ვლადიმერ აშხაცავა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{ოკუპირებული რეგიონი|აფხაზეთი|ტიპი=პიროვნება}}
'''ვლადიმერ არდაშის ძე აშხაწავა''' (დ. [[1936]]) — აფხაზი სახელმწიფო მოღვაწე, ინჟინერი. სკკპ წევრი (1962). [[აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭო|აფხაზეთის ასსრ-ის XI და XII მოწვევების უმაღლესი საბჭოს]] დეპუტატი.
'''ვლადიმერ არდაშის ძე აშხაწავა''' (დ. [[1936]]) — აფხაზი სახელმწიფო მოღვაწე, ინჟინერი. სკკპ წევრი (1962). [[აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭო|აფხაზეთის ასსრ-ის XI და XII მოწვევების უმაღლესი საბჭოს]] დეპუტატი.



17:06, 23 იანვარი 2022-ის ვერსია

აღნიშნული სტატია აღწერს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ პიროვნებას. ტექსტში შესაძლოა გამოყენებული იყოს ტერმინები, რომლებიც გამოიყენება საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ვლადიმერ არდაშის ძე აშხაწავა (დ. 1936) — აფხაზი სახელმწიფო მოღვაწე, ინჟინერი. სკკპ წევრი (1962). აფხაზეთის ასსრ-ის XI და XII მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

ბიოგრაფია

1959 წელს ხარკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ოჩამჩირის საკოლმეურნებათაშორისო სამშენებლო ორგანიზაციაში. 1960-1963 წლებში იყო ამ სამშენებლო კოლექტივის ჯერ სამუშაოთა მწარმოებელი, ხოლო შემდეგ მთავარი ინჟინერი.

1963 წელს გადაჰყავთ პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის აპარატში სამრეწველო-სატრასპორტო განყოფილების ინსტრუქტორის თანამდებობაზე, ხოლო 1969 წელს ამტკიცებენ ამ განყოფილების გამგედ.

1975 წელს შევიდა სკკპ ცკ-თან არსებული უმაღლეს პარტიული სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ 1976-1980 წლებში მუშაობდა პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის ჯერ ორგანიზაციულ-პარტიული მუშაობის განყოფილების გამგის მოადგილედ, ხოლო შემდეგ — საფინანსო-სამეურნეო განყოფილების გამგედ.

1980 წლიდან ვ. აშხაწავა პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების გამგეა. 1987 წლის 29 იანვარს დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილისა და სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავჯდომარის თანამდებობაზე. მოგვიანებით ეკონომიკის მინისტრად.

ლიტერატურა

  • გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №21 (12387), 30 იანვარი, 1987

რესურსები ინტერნეტში