ქართულ-ოსური დინასტიური ქორწინებები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 15: ხაზი 15:


ალდე დედოფლის ქორწინება მეფე გიორგი I-თან არცთუ წარმატებული გამოდგა. მას შემდეგ, რაც ალდე დედოფალმა ანაკოფია ბიზანტიას გადასცა,{{Sfn-2|ჯავახიშვილი|1983|გვ=129}} მის შესახებ თითქმის აღარ მოგვეპოვება ცნობები. ვახუშტი ბატონიშვილთან დაცული ცნობის მიხედვით, ირკვევა, რომ დემეტრე უფლისწულს დარჩა ძე, რომელიც თავის ბებია ალდესთან ერთად ოსეთში გაემგზავრა. მისი შთამომავლები აარსებენ ოს ბაგრატიონთა შტოს, რომლის წარმომადგენელი, [[დავით სოსლანი]], შემდეგ საუკუნეში ხდება [[თამარ მეფე|თამარ მეფის]] მეუღლე.{{Sfn-2|ვახუშტი2|1973|გვ=176}}
ალდე დედოფლის ქორწინება მეფე გიორგი I-თან არცთუ წარმატებული გამოდგა. მას შემდეგ, რაც ალდე დედოფალმა ანაკოფია ბიზანტიას გადასცა,{{Sfn-2|ჯავახიშვილი|1983|გვ=129}} მის შესახებ თითქმის აღარ მოგვეპოვება ცნობები. ვახუშტი ბატონიშვილთან დაცული ცნობის მიხედვით, ირკვევა, რომ დემეტრე უფლისწულს დარჩა ძე, რომელიც თავის ბებია ალდესთან ერთად ოსეთში გაემგზავრა. მისი შთამომავლები აარსებენ ოს ბაგრატიონთა შტოს, რომლის წარმომადგენელი, [[დავით სოსლანი]], შემდეგ საუკუნეში ხდება [[თამარ მეფე|თამარ მეფის]] მეუღლე.{{Sfn-2|ვახუშტი2|1973|გვ=176}}

==ბაგრატ IV და ბორენა ==


==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==

17:29, 16 მარტი 2022-ის ვერსია

ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს Jaba1977.

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს.


თარგის ჩასმის თარიღი: მარტი 16, 2022.


სტატიის აქტიური დამუშავების დაწყების თარიღიდან გავიდა 743 დღე.
გთხოვთ ამოიღოთ ეს გამაფრთხილებელი თარგი სტატიიდან და შეატყობინოთ მომხმარებელს „Jaba1977.“
{{subst:მუშავდება/შეტყობინება|Jaba1977.|ქართულ-ოსური დინასტიური ქორწინებები}}-~~~~


მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:მუშავდება}}

ქართულ-ოსური დინასტიური ქორწინებებისაქართველოს სამეფო კარსა და ოსებს შორის შემდგარი დინასტიური ქორწინებები.

ისტორიიდან ცნობილია ქართველებსა და ოსებს შორის დინასტიური ქორწინებების რამდენიმე ფაქტი, რაც კიდევ უფრო ხელს უწყობდა ამ ორი ერის უფრო მეტად დაახლოებას. ქართველი მეფები ხშირად ქორწინდებოდნენ პოლიტიკური მიზნით, რათა დამოყვრებული ქვეყნის იმედი ჰქონოდათ მტრებთან ბრძოლაში. მათ შორის გამოსარჩევია ქართულ-ოსური დინასტიური ქორწინებები.

ჩრდილოეთ კავკასიელ ხალხებს შორის ქართველებთან ყველაზე მეტად დაკავშირებულები ისტორიულად ოსები იყვნენ. ოსეთზე საქართველოს გავლენა განსაკუთრებით გაიზარდა მეფე დავით IV აღმაშენებლის (1089-1125 წწ.) დროს. მისი ზეობის ხანაში ოსები უკვე ყმადნაფიცები იყვნენ. ჩრდილო კავკასიის ხალხებს და მათ შორის ოსებსაც, საკუთარი ინტერესი ამოძრავებდა საქართველოს მიმართ. განვითარებული მეურნეობის მქონე და ძლიერი საქართველო სულ უფრო მეტად იზიდავდა თავისკენ მთის მოსახლეობას.[1]

ფარნავაზის და და ოვსთა მეფე

ქართულ-ოსური დინასტიური ქორწინების პირველ ფაქტად შეიძლება მივიჩნიოთ ფარნავაზ მეფის დისა და „ოვსთა მეფის“ შეუღლება.

ვიკიციტატა
„მაშინ ფარნავაზ მისცა დაი მისი ოსთა მეფესა ცოლად, და ერთი დაი მისი მისცა ქუჯის ცოლად.[2][3]

გიორგი I და ალდე

გაერთიანებული საქართველოს მეორე მეფე გიორგი I (1014-1027 წწ.) ორჯერ იყო დაოჯახებული. მისი პირველი მეუღლე იყო ვასპურაკანის სომხური სახელმწიფოს მეფის, სენექერიმ ჰოვანეს არწრუნის (1003-1021) ქალიშვილი მარიამი.[4] მეფე გიორგი I მეორედ იყო დაოჯახებული. მისი მეორე მეუღლე ოსთა მეფის ქალიშვილი ალდე იყო. ოსთა დამოყვრება პოლიტიკური მიზნით იყო განპირობებული. დედოფლის სახელი შემორჩენილია მხოლოდ XI საუკუნის ბიზანტიელ ისტორიკოს გიორგი კედრენესთან.[5] ისტორიკოს ჯაბა სამუშიას ვარაუდით, ეს ქორწინება უნდა შემდგარიყო 1026 წლის დასაწყისში.[6] ამ ქორწინების შედეგად გიორგი I-სა და ალდეს შეეძინათ ვაჟი დემეტრე. ბრიტანელი ისტორიკოს დონალდ რეიფილდის მოსაზრებით, ალდე უბრალო ხარჭა არ ყოფილა. იგი ეყრდნობა ბიზანტიელ მემატიანეთა ცნობებს და ამბობს:

