იაკოპო დელა კვერჩა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: gl:Jacopo della Quercia
ხაზი 12: ხაზი 12:
[[es:Jacopo della Quercia]]
[[es:Jacopo della Quercia]]
[[fr:Jacopo della Quercia]]
[[fr:Jacopo della Quercia]]
[[gl:Jacopo della Quercia]]
[[he:יאקופו דלה קוורצ'ה]]
[[he:יאקופו דלה קוורצ'ה]]
[[it:Jacopo della Quercia]]
[[it:Jacopo della Quercia]]

14:21, 24 მარტი 2008-ის ვერსია

იაკოპო დელა კვერჩა (Jacopo della Quercia) (დ. დაახლოებით 1374, სიენა ― გ. 20 ოქტომბერი, 1438, იქვე), იტალიელი მოქანდაკე, ადრინდელი აღორძინების წარმომადგენელი. 1401 წელს მონაწილეობდა ფლორენციის ბაპტისტერიუმის კარის რელიეფებისათვის გამართულ კონკურსში. მუშაობდა სიენასა და ბოლონიაში, აგრეთვე ლუკასა (1406) და ფერარაში (1408). ეყრდნობოდა ნიკოლო პიზანოს და ჯოვანი პიზანოს ტრადიციებს. განიცადა XIV-XV საუკუნეების მიჯნის ჩრდილოეთი იტალიის პლასტიკის გავლენა. ძირითადი ნამუშევრები: "მადონა" (1408, ტაძრის მუზეუმი, ფერარა), ფონტე გაიას რელიეფები და სტატუეტები (1408-1419, პალაცო პუბლიკო, სიენა), ტრენტის საკურთხეველი სან-ფრედიანოს ეკლესიაში (1416-1422, ლუკა) - ყველა მარმარილო; რელიეფი "ზაქარია ტაძარში" (მოოქროვილი ბრინჯაო) და წინასწარმეტყველტა ფიგურები სიენის ბაპტისტერიუმისთვის (1417-1731, მარმარილო), ქანდაკება სან-პეტრონიოს ეკლესიის პორტალისათვის (ისტორიის ქვა, 1425-1438, ბოლონია).

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 5, გვ. 41, თბ., 1980