რაფაელ ვაგანიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
No edit summary
ხაზი 19: ხაზი 19:
}}
}}


'''რაფაელ ვაგანიანი''' ({{lang-hy|Ռաֆայել Արտյոմի Վահանյան}}, {{lang-ru|Рафаэль Артёмович Ваганян}}; დ. [[15 ოქტომბერი]], [[1951]], [[ერევანი]], [[სომხეთის სსრ]], [[საბჭოთა კავშირი]]) — [[სომეხი]] მოჭადრაკე. წოდებით გრანდმასტერი. ცნობილია მკაცრად ტაქტიკური თამაშის სტილით.
'''რაფაელ ვაგანიანი''' ({{lang-hy|Ռաֆայել Արտյոմի Վահանյան}}, {{lang-ru|Рафаэль Артёмович Ваганян}}; დ. [[15 ოქტომბერი]], [[1951]], [[ერევანი]], [[სომხეთის სსრ]], [[საბჭოთა კავშირი]]) — [[სომეხი]] მოჭადრაკე. წოდებით გრანდმასტერი. ცნობილია მკაცრად ტაქტიკური თამაშის სტილით. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1989).


==საჭადრაკო კარიერა==
==საჭადრაკო კარიერა==

13:57, 18 იანვარი 2022-ის ვერსია

რაფაელ ვაგანიანი
ქვეყანა (სპორტი) სომხეთი
დაბადების თარიღი 15 ოქტომბერი, 1951 (1951-10-15) (72 წლის)
დაბადების ადგილი ერევანი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი
წოდება გრანდმასტერი
ფიდე რეიტინგი 2514 (2019 წლის ოქტომბერი)
მაქსიმალური რეიტინგი 2670 (2005 წლის იანვარი)
ჯილდოები და პრემიები ერევნის საპატიო მოქალაქე, მედალი „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ 1-ლი ხარისხი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი და შრომითი მამაცობის მედალი

რაფაელ ვაგანიანი (სომხ. Ռաֆայել Արտյոմի Վահանյան, რუს. Рафаэль Артёмович Ваганян; დ. 15 ოქტომბერი, 1951, ერევანი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი) — სომეხი მოჭადრაკე. წოდებით გრანდმასტერი. ცნობილია მკაცრად ტაქტიკური თამაშის სტილით. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1989).

საჭადრაკო კარიერა

რაფაელ ვაგანიანმა საერთაშორისო გრანდმასტერბის სტატუსს, 19 წლის ასაკში, 1971 წელს მიაღწია. ამავე წელს, მან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი მეოთხე ადგილით დაასრულა; ტურნირის გამარჯვებული შვეიცარიელი მოჭადრაკე ვერნერ ჰუგი გახდა.

მისი ტურნირის ჩანაწერები გამორჩეულია; მან ტურნირები მოიგო: კრაგუჯევასში 1974 წელს, სან-პაულუში 1977 წელს, ვანაძორში 1978 წელს, ლას-პალმასში 1978 წელს, მანილაში 1981 წელს, ჰასტინგში 1982/83 წელს, ბიელში 1985 წელს, ლენინგრადში 1987 წელს, ტორონტოში 1990 წელს და ტერ-აპელში 1992 წელს. მოსკოვში 1982 წელსა და ტალინში 1983 წელს, მან პირველი ადგილი მიხაელ ტალთან გაიზიარა; აგრეთვე პირველობა გაიზიარა 1985 წელს ნაესტვედში ვოლტერ ბრაუნთან და ბენტ ლარსენთან ერთად. მან ორჯერ მოიგო რეგი ემილიას საჭადრაკო ტურნირი: 1992-93 წლებში (35-ე) და 1994-95 წლებში (37-ე).

1989 წელს ოდესაში, მან 38-ე დაბადების დღეზე მოიგო საბჭოთა კავშირის 56-ე ჩემპიონატი. წინა მცდელობებში მან მესამე ადგილი გაიზიარა ლენინგრადში 1974 და მოსკოვში 1983 წელს, ხოლო მეორე ადგილი გაიზიარა 1995 წელს მშობლიურ ქალაქში ჩატარებულ ტურნირში.

იგი ორჯერ იყო მსოფლიო ჩემპიონობის კანდიდატი, 1986 წელს წააგო ანდრეი სოკოლოვთან და 1988 წელს ლაჯოს პორტისთან.

გუნდური შეჯიბრებები

წლების განმავლობაში მან გუნდურ შეჯიბრებაშიც მოიპოვა მრავალი მედალი, თავიდან წარმოადგენდა საბჭოთა კავშირს, შემდეგ კი მონაწილეობდა სომხეთს ოლიმპიადებში[1] და ევროპის გუნდურ ჭადრაკის ტურნირებში.[2] 2004 წლის კალვიას ოლიმპიადაზე, მესამე დაფაზე, მან გუნდური ვერცხლი და ინდივიდუალური ოქრო მოიპოვა.[3]

თამაშის სტილი

1985 წელს, რაფაელ ვაგანიანი ალექსეი სუეტინმა აღწერა, როგორც მოთამაშე, რომელსაც გააჩნდა შესანიშნავი ბუნებრივი საჩუქარი. ალექსეის მასთან ბევრჯერ აქვს ნათამაშები ჭადრაკი. ერთხელ მან ვაგანიანზე თქვა: - " შიშის ან გაურკვევლობის გრძნობა მისთვის უცნობია. ის არის მარადიული ოპტიმისტი, სავსეა ამბიციური ზრახვებით ყოველ ეტაპზე, ყველა ეტაპზე, ასაფეთქებელ ტემპერამენტთა ერთად ..."

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Bartelski, Wojciech. Men's Chess Olympiads: Rafael Vaganian. OlimpBase. ციტირების თარიღი: 16 December 2011.
  2. Bartelski, Wojciech. European Men's Team Chess Championship: Rafael Vaganian. OlimpBase. ციტირების თარიღი: 16 December 2011.
  3. Bartelski, Wojciech. 36th Chess Olympiad, Calvia 2004, Armenia. OlimpBase. ციტირების თარიღი: 16 December 2011.