ვიკიციტატა
„ბიზანტიელი მემატიანეები ალდეს იმპერიის ოსი მოკავშირის ქალიშვილად მიიჩნევენ, რომელსაც იმპერატორმა ანაკოფიაში მამული გამოუყო, ვინაიდან გიორგი მეფემ მას საერთოდ არაფერი უანდერძა. ალდემ მეფეს გიორგის ვაჟი — დემეტრე გაუჩინა.[7]

გიორგი I მეორე ქორწინებიდან მალევე გარდაიცვალა (1027 წლის 16 აგვისტოს, თრიალეთში) და სამეფო ტახტზე ავიდა მისივე მცირეწლოვანი ძე ბაგრატ IV. მამის გარდაცვალების შემდეგ, დემეტრე უფლისწული და დედამისი საუფლისწულო მამულში ანაკოფიაში ცხოვრობდნენ. აღსანიშნავია, რომ „მატიანე ქართლისაის“ ავტორი ალდესა და დემეტრეზე საუბარს მას შემდეგ იწყებს, როდსაც გადმოგვცემს, რომ ბაგრატ IV-ის პირველი მეუღლე ელენე, ქორწინებიდან მალევე გარდაიცვალა და მეფემ მეორედ იქორწინა. ავტორი დასძენს,

ვიკიციტატა
„და ამისსა შემდგომად სხუაცა ძე დარჩა გიორგი მეფესა ანაკოფიას შინა ოვსთა მეფისა ასულსა მეორესა ცოლსა თანა. და აზნაურთაგან იყო მათ შუა მი-და-მო საუბარი, და ყრმა მცირე იყო, სახელით დემეტრე. ვერცა გაამეფეს, თუცა ვის გულსა ედვა, და ვერცაღა გამოინდვეს ბაგრატ მეფემან და დედამან მისმან, არცაღა თავადთა დიდებულთა ამის სამეფოსათა. და ვერღარა დაიდგნა და წარვიდა სამეფოსა მისგან, და მიმართა ბერძენთა მეფესა, და წარუტანა თანა ანაკოფია. და მიერითგან წარუხდა ანაკოფია აფხაზთა მეფესა მოაქაჟამადმდ.[8]

დემეტრემ იმპერატორისაგან მაგისტროსის ტიტული მიიღო.[9]

ალდე დედოფლის ქორწინება მეფე გიორგი I-თან არცთუ წარმატებული გამოდგა. მას შემდეგ, რაც ალდე დედოფალმა ანაკოფია ბიზანტიას გადასცა,[10] მის შესახებ თითქმის აღარ მოგვეპოვება ცნობები. ვახუშტი ბატონიშვილთან დაცული ცნობის მიხედვით, ირკვევა, რომ დემეტრე უფლისწულს დარჩა ძე, რომელიც თავის ბებია ალდესთან ერთად ოსეთში გაემგზავრა. მისი შთამომავლები აარსებენ ოს ბაგრატიონთა შტოს, რომლის წარმომადგენელი, დავით სოსლანი, შემდეგ საუკუნეში ხდება თამარ მეფის მეუღლე.[11]

ბაგრატ IV და ბორენა

ლიტერატურა

  • ანჩაბაძე ზ., საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. III, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1979.
  • ვახუშტი ბატონიშვილი, საქართველოს ცხოვრება 1469 - 1800-მდე, ტ. III, ტფ., 1913.
  • ვახუშტი ბატონიშვილი, ქართლის ცხოვრება // აღწერა სამეფოსა საქართველოსა., ტ. IV, თბ., 1973.
  • ბერძენიშვილი ნ. და სხვ., საქართველოს ისტორია (უძველესი დროიდან XIX საუკუნის დასასრულამდე), თბ., 1958.
  • გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. V, თბ.: საქართველოს სსსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1963.
  • თაყაიშვილი ე., არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, პარიზი, 1937.
  • კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბ., 1980.
  • კოპალიანი ვ., საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970-1070 წლებში, თბ.: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1969.
  • ლორთქიფანიძე მ. და სხვ., საქართველო IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე // საქართველოს ისტორია, ტ. II, თბ.: პალიტრა L, 2012.
  • მელიქიშვილი გ., საქართველო უძველესი დროიდან ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნემდე // საქართველოს ისტორია, ტ. I, თბ.: პალიტრა L, 2012.
  • მელიქიშვილი გ., საქართველო საქართველო უძველესი დროიდან ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნემდე // საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. I, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1970.
  • მეტრეველი რ., მეფე თამარი, თბ.: განათლება, 1991.
  • ორბელიანი პაპუნა, ამბავნი ქართლისანი, თბ.: მეცნიერება, 1981.
  • რეიფილდი დ., საქართველო იმპერიათა გზაჯვარედინზე. სამიათასწლოვანი ისტორია, თბ.: პალიტრა L, 2019.
  • სამუშია ჯ., ნარკვევები შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიიდან, ტ. I, თბ., 1999.
  • ქართლის ცხოვრება, ანა დედოფლისეულა ნუსხა, თბ.: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1942.
  • ქართლის ცხოვრება, ტ. I, თბ., 1955.
  • ქართლის ცხოვრება, ტ. II, თბ., 1959.
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, ტ. II, თბ., 1983.
  • Канукова, З. В., История Осетии, ტ. I, Владикавказ., 2019.

სქოლიო