გადატრიალების შემდეგ, ჩანები სიკვდილით დასაჯეს, ვუ ზეტიანი კი აიძულეს, ძალაუფლება თავისი ვაჟისთვის — ჩუნ ცუნგისთვის გადაეცა. 80 წლის ასაკში ის სახელმწიფო საქმეებს ჩამოშორდა და საზაფხულო სასახლეში დაბინავდა, სადაც მალევე გარდაიცვალა

ლიტერატურა

  • ნ. ქოთორნი. ტირანები, თბილისი, „კლიო“, 2011