ვლადიმერ აშხაცავა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა კატეგორია:დაბადებული 1936 გაჯეტ HotCat-ით
ხაზი 16: ხაზი 16:


[[კატეგორია:დაბადებული 1936]]
[[კატეგორია:დაბადებული 1936]]
[[კატეგორია:აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები]]

16:51, 23 იანვარი 2022-ის ვერსია

ვლადიმერ არდაშის ძე აშხაწავა (დ. 1936) — აფხაზი სახელმწიფო მოღვაწე, ინჟინერი. სკკპ წევრი (1962). აფხაზეთის ასსრ-ის XI და XII მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

ბიოგრაფია

1959 წელს ხარკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ოჩამჩირის საკოლმეურნებათაშორისო სამშენებლო ორგანიზაციაში. 1960-1963 წლებში იყო ამ სამშენებლო კოლექტივის ჯერ სამუშაოთა მწარმოებელი, ხოლო შემდეგ მთავარი ინჟინერი.

1963 წელს გადაჰყავთ პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის აპარატში სამრეწველო-სატრასპორტო განყოფილების ინსტრუქტორის თანამდებობაზე, ხოლო 1969 წელს ამტკიცებენ ამ განყოფილების გამგედ.

1975 წელს შევიდა სკკპ ცკ-თან არსებული უმაღლეს პარტიული სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ 1976-1980 წლებში მუშაობდა პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის ჯერ ორგანიზაციულ-პარტიული მუშაობის განყოფილების გამგის მოადგილედ, ხოლო შემდეგ — საფინანსო-სამეურნეო განყოფილების გამგედ.

1980 წლიდან ვ. აშხაწავა პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების გამგეა. 1987 წლის 29 იანვარს დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილისა და სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავჯდომარის თანამდებობაზე. მოგვიანებით ეკონომიკის მინისტრად.

ლიტერატურა

  • გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №21 (12387), 30 იანვარი, 1